მიგელ დე უნამუნო - დეიდა ტულა


" ტულა ახალგაზრდა ქალია, რომელიც, დის გარდაცვალების შემდეგ, ობლად დარჩენილი ორი დისშვილის მოვლა-პატრონობას კისრულობს. ქალი ჭკუას კარგავს დისშვილებზე, თუმცა, მისი წარმოდგენით, „დედა-დეიდის“ როლი არანაირ სხვა ვალდებულებას არ ითვალისწინებს და ამიტომაც, ბუნებრივია, მისთვის მიუღებელია სიძის, რამიროს, მომეტებული ყურადღება. ამავე დროს, თავისი მოძღვარიც კი ურჩევს, რამიროს ცოლად გაჰყვეს... გამოჩენილი ესპანელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს, ეს მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული რომანი რთული ოჯახური ცხოვრების კიდევ მრავალ კოლიზიასა და დიდ ლიტერატურასთან შეხვედრის სიხარულს გვპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია და მცირე პროზის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს ამ კრებულში შესული მოთხრობები: „ამბავი ერთი სიყვარულისა“ და „სამი სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი“, რომლებიც დიდ სიამოვნებას მოჰგვრის მკითხველს. "

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
მიგელ დე უნამუნო
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ესპანური
მთარგმნელი:
მერი ტიტვინიძე
გვერდების რაოდენობა:
352
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
იკითხე კლასიკა
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941352416
000010388
13,95 
მარაგშია
ქულები: 14 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება