ჯანი როდარი - ტორტი ზეცაში

ჯანი როდარი სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა. ის გამბედავი პატარებისა და ახირებული უფროსების შესახებ გამაოგნებელ ამბებს გვიყვება.

ამ ჯადოსნურ მოგზაურობაში საკვირველ პერსონაჟებს შეხვდები. მათ შორის ნახავ ჭკვიან და ერთგულ შინაური ცხოველს, სასაცილო პოლიციელს, წიკვინა დამლაგებელს, მშიშარა პროფესორსა და ბევრ სხვას.

წარმოიდგინე, რომ იტალიაში, რომის გარეუბანში ცხოვრობ. ერთ მშვენიერ დილას ცაში, უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩნდება. ესე იგი, წინ აუცილებლად ისეთი თავგადასავალი გელის, რომელსაც შენი თანატოლები სულმოუთქმელად წაიკითხავენ.

კი, მაგრამ მაინც რა ხდება? მარსელების თავდასხმაა? იქნებ ჩვენგან განსხვავებული არსებები მფრინავი თეფშით შორეული გალაქტიკებიდან მოფრინდნენ?

ამ წიგნიდან შეიტყობ, როგორ შეიძლება, საძულველი იარაღი უცბად იქცეს უკარგეს რამედ იქცეს. – თანაც, ისეთ შესანიშნავ, ბუმბერაზ რაღაცად, რომლისკენაც მთელი ქალაქის პატარები სიხარულით გაიქცევიან.

მერედა, ცაში დაკიდებული ხომალდის თავსატეხს ვინღა ამოხსნის? კი, სწორად მიხვდი, ბავშვები.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
საბავშვო
მკითხველის ასაკი:
7 წლიდან
ავტორი:
ჯანი როდარი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ირმა მალაციძე
გვერდების რაოდენობა:
124
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
მოსწავლის ბიბლიოთეკა
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941372001
მოითხოვე კოდი
9,90 
მარაგშია
ქულები: 10 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება