მოსწავლის ბიბლიოთეკა

მოითხოვე კოდი
ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრობისა და ოჯახის მნიშვნელობაზე....
15,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ძმები ლომგულები ჯონათან და კარლ ლეიონები არიან. 10 წლის კარლი ლოგინს არის მიჯაჭვული, 13 წლის ჯონათანი კი ზღაპრული პრინცივით ლამაზი და კეთილია. ძმები შვედეთის ერთი პატარა ქალაქიდან ზღაპრულ მხარეში, ნანგიალაში აღმოჩნდებიან, სადაც საოცარი თავგადასავალი  გადახდებათ თავს. წაიკითხე...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ზაფხულის არდადეგები მიილია და ბიჭუნა ბებიასგან კვლავ სტოკჰოლმში დაბრუნდა. სახურავის ბინადარი კარლსონი კი არ ჩანს. ბიჭუნა ნერვიულობს. ნუთუ მსოფლიოში უბადლო მეგობარმა მიატოვა? ნუთუ აღარ დაბრუნდება?! არამც და არამც! ბიჭუნას და კარლსონის მეგობრობას არაფერი ემუქრება.
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ერთ მშვენიერ დღეს პეპი ნამდვილ წერილს მიიღებს, თანაც მხიარულების კუნძულის მეფისგან – სქელი, თეთრი ბელადი ეფრაიმისგან. მალე გემი „ყიყინა“ პატარა ქალაქს მოადგება და პეპი, ტომი და ანიკა სამხრეთის ზღვისკენ მიჰყავს.
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ადრიანი გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, თოჯინა სახელად ბრიჯიდა სამოგზაუროდ წავიდა. თოჯინამ მთელი მსოფლიო მოიარა: ლონდონი, პარიზი, ვენა, გადაიარა საჰარის უდაბნო და ინდოეთამდეც ჩავიდა, ჩინეთის დიდი კედელი დალაშქრა, საჰაერო ბურთით ჰიმალაის მთებს გადაუფრინა, ბოლოს კი აფრიკამდეც ჩააღწია.
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები. მწერალი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ...
9,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ვის არ უყვარს ნამცხვარი ათქვეფილი ნაღებით? მით უმეტეს, თუ ნამცხვარი ქლიავის შიგთავსითაა და თანაც დიდედამ გამოაცხო? საუკეთესო მეგობრები, კასპერლი და ზეპელი, კვირა დღის გათენებას სწორედ დიდედას ნამცხვრით პირის ჩასატკბარუნებლად მოელიან, თუმცა ერთ დღესაც მათ მშვიდ ცხოვრებას, არც მეტი, არც...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„საიდუმლო ბაღი“ საყმაწვილო კლასიკაა, რომელიც პირველად 1911 წელს გამოიცა. მიუხედავად ამისა, მას დღემდე დიდი სიამოვნებით კითხულობენ გოგონებიცა და ბიჭებიც. წიგნის მთავარი გმირი პატარა მერი ლენოქსია. ის მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ბიძასთან, იორკშირში მდებარე უზარმაზარ სახლში...
9,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი. დღეს სხვაგან გადავდივართ. იცი, როგორ მეშინია?! სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ახალი სკოლა რომ არ მომეწონოს? ან პირიქით, მე რომ არავის მოვეწონო? გთხოვ, ღმერთო, დამეხმარე, რა.“
11,90 
მარაგშია
+
000010942
ერთ საღამოს რობერტას, პიტერისა და ფილისის მამა ორ უცხოს მიჰყავს სადღაც, ბავშვებს კი დედასთან ერთად ლონდონიდან სოფელში, რკინიგზასთან ახლოს მდებარე სამსაკვამურიან სახლში უწევთ გადასვლა. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება, თუმცა იწყება თავგადასავლებით სავსე დღეები. მალე კეთილი ბავშვები მეგობრებს...
12,90 
მარაგშია
+
გულად ბავშვთა გაერთიანება „თეთრი ვარდები“ ისე ჰყავს შეპყრობილი თავგადასავლების ჟინს, რომ მის არც ერთ წევრს წამითაც არ ახსენდება მშობლები, რომლებიც თუმცა ბრაზობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებენ, რომ მათ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ. `თეთრი ვარდების~ უშიშარ, კეთილშობილ რაინდს არა...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ღამით, ძილის წინ, ალბათ დაგილანდავს კედელზე მოთამაშე ჩრდილი და შემკრთალხარ. სულ ტყუილად! პატარა, უწყინარ ჩრდილს ვინმეს შეშინება არც უფიქრია – შენთან დამეგობრების იმედით თამაშობს ხოლმე კედელზე… წიგნში დახატულ დიდ, საშიშ არსებას თუ დაუფრთხიხარ? ეგეც სულ ტყუილად! აბა, წარმოიდგინე,...
9,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია. აქ სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის. თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და...
7,90 
მარაგშია
+
000011365
პროზაული კრებული „შაჰაბაზა და სხვა მოთხრობები“ მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. მასში თავმოყრილია მოთხრობები, რომლებშიც მოქმედება ხდება საქართველოს უახლოეს წარსულში – XX საუკუნის 20-30-40-იან წლებში.
11,90 
მარაგშია
+
000010870
თუ ფანჯარასთან დაყრილ ფოთლებს შეამჩნევ, ესე იგი ღამით შენს ოთახში პიტერ პენი იყო – საოცარი ბიჭუნა… ერთხელ ის დარლინგების სახლს ესტუმრა. პატარა ვენდი დარლინგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უცნაური ბიჭი მიფრინდებოდა მის საწოლთან და მასთან ერთად კუნძულს მოინახულებდა…...
9,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან…
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ამ წიგნის მთავარი გმირია პოლიანა, თერთმეტი წლის ობოლი გოგონა, რომელსაც იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო იპოვოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უნდა უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი „საიდუმლო კუნძული“ მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია. შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის და ყველაფერი არც ისე კარგადაა. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მისი არავის სჯეროდა, მასზე აღარავინ ზრუნავდა… სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი, რომელმაც მთელი მისი...
9,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჩიტისკუდა გოგონა დოდორა ფრინველ გუგულასთან ერთად მაღალ ხეზე მოწყობილ ბუდეში ცხოვრობს, ტყის მცენარეებს უვლის და თავის მეგობრებთან: ჩაჩალასთან, დარისთან, ლელისთან და ომბლთან ერთად დროს მხიარულად ატარებს. ერთ დღეს ჩაჩალა მთაში გამგზავრებას და იქ გადამალული ხელშეუხებელი განძის პოვნას გადაწყვეტს....
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჯანი როდარი სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა. ის გამბედავი პატარებისა და ახირებული უფროსების შესახებ გამაოგნებელ ამბებს გვიყვება. ამ ჯადოსნურ მოგზაურობაში საკვირველ პერსონაჟებს შეხვდები. მათ შორის ნახავ ჭკვიან და ერთგულ შინაური ცხოველს, სასაცილო პოლიციელს, წიკვინა...
9,90 
მარაგშია
+
000011072
მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“, რომელიც მისი ცნობილი რომანის, „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელებაა. ჰეკლბერი ფინს ქვრივი დუგლასი შეიფარებს. იქ ყოფნის დროს ჰეკი იძულებულია, თავისი...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ვერც ქალბატონი კრეპოვა და ვერც მისი ძვირფასი ძმისშვილი სტასი ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მათ პაწაწა ბინას თავშესაფრის მაძიებელი ოცდათექვსმეტი მოზრდილი და ექვსი პატარა კატა მიადგებოდა. ალბათ, არც თქვენ გინახავთ ამდენი კრუტუნა არსება ერთად… აბა, კატებით სავსე ავტობუსი წარმოიდგინეთ, ან...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი...
10,90 
მარაგშია
+
000011060
ამ წიგნში გაიცნობ პატარა, ჭკვიან და ძალიან საქმიან გოგონას, მილისენტ მარგარეტ ამენდას, იგივე მილი-მოლი-მენდის, რომელიც სოფელში, ლერწმით დახურულ თეთრ კოპწია სახლში დედ-მამასთან, პაპა-ბებიასთან, ძიასა და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს. კოპწია სახლში ყველას თავისი საქმე აქვს, მათ შორის...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში. „თუ ჰოლმსი არ მოვკალი, მაშინ ის თავად მომიღებს ბოლოს “ – 1893 წელს...
9,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
იტალიელმა მწერალმა, ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ლაურეატმა, ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის სამყარო, რომლის მცხოვრებლები სახელებითაც გამოხატავენ თავიანთ ზნესა და ქცევას. წაიკითხე ხასიათების მრავალფეროვნებით, ლაღი იუმორითა და ზომიერი ირონიით გამორჩეული `ჩიპოლინოს თავგადასავალი~ და...
10,90 
მარაგშია
+
000011076
ამ წიგნში წაიკითხავთ ფრენკ ბაუმის ცნობილ ზღაპარს ყოვლისშემძლე ჯადოქარზე, რომელსაც ოზი ჰქვია და ნებისმიერი სურვილის ასრულება შეუძლია. პატარა გოგონას, დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაისვრის. შინისაკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუო საფრთხობელას, უგულო რკინის კაც...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბავშვთა ფსიქიატრი დევიდ როხასი ახალ პაციენტს გაიცნობს. ეს საქმე მაშინვე იქცევა მისი კარიერის ყველაზე უჩვეულო შემთხვევად. პოლიციის მიერ ნაპოვნი ბიჭი არ ლაპარაკობს, არ ჭამს. ვერ ეგუება სინათლეს. გარშემო მისთვის ყველაფერი უცხო და უჩვეულოა. ფსიქიატრი მიზნად დაისახავს,...
7,90 
მარაგშია
+
მოსწავლის ბიბლიოთეკა,
ბავშვობაში ვის არ უოცნებია მოლაპარაკე თოჯინასთან ერთად ზღვის ფსკერზე მოგზაურობაზე, ზღაპრული სამყაროს ბინადრებთან შეხვედრასა და ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ყველა სურვილის შესრულებაზე; ვის არ გაუტარებია მთელი ზაფხული ხილით დახუნძლულ ხეზე ჯდომასა და თანატოლებთან ერთად თავგადასავლებით სავსე...
14,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
9 წლის მარტა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გალისიაში ცხოვრობს. მის სოფელში ხშირად წვიმს. ერთხელაც გოგონას ძალიან მოაბეზრებს თავს გადაუღებელი წვიმა. მალე დაუჯერებელი ამბავი მოხდება: მარტას სკოლა ადგილს მოსწყდება და მდინარეს გაჰყვება… თავგადასავალიც სწორედ აქ იწყება…. წიგნის...
7,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“. კრებულში შეტანილ 56 იგავ-არაკში შეცვლილია მხოლოდ არქაული სიტყვები და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი...
9,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
შვეიცარიელმა მწერალმა იოჰანა შპირიმ 1879 წელს, 52 წლის ასაკში დაწერა ობოლი გოგონას, ჰაიდის თავგადასავალი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ცნობილი ნაწარმოები გახდა. იგი მრავალ ენაზე ითარგმნა და მალე მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერად იქცა. მოსწავლის ბიბლიოთეკა ,,ჰაიდის” სრული ტექსტის...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ტყის პატარა სახლში მომხდარ საოცარ ამბებს დასასრული არ უჩანს. ერთიც ვნახოთ და, ღამით აქ ვიღაცამ გადმობარგება და დასახლება განიზრახა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან ამ სახლში დიდედა და რვა ბავშვი დახვდათ.   რა მოხდა შემდეგ? როგორ დაიმეგობრეს ტყის სახლის ბინადრებმა უცნაური...
8,90 
მარაგშია
+
000010788
ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად – მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი  ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე...
10,90 
მარაგშია
+
000002073
ეს წიგნი მკითხველს ამერიკელი შავკანიანი მონების ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. ბიძია თომა, კასი, ჯორჯ ჰარისი, ელიზა და სხვა უამრავი ადამიანი მონის მძიმე უღელს ატარებს. მათი ბედი ბატონების ხელშია, რომელთა უმრავლესობისათვის მონა ადამიანი არ არის. მონების უბედურების ერთადერთი მიზეზი მათი კანის...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამბების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, `დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა~ კი ამ სერიის პირველი წიგნია. „…დედა, მამა და მათი...
9,90 
მარაგშია
+
000010619
ანე ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი...
9,90 
მარაგშია
+
10212
მელკერსონების ოჯახი, მამა და ოთხი შვილი, ზაფხულის გასატარებლად სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიემგზავრება. ბავშვები ჩასვლისთანავე დაუმეგობრდებიან სალტკროკელებს და სულ მალე მთელი გულით შეუყვარდებათ მთელი კუნძული. „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე დიდი და, ამავე დროს,...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, მაგრამ ამას ჯერ არ გეტყვით, თვითონვე გაარკვევთ წიგნის ბოლოს. მხოლოდ იცოდეთ, ახლავე არ ჩაიჭყიტოთ ბოლო გვერდზე, გულდასმით წაიკითხეთ მთელი წიგნი, თუ გსურთ, რვა ბავშვთან ერთად მოიაროთ ტყე და მათი თავგადასავლები გაიზიაროთ. ბავშვებმა...
8,90 
მარაგშია
+
100
„ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი~, – ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა...
11,90 
მარაგშია
+
000010992
ამ წიგნში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები პატიოსან, მშრომელ, გულწრფელ ადამიანებზე. ამ ნაწარმოებებში ცხოველები და ფრინველებიც კი სიყვარულითა და სიკეთით სავსენი არიან. წიგნში შეხვდებით ბებერ ბუებს, რომლებმაც თავიანთ ფრთებქვეშ...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
წიგნი „ტოტოშა – გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია“ კეთილ და სახალისო ისტორიას გვიამბობს. ტოტოშას სულაც არ უნდოდა საბავშვო ბაღში სიარული, მაგრამ ვინ მოუსმენდა მის წუწუნს, პანდემია რომ არ დაწყებულიყო?! ასე დარჩა ის უბაღოდ ხან შინ, ძიძასთან, ხან ბებო-პაპასთან და ხანაც ბებია-ბაბუასთან....
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი...
11,90 
მარაგშია
+
000011062
ანა მორცხვი და ზრდილობიანი გოგონაა, დედ-მამას ყოველთვის უჯერებს და უფროსებთან თავაზიანად იქცევა. აი, მისი ანარეკლი – მხიარული, ონავარი და თავნება ანაბელი კი… თუმცა, ვინ თქვა, რომ ანაბელი მხოლოდ ანარეკლია? ამ წიგნში სარკიდან გადმოსული პრინცესა ანაბელისა და ანას მეგობრობის შესახებ...
8,90 
მარაგშია
+
000001069
ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ...
8,90 
მარაგშია
+
000002623
„სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და, ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის...
19,90 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 43 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 7.9
  • 19.9