იუსტაინ გორდერი - სოფის სამყარო

„სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და, ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“

ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.


ნორვეგიელი მწერალი იუსტაინ გორდერი – საბავშვო წიგნების, რომანებისა და მოთხრობების ავტორი – 1952 წელს დაიბადა ოსლოში. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „სოფის სამყარო“, რომელიც მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ბესტსელერად იქცა. ეს არის წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე სამოცამდე ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გამოიცა ბევრ ქვეყანაში. 1994 წელს ამ წიგნისთვის მწერალმა გერმანიის ლიტერატურული პრემია მიიღო.


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
სათავგადასავლო
მკითხველის ასაკი:
13 +
ავტორი:
იუსტაინ გორდერი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
გვერდების რაოდენობა:
577
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
მოსწავლის ბიბლიოთეკა
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941236525
000002623
19,90 
მარაგშია
ქულები: 20 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება