მიწოდების პირობები



თბილისი

14:00 საათამდე განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ შეკვეთიდან მეორე დღეს. 14:00 საათის შემდეგ განხორციელებულ შეკვეთას მომდევნო ერთი სამუშაო დღის შემდეგ. (პროდუქტის საწყობში არსებობის შემთხვევაში მომდევნო დღეს)
პარასკევს, 14:00 საათამდე განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ ორშაბათს. შაბათ-კვირას განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ სამშაბათს (პროდუქტის საწყობში არსებობის შემთხვევაში ორშაბათს)

გთხოვთ გაითვალისწინეთ, შეკვეთის მიღება ხდება დღის განმავლობაში და კონკრეტული საათების განსაზღვრა შეუძლებელია. 10:00-საათიდან 18:00 საათის ჩათვლით, კურიერი მომხმარებელს მისამართზე მისვლამდე უკავშირდება 30 წუთით ადრე.  

მიწოდების ღირებულება თბილისში: 5,90 ლარი.

გადახდის ტიპები:

ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან;
თანხის გადახდა საბანკო ბარათით საიტიდან
საბანკო ბარათი
თანხის გადმორიცხვა.

გზავნილის ჩაბარება შეუძლია მეორე პირსაც, ამისათვის საჭიროა თქვენი თანხმობა კურიერთან ან ოპერატორთან. 

საიტზე შეკვეთის განხორციელების დროს, დეტალების შესათანხმებლად გიკავშირდებათ ოპერატორი და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდგომ ხორციელდება შეკვეთის დამუშავება. თუ თქვენ არ უპასუხებთ ოპერატორის ან კურიერის ზარს, კომპანია იტოვებს უფლებას კურიერი არ მივიდეს მისამართზე.

თბილისის შემოგარენი: ქვემო ფონიჭალა, ზემო ფონიჭალა, ლილო და აეროპორტის დასახლება - საკურიერო მომსახურება ხორციელდება კვირაში ერთხელ.

წყნეთი, კოჯორი, ოქროყანა, კიკეთი, ლისი საკურიერო მომსახურება ხორციელდება პარტნიორი კომპანიის მეშვეობით და ანგარიშსწორებას კურიერთან ვერ განახორციელებთ.  მიწოდების ღირებულება 7,90 ლარი.




მიწოდების პირობები  შემდეგ ქალაქებში:

ბათუმი - 14:00 საათამდე განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ შეკვეთიდან მეორე დღეს. 14:00 სათის შემდეგ განხორციელებულ შეკვეთას მომდევნო ერთი სამუშაო დღის შემდეგ. (პროდუქტის საწყობში არსებობის შემთხვევაში მომდევნო დღეს)
პარასკევს, 14:00 საათამდე განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ ორშაბათს. შაბათ-კვირას განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ სამშაბათს (პროდუქტის საწყობში არსებობის შემთხვევაში ორშაბათს)

რუსთავი - მიწოდების ღირებულება 5,90 ლარი.
შეკვეთის მიწოდების დღეები განსხვავებულია და დასაზუსტებლად გთხოვთ დაუკავშირდით ოპერატორს.




სხვა ქალაქებსა და რეგიონებში:
საკურიერო მომსახურებას ხორციელდება და შეკვეთის მიღების დღეები დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, სავარაუდო დრო (სამი-ოთხი სამუშაო დღე) გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა, (ხუთი-ექვსი სამუშაო დღე)

საკურიერო მომსახურების ღირებულებაა 9 ლარიდან 12 ლარამდე. (წონის შესაბამისად, ტრანსპორტირების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს 19 ლარამდე)
წიგნის და მიწოდების ღირებულება უნდა გადმორიცხოთ ჩვენ საბანკო ანგარიშზე.
გთხოვთ გაითვალისწინებთ წიგნის ღირებულებას ვერ გადაიხდით კურიერთან.

თანხის გადმორიცხვამდე აუცილებლად დაუკავშირდით ჩვენს ოპერატორს და დააზუსტეთ მიღების და მომსახურების პირობები.