სერიები

მოგეხსენებათ, როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს კითხვა. დაძაბული გრაფიკი, ცხოვრების ჩქარი რიტმი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი, ინფორმაციის მიღების მრავალი სხვა საშუალება... არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს. გამომცემლობა `არტანუჯის ახალი სერია – თან საკითხავი ერთგვარი გამოსავალია ამ საყოველთაო უდროობის დროს.
დიახ, თან-საკითხავი. საკითხავი `სხვათა შორის“, საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი
ამოსუნთქვით. საკითხავი კეთების პარალელურად. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი
დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას.  საკითხავი ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში,
მატარებელში... საკითხავი ჰამაკში, პლაჟზე, ჯდომისას თუ წოლისას, საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. საკითხავი მათთვის, ვისაც მოსწონს წიგნებისთვის `თვალის გადავლება“, ვისაც უყვარს კითხვა აქა-იქ თვალის ჩაკვრით და ვისაც არ იზიდავს ვრცელი და გაბმული ტექსტები.
თითოეულ გამოცემაში ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების შესახებ შეკრებილი, გასაგები
და უშუალო ენით დაწერილი, მცირე მოცულობის ძალზე საინტერესო `ამბები~ მოიყრის თავს. ეს
ნაწილები არ იქნება ერთმანეთზე გადაბმული და დამოკიდებული. ასე, ნაკვეს-ნაკვეს კითხვა ხომ წიგნის ნებისმიერი ნაწილიდან შეგვიძლია დავიწყოთ და ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ და შემდეგ ნელ-ნელა ჩავამთავროთ. ან არც ჩავამთავროთ... 

000010938
შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი  დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მთარგმნელი: ელისაბედ ყვავილაშვილი „ფიქციები“  ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“.   კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და...
12,90 
მარაგშია
+
000001195
1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. მან უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი” (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია,...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ამ წიგნის მთავარი გმირია პოლიანა, თერთმეტი წლის ობოლი გოგონა, რომელსაც იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო იპოვოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უნდა უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი „საიდუმლო კუნძული“ მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია. შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი...
12,90 
მარაგშია
+
000010942
ერთ საღამოს რობერტას, პიტერისა და ფილისის მამა ორ უცხოს მიჰყავს სადღაც, ბავშვებს კი დედასთან ერთად ლონდონიდან სოფელში, რკინიგზასთან ახლოს მდებარე სამსაკვამურიან სახლში უწევთ გადასვლა. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება, თუმცა იწყება თავგადასავლებით სავსე დღეები. მალე კეთილი ბავშვები მეგობრებს...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მე ლეონ ლეონ ჯონ კროთერსი მქვია. ვარ 4,779 დღის (მათთვის, ვინც მათემატიკაში მოიკოჭლებს – 13 წლისა და 1 თვის). ექვს სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდი. ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ მძიმე ხასიათი მაქვს…
12,90 
მარაგშია
+
000006979
ეს სახლი ქვით ააშენეს, პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით. ეს იყო სახლი მათთვის, ვინც ვერ ზრუნავდა საკუთარ თავზე, ვისაც ხმები ესმოდა, უცნაური აზრები ჰქონდა და უცნაურ რამეებს სჩადიოდა. სახლს ასეთები უნდა შეეფარებინა. ერთხელ აქ მოსულები, აღარასაოდეს მიდიოდნენ.
12,95 
მარაგშია
+
000007021
ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. ეს არის მამაკაცისა და ქალის დიდი ამბავი, უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც,...
12,95 
მარაგშია
+
000010071
ეს ამბავი მრავალი წლის წინ  სიცილიაში დაიწყო. არავინ იცოდა, რატომ იშვილა რაიმონდე აპრილემ, უკანასკნელმა დიდმა ამერიკელმა დონმა, ასტორე ვაიოლა; ვერავინ ხვდებოდა, რატომ წვრთნიდა და რისთვის ამზადებდა მას. მაშინ, როცა დონის  შვილები ამერიკაში წარმატებულ კარიერაზე ფიქრობდნენ, ასტორე...
12,95 
მარაგშია
+
000006574
ეს დაუვიწყარი ამბავი რიჩარდ ლომგულის ეპოქაში მოხდა, როცა ღირსეული რაინდები მათი გულთამპყრობელი ქალბატონების გამო საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ და სიყვარულისთვის წირავდნენ თავს. აი გამოჩნდა კეთილშობილი რაინდი აივენჰო! ახლა მთელი სამეფოს ბედი მის ხელშია - მეფე ლომგული ტყვეობიდან თუ ვერ დაიხსნა,...
12,95 
მარაგშია
+
000002315
არასასურველი რეალობისგან გაქცევის პირველი მცდელობა და პირველი „შეხვედრა“ უცნაურ ყუთთან - ჭადრაკის გაბზარულ დაფასთან... პირველი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა... მოსაწყენი, დუნე, სრულიად უინტერესო სასკოლო ცხოვრება  - პატარა ლუჟინი საერთოდ არ ჰგავს თანაკლასელებს, პატარა ლუჟინს თანატოლები აბუჩად...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჰაკლბერი ფინი თავისუფლების მოყვარული ბიჭია, რომელიც გარბის სტუმართმოყვარე ქვრივის ოჯახიდან... გარბის იქ, სადაც არის თავისუფლება, გარბის იქ, სადაც არის ბევრი თავგადასავალი, იქ შეიძლება ხიფათი მოელოდეს, მაგრამ მას არ შეუძლია იცხოვროს მშვიდი, უდრტვინ...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
 ბიძია ტომი შავკანიანი მონაა, როგორც უწოდებენ "ნიგერი",ანუ ზანგი - მონათმფლობელურ საზოგადოებაში სრულიად უუფლებო,პირუტყვთან გათანაბრებული არსება. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაინახონ მოსი ფაქიზი სული და მხურვალე მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე გული, რომელიც სასტიკად აღიაზიანებს...
12,95 
მარაგშია
+
000008781
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი შტეფან ცვაიგი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქმნიდა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც დიდი ხანია კლასიკად იქცა. შტეფან ცვაიგის მკითხველებისთვის ეს კრებული ნამდვილი აღმოჩენა იქნება, რადგან მასში, კარგად ნაცნობ და საყვარელ...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. ამბის მთხრობელი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგე მილოშ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. მის ნაამბობში ერთმანეთზეა...
12,95 
მარაგშია
+
000011425
თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელ ლუ სსუინს (1881-1936) ჩინელები დღემდე „ერის სულს“ უწოდებენ. მწერლის მოკლე რომანის, „ა ქიუს ნამდვილი ამბის“ მთავარი გმირი XX საუკუნის ჩინელთა ტრაგიკული ჩამორჩენილობისა და სულიერი დაცემის სიმბოლოდ იქცა.
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
თომას მანი თავის ორ მოთხრობაში - „სიკვდილი ვენეციაში“ და ტონიო კრიოგერი“ - შეუდარებელი ოსტატობით განიხილავს მშვენიერების, ჭეშმარიტი ხელოვნებისა და სიკვდილ-სიცოცხლის თემებს. ბიურგერულ საზოგადოებას არ შეუძლია ხელოვანის გაგება, ამდენად, ტონიო კრიოგერი მარტოსულია, მაგრამ ტრაგედიაა ისიც, რომ თავადაც...
12,95 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
000008740
 ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს,ეს ოცნება რეალობად აქციოს.მოტივაციაც დიდი აქვს - უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი.გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება.დიდი მცდელობის...
12,99 
მარაგშია
+
000001301
ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ; ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან – დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.
13,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
“American Fairy-Tales” tells us a story about a distant country, where the author Dato Turashvili spent hundred days on an international literary program. Despite the fact that the book is based on a documentary facts, it is difficult to tell where reality ends and fiction begins. Therefore,...
13,90 
მარაგშია
+
000010563
კატია პეტროვსკაიას ისტორიების თითოეული თავიდან მოზრდილი რომანი დაიწერებოდა. მწერალი წინაპრების კვალზე მოგზაურობს გერმანიიდან პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში და გვიყვება დავიწყებული თუ ოჯახის ისტორიიდან ამოშლილი, საოჯახო მეხსიერებაში ჩაკარგული ადამიანების ისტორიებს. ეს ტექსტი,...
13,90 
მარაგშია
+
000010727
შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს? ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს წიგნში „სხვისი სახე“. ამ რომანში მწერალს მკითხველი...
13,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ნაჯიბ მაჰფუზი (1911-2006) დიდი ეგვიპტელი მწერალი, კლასიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ოცზე მეტი რომანისა და უამრავი მოთხრობის ავტორია. მისი რომანი – „ჩვენი უბნის შვილები“ – „გარდიანის“ ბრიტანული ვერსიის მიერ მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნის სიაშია. რომანი „გზა” ერთ-ერთი...
13,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
82 წლის მუსიკათმცოდნე რეგერი ოცდაათ წელიწადზე მეტია დღეგამოშვებით დადის ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში. ის საათობით სწავლობს ძველი ოსტატების შედევრებად მიჩნეულ ნამუშევრებს, რომ მათში შეცდომა აღმოაჩინოს. არცერთი მათგანი და საერთოდ, ხელოვნების არცერთი უდიდესი წარმომადგენელი არ არის...
13,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.
13,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ბიოგრაფიულ რომანში, „ბანაკი“, გიუნელ მოვლუდი ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ დევნილებისთვის გაშლილ ე. წ. კარვების ქალაქში თავის ხუთწლიან ცხოვრებას აღწერს. რომანში ასახულია საკუთარი მიწიდან, სახლიდან, შეჩვეული ყოფიდან გამოგდებული, ყველანაირი საკუთრების დამკარგავი ადამიანების ბედი, ამგვარ რთულ...
13,90 
მარაგშია
+
000006576
როგორი არსება დაიბადება, თუკი უნიკალური ქირურგიული ოპერაციით ძაღლს ადამიანად გარდაქმნიან? გამოჩენილმა რუსმა მწერალმა, უკვდავი ,,ოსტატი და მარგარიტას" ავტორმა, მიხაილ ბულგაკოვმა ამ შეკითხვას ვრცელ მოთხრობაში ,,ძაღლის გული" უპასუხა. მის გმირს, პროფესორ პრეობრაჯენსკის, ზედმიწევნით მეცნიერული და...
13,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
საოცარი ისტორიები,რომლებიც,ავტორის ხალასი იუმორისა და დიდოსტატური თხრობის გამო,ერთი ამოსუნთქვით იკითხება;მოთხრობები ხელმოცარულ მხატვარზე,მეფუნთუშე მის მართაზე,ნიუ-იორკელი სარას მიერ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ რესტორნის მენიუზე,იმაზე,თუ როგორ წყვეტს ქალაქის გეომეტრიული,სწორხაზოვანი დაგეგმარება...
13,95 
მარაგშია
+
000010443
1950 წელია. მაიკლ კორლეონეს გადასახლების პერიოდი სიცილიაში დასასრულს უახლოვდება. ნათლიამ მაიკლს უბრძანა, ახალგაზრდა ბანდიტი სალვატორე ჯულიანო ამერიკაში დაებრუნებინა, მაგრამ ჯულიანო ძალადობის სისხლიან ქსელშია გახვეული. აქ, სიცილიაში, ჯულიანო თანამედროვე რობინ ჰუდია, რომელიც კორუფციას...
13,95 
მარაგშია
+
000008416
 წიგნში შესულია რუსული ლიტერატურის ,,ოქროს ხანის" სამი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სამი ბუმბერაზის - ლევ ტოლსტოის, ფიოდორ დოსტოევსკისა და ანტონ ჩეხოვის თითო-თითო მოთხრობა: ,,კრეიცერის სონატა", ,,ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან'' და ,,სამი წელიწადი".
13,95 
მარაგშია
+
000008884
1942 წელს პორტუგალიის დედაქალაქში ლისაბონში ახალგაზრდა კაცი ცდილობს იშოვოს ბილეთი, თავისთვის და თავისი ცოლისთვის -რუთისთვის, გემზე, რომელიც მეორე დღეს მიემგზავრება ამერიკაში. ისინი გერმანელი ემიგრანტები არიან, რომლებიც ნაცისტებისგან გარბიან. როდესაც მთავარი გმირი ფიქრებში გართული იყო მას...
13,95 
მარაგშია
+
000010406
რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედება მე-20 ს.-ის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა და უჩვეულო მოვლენად არის შეფასებული.მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა წვდომა,ლაკონური ენა,ნატიფი გემოვნება და მსუბუქი,დახვეწილი იუმორია.მწერალი ცდილობს შეიცნოს ადამიანის...
13,95 
მარაგშია
+
000010388
" ტულა ახალგაზრდა ქალია, რომელიც, დის გარდაცვალების შემდეგ, ობლად დარჩენილი ორი დისშვილის მოვლა-პატრონობას კისრულობს. ქალი ჭკუას კარგავს დისშვილებზე, თუმცა, მისი წარმოდგენით, „დედა-დეიდის“ როლი არანაირ სხვა ვალდებულებას არ ითვალისწინებს და ამიტომაც, ბუნებრივია, მისთვის მიუღებელია სიძის,...
13,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ, ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა...
13,95 
მარაგშია
+
000008396
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და `მშვენიერი ადამიანის იდეაა ასახული....
14,90 
მარაგშია
+
000008407
პატარაობაშივე დაობლებული ჯეინი შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების...
14,90 
მარაგშია
+
Lasha Bugadze’s play is a tragicomedy about loneliness and alienation. The narrative of the radio play is highly dynamic while the drama takes a somewhat absurd turn, which has a deep impact on listeners and readers. In 2011 the play won the Best Radio Play award in the First Language...
14,90 
მარაგშია
+
000010484
გრინგეიბლი მწვანე სახურავიანი სახლია კანადაში, პრინს ედუარდის კუნძულზე, პატარა ქალაქ ევონლიში. ამ სახლში და-ძმა კათბერტები ცხოვრებენ, რომლებიც გადაწყვეტენ, სამეურნეო საქმეებში დასახმარებლად ბავშვთა სახლიდან ბიჭი წამოიყვანონ. თუმცა, მათ შეცდომით გოგონას ჩამოუყვანენ. გოგონა წითურთმიანი,...
14,90 
მარაგშია
+
10577
1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსუ­ლობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა,...
14,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას“, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება“ – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული...
14,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე. ჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ...
14,90 
მარაგშია
+
000008912
რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყა­ლიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ...
14,90 
მარაგშია
+
000010869
მცხუნვარე მზის გულზე გადაჭიმული იმპერიის სასაზღვრო გარნიზონში ჩაგუბებული სიმშვიდე ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ირღვევა. ადამიანი თვალებზე აფარებული შავი შუშის დისკოებით, აპოკალიფსის რომელიღაც მხედარივით ჩამოიქროლებს და თან მივიწყებული მტრის ხატსა და ახალ წესრიგს მოიტანს. იმპერიის...
14,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მოთხრობების ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და კლასიკოსის, XX საუკუნის სრულიად გამორჩეული მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში. მწერლის შთაგონების წყარო, რამაც განაპირობა ამ კრებულის შექმნა, გახდა ბორხესის დიდი...
14,90 
მარაგშია
+
000010484
გრინგეიბლი მწვანე სახურავიანი სახლია კანადაში, პრინს ედუარდის კუნძულზე, პატარა ქალაქ ევონლიში. ამ სახლში და-ძმა კათბერტები ცხოვრებენ, რომლებიც გადაწყვეტენ, სამეურნეო საქმეებში დასახმარებლად ბავშვთა სახლიდან ბიჭი წამოიყვანონ. თუმცა, მათ შეცდომით გოგონას ჩამოუყვანენ. გოგონა წითურთმიანი,...
14,90 
მარაგშია
+
მოსწავლის ბიბლიოთეკა,
ბავშვობაში ვის არ უოცნებია მოლაპარაკე თოჯინასთან ერთად ზღვის ფსკერზე მოგზაურობაზე, ზღაპრული სამყაროს ბინადრებთან შეხვედრასა და ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ყველა სურვილის შესრულებაზე; ვის არ გაუტარებია მთელი ზაფხული ხილით დახუნძლულ ხეზე ჯდომასა და თანატოლებთან ერთად თავგადასავლებით სავსე...
14,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან დათუჩას ცხვირია, ხან თაგვის და ხანაც ლომის.
14,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან თახვის ცხვირია და ხანაც პატარა ბაყაყის.
14,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან მანქანის მუცელია, ხან ვერტმფრენის და ხანაც წყალქვეშა ნავის.
14,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ობობას ბუდეების ბილიკი“ 23 წლის იტალო კალვინოს მონათხრობია იტალიის „წინააღმდეგობის მოძრაობაზე“, ომზე, სევდიან, ბრაზიან, სახლს დანატრებულ პარტიზანებზე; ეს იძულებით ნაადრევად გაზრდილი, სევდიანი პატარა ბიჭის ამბავია, ბავშვის, რომელიც ყველას მეგობარია და, ამავე დროს, ყველაზე მარტოა, რომელმაც იცის,...
14,90 
მარაგშია
+
000010532
”რწყილების სასახლე” ელიფ შაფაქის მორიგი ბესტსელერია, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ ”გამომცემლობა პალიტრა L". ესაა წიგნი ათი განსხვავებული ადამიანის შესახებ. ისინი რუსეთიდან ემიგრირებული არისტოკრატის მიერ საკუთარი ცოლისთვის აგებულ სასახლეში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ავტორი...
14,95 
არ არის მარაგში
მოითხოვე კოდი
ელიფ შაფაქის რომანში "სტამბოლელი ნაბიჭვარი" მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. ჩახმახჩიანების ოჯახი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, 1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლია. იმ სისხლიანმა დროებამ ისინი დევნილად აქცია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ჯერაც არ მოშუშებიათ ჭრილობები, მაგრამ ჰგონიათ, სამუდამოდ დააღწიეს თავი თურქეთს, სტამბოლს, ჰგონიათ...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„შაგრენის ტყავის" იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც - დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ დე ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის, მთელ...
14,95 
მარაგშია
+
000010367
მიყრუებულ სოფელში გაზრდილ 17 წლის გოგონა ლუს ოცნებად ჰქონდა გადაქცეული დიდებული სახლის, „ქარდიუ-ჰაუსის“, ნახვა. წლების განმავლობაში ეს სახლი მისი მდიდარი მფლობელებისგან მივიწყებული იყო. და აი, ზაფხული დადგა და გოგონას ზღაპრულ პრინცად მოევლინა ახალგაზრდა რობერდ ქარდიუ, ერთგულ მეგობრად კი მისი და,...
14,95 
მარაგშია
+
000008087
ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი „ნათლია“ გადაიღეს, ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის. მისი პირველი წიგნი „არენა ამერიკა“ 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ნათლია“,...
14,95 
მარაგშია
+
000008088
რომანის სიუჟეტი ეყრდნობა “სასიყვარულო სამკუთხედს’’ - პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ...
14,95 
მარაგშია
+
000008085
უმწეო გოგონების თავშესაფარში გაზრდილი ობოლი ჯეინ ეირი მუშაობას ტორნფილდში იწყებს - ედვარდ როჩესტერის მამულში. ბატონი ხშირად როჩესტერის ხშირი მოგზაურობის გამო ჯეინი მის არისტოკრატ მოზარდზე ზრუნავს. ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება მოგზაურობიდან ბრუნდება და მათი რომანტიული ისტორია სწორედ აქ იწყება.
14,95 
მარაგშია
+
000008097
რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი...
14,95 
არ არის მარაგში
000008086
ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის...
14,95 
მარაგშია
+
000008582
მეორე მსოფლიო ომიდან ახლახან  დაბრუნებული ნოა კოლჰუნი  სამხრეთში საკუთარ პლანტაციას უვლის. მას გრძელი დღეები წლების წინანდელი თავგადასავლის გახსენებაში გაჰყავს _ იმის მიუხედავად, რომ ამ ამბიდან 14 წელი გავიდა, ნოას არ ტოვებს საყვარელი ქალის სახე....
14,95 
არ არის მარაგში
"ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა...
14,95 
მარაგშია
+
000008298
ანა ნიუ-იორკში, მშვენიერ სახლში, განდეგილივით ცხოვრობს. მთელი დღე ღვინოს წრუპავს, ძველ ფილმებს უყურებს და ფანჯრიდან მეზობლებს უთვალთვალებს. ისი ერთფეროვანი ყოველდღიურობა მძაფრსიუჟეტიან თრილერად გადაიქცევა, როცა მოპირდაპირე სახლში რასელები - მამა, დედა და მათი თინეიჯერი ვაჟი გადმოვლენ. იდეალური...
14,95 
მარაგშია
+
000008583
თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარქსის რომანი „გზა საკურთხევლისკენ“ 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. "გზა საკურთხევლისკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. ლენდონი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში...
14,95 
მარაგშია
+
000008496
კონსტანტინე გამსახურდიას ისტორული რომანი ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ სრულყოფილად წარმოგვიდგენს ქართული რენესანსის ეპოქას, წინააღმდეგობებით, კონფლიქტებით და ,,მრუმე ღამეებით“ აღსავსე მკაცრ საუკუნეს.
14,95 
არ არის მარაგში
000008497
შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემის გამორჩეული საკოლექციო გამოცემა პალიტრა L- ის საკოლექციო გამოცემების სერიის ფარგლებში გამოიცა. ტექსტი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი...
14,95 
მარაგშია
+
000008498
ლამის მითურ გმირებად ქცეული დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი, XIX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული, დღესაც აცვიფრებენ მკითხველს. ინგლისელ მწერალს ართურ კონან დოილს ექიმ უოტსონის პროტოტიპადაც მიიჩნევდნენ და ნამდვილ შერლოკ ჰოლმსადაც. მწერალსა და მის უჩვეულო გმირებს იშვიათი ინტელექტი,...
14,95 
მარაგშია
+
000009646
ის კარს მიღმა, ის... რაღაც წარმოუდგენლად საზარელი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინახო, თუ სიცოცხლე გინდა! ბევრი აიღუპა. ვინც გადარჩა, სახლებში ჩაიკეტა, ფანჯრები დაგმანა და პატიმარივით ატარებს დარჩენილ დღეებს, მაგრამ რას იზამს ქალი, რომელსაც სჯერა, რომ თუ გადარჩენა უნდამ აუცილებლად...
14,95 
მარაგშია
+
000009377
ქართველი პოეტი. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვ
14,95 
მარაგშია
+
000009376
ასრულდა ილიონის ომი. "ტროას წმინდა ციხესიმაგრე დაეცა", ბერძნები უკან ბრუნდებიან. არანაკლებ ტრაგიკულია მათი უკუქცევა: ბევრი მათგანი ზღვაში დაიღუპა, ერთი კი, ყველაზე ძლევამოსილი, ერის მწყემსი აგამემნონი საკუთარ სახლში ბაგაზე მიბმული ხარივით დაკლეს. ბევრმა მშვიდობით ჩააღწია სამშობლოს და...
14,95 
არ არის მარაგში
000010045
 კრებულში შეტანილია: „საშობაო სიმღერა“, „ზარები“, „ოქროს მერის“ აღსასრული“, „კაპიტნის თანაშემწის, ჯონ სტედიმანის ნაამბობი“, „დოქტორი მერიგოლდი“, „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“.
14,95 
არ არის მარაგში
00000010270
ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება...
14,95 
მარაგშია
+
0000010272
ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი...
14,95 
მარაგშია
+
00000010271
ერთი მხრივ,დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და,მეორე მხრივ,რომანტიკული ჟულიენ სორელი თვდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ.უნიჭიერესი,საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული,ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს,თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში.ჭაობს კი...
14,95 
მარაგშია
+
000010273
ვაჟა-ფშაველას პოემები იმთავითვე შევიდა ქართული პოეზიის საგანძურში. "იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც რასაც თავადა გრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს... ვინ არის ნიჭიერი მწერალი? ვისი სიცილიც ნამდვილი, ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი, ნამდვილი...
14,95 
მარაგშია
+
000010379
ბედნიერებისკენ ყოველი ჩვენგანი ისწრაფვის, მაგრამ იყო ბედნიერი - იოლი როდია. ხშირად ბედნიერების განცდაში წვრილმანი და უმნიშვნელო ფაქტორები გვიშლიან ხელს
14,95 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
მოითხოვე კოდი
მდინარე ევფრატის პირას მდებარე, მიყრუებული სოფლიდან დედოფლის ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი _ ვერა. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თაგვადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის...
14,95 
მარაგშია
+
000010397
"ოსტატი და მარგარიტა" მსოფ.ლიტერატურის ისტორიაშია ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვნის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს,...
14,95 
მარაგშია
+
000010398
ცნობილია, რომ ვიდრე ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს’’ დაწერდა, ჰიუგომ კარგად შეისწავლა ფრანგული გოთიკის ბრწყინვალე ნიმუში და ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ძეგლი. რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე...
14,95 
მარაგშია
+
000010396
 "ეს უბრალოდ სასიყვარულო რომანი კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ღრმა ნაწარმოებია. მისი დედააზრი, რომ ადამიანური ბუნების გამოვლენის საფუძველი ის ძალებია, რომლებიც მას დიდებულებას სძენს, აყენებს ამ რომანს განსაკუთრებულ, თვალსაჩინო ადგილზე მსგავს რომანთა შორის." - ვირჯინია ვულფი. ინგლისური...
14,95 
მარაგშია
+
000007131
„ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იესოს ურთიერთობაზე - სიკეთისა და ბოროტების მარადიულ...
14,95 
მარაგშია
+
000010471
„წარმოიდგინეთ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც 24 საათით ადრე გვატყობინებენ, რომ მალე მოვკვდებით. წიგნის მთავარი პერსონაჟი სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, არადა გრძნობს, რომ ჯერ არც კი უცხოვრია. ადამ სილვერა თამამად მოგვითხრობს სინანულზე, სიკვდილის შიშზე, დაუფასებელ ურთიერთობებსა და დროის...
14,95 
არ არის მარაგში
000010495
სპენსერ ჯონსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოაზროვნე და პოპულარული ავტორია. მის ათ მსოფლიო ბესტსელერს შორისაა „რა იქნა ჩემი ყველი?" - ყველაზე პოპულარული წიგნი ცვლილებებზე. რა იქნა ჩემი ყველი?" არის მარტივი იგავი, რომელიც თვალს აგვიხელს ღრმა ჭეშმარიტებაზე. ეს არის...
14,95 
მარაგშია
+
000010587
როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგვიძლია ვისწავლოთ სიყვარული? გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტსელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით. წყვილები,...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჯონ შოლის ბესტსელერი - "გადაწყვეტილების მიღების უფლება:ცხოვრების წესი" - ერთ მარტივ,მაგრამ ძლიერ პრინციპზე დგას: უფლებამოსილი თანამშრომლები კლიენტებს ჩინებულ მომსახურებას უწევენ და უკმაყოფილო მომხმარებელს აქცევენ ბედნიერ მომხმარებლად, რომელიც კვლავ და კვლავ დაბრუნდება. გადაწყვეტილების მიღების...
14,95 
მარაგშია
+
000010759
მატერიალური სიმდიდრე ფულით იზომება. ფული უამრავი სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა. ფული იმას აქვს, ვინც მისი დაგროვების წესი იცის. ფული დღესაც იმავე კანონებს ექვემდებარება, რომლებიც ექვსი ათასი წლის წინ ბაბილონში მოქმედებდა. რისი თქმა შეუძლია 1920-იან წლებში დაწერილ წიგნს თანამედროვე...
14,95 
მარაგშია
+
000011003
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იტალიელი ქალი ავტორი „დიოგენეში“ პირველად გამოიცემა. ნატალია გინძბურგი (1916 - 1991) პალერმოში დაიბადა. ბავშვობა და სიყმაწვილე ტურინში გაატარა. გინძბურგმა წერა ადრე დაიწყო, ახალგაზრდობიდან ლიტერატორებისა და გამომცემლების წრეში ტრიალებდა. მეორე მსოფლიო...
14,95 
მარაგშია
+
000011114
იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მეორე ოთახი“ მაგდა კალანდაძის პირველი რომანია, რომლის მთავარი გმირიც წარსულის მოთვინიერებულ აჩრდილებთან ერთად მარტო ცხოვრობს დიდ ბინაში. მთარგმნელისა და რედაქტორის, ელენე მახარაძის ზანტ, ერთფეროვან მყუდროებას ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ემუქრება, თუმცა მალე მის ყოველდღიურობაში ახალი ადამიანი...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
"გაფრთხილება: ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც _ ბამ! _ უცებ გრძნობ მათ უხილავ...
14,95 
მარაგშია
+
11081
„შაგრენის ტყავის" იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც - დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ დე ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის, მთელ კაცობრიობაზე...
14,95 
მარაგშია
+
ორისი ტეხასში სახელგანთქმული ცხენოსანი და მეჯინიბე, ველური ფაშატების საუკეთესო გამხედნავია, ლუიზა - მდიდარი პლანტატორის, ვუდლი პოინდექსტერის მშვენიერი ქალიშვილი, კასიუსი კი ღვარძლიანი და მშიშარა სამხედროა, ყოფილი კავალერისტი კაპიტანი.ველაფერი იმ საღამოს იწყება, როცა პოინდექსტერები დიდ წვეულებას...
14,95 
მარაგშია
+
ჩრდილოეთი ირლანდია. 2016 წელი. ბიჭი კათოლიკეა, ირლანდიელი და რესპუბლიკელი. როცა მამამისი,ყოფილი პოლიტპატიმარი, ოჯახიდან წავიდა, დედა კი გარდაიცვალა, ერთადერთი ოცნებაღა დარჩა _ როგორმე ჩააბაროს გამოცდები და წავიდეს დერიდან, სულერთია, სად... გოგონა პროტესტანტი და ინგლისელია, მამა და ძმა _...
14,95 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 96 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 0
  • 60
წიგნის ენა