პალიტრა L

"გამომცემლობა პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის და მხარი დაეჭირა თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.

„გამომცემლობა პალიტრა L“ ქართულ საგამომცემლო სივრცეში ინოვაციების მთავარი დამნერგავია. ამ სივრცეში პირველებმა ჩვენ შევქმენით ორიგინალური სამგანზომილებიანი წიგნები და ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განსაკუთრებული მიმზიდველობა მივანიჭეთ საყმაწვილო-შემეცნებით გამოცემებს. გამომცემლობა უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება კლასიკური თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ჩვენი გამოცემების დიდ ნაწილს სწორედ ქართველი ავტორების შემოქმედება შეადგენს.

თანამედროვე ლიტერატურული პროცესის გააქტიურებას ემსახურება ჩვენი გამომცემლობის მიერ დაწესებული ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომელმაც უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი აღმოაჩინა. „გამომცემლობა პალიტრა L“ გამოსცემს ყველაზე მრავალფეროვან ლიტერატურას და მას აჯგუფებს თემატურ თუ ჟანრობრივ სერიებად, რითაც მკითხველს სასურველი არჩევანის გაკეთებას უადვილებს. ამასთან, ზრუნავს, რომ მან ხელმისაწვდომ ადგილას და პირობებში მიიღოს თავისივე გემოვნებით შერჩეული ხარისხიანი ბეჭდური, ელექტრონული და აუდიოწიგნები, რითაც ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებასა და წიგნიერების ამაღლებას.


მოითხოვე კოდი
ნაკრებში შესულია: მთვარის მოტაცება დავით აღმაშენებელი - წიგნი I-II დავით აღმაშენებელი - წიგნი III-IV დიონისოს ღიმილი ვაზის ყვავილობა დიდოსტატის მარჯვენა  მოთხრობები; ნოველები "მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მომიხდა რამდენიმე...
210,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
წიგნების სერია "უფალო, შემიწყალე", რომელშიც გაეცნობით ეკლესიის დიდი მამების გამოცდილებას იესოს ლოცვასთან დაკავშირებით. ეს არისწიგნები, რომლებშიც გონიერ, უწყვეტ ლოცვაზე ბევრ საგულისხმო წერილს წაიკითხავთ.   სერიის პირველ წიგნში შესულია :წმინდა გრიგოლ პალამა; ღირსი გრიგოლ სინელი;...
150,00 
მარაგშია
+
000004789
ტფილისი-თბილისი გასული საუკუნეებისა და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშების ჰარმონიული შერწყმა. წიგნი განხილულია როგორც ტფილისიდან თბილისი ანუ ადგილი სადაც ერთდროულად დაცლილიცაა და სავსეც, ისტორიით, მნიშვნელობით , სილამაზით და წარსულის აჩრდილით. წიგნში თავმოყრილია ქალაქის მრავალი წახნაგი...
130,00 
მარაგშია
+
000004936
“მერკის სამედიცინო სახელმძღვანელოები” მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ლიტერატურას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მასზე საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი...
130,00 
მარაგშია
+
000002933
ამოიცანით, შეარჩიეთ, შეინახეთ, დააგემოვნეთ მსოფლიოს ღვინოები როდესაც ღვინო გატაცება ხდება, ის სამოგზაუროდ გეპატიჟებათ, მისი დაგემოვნება ხომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი?! თუმცა გამორჩეული ღვინის მოძიება არც ისე ადვილი საქმეა. ეს წიგნი დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ღვინოებს, გახდეთ ღვინის კომპეტენტური მოყვარული და მისი დახასიათებისას არ დაგაბნიოთ ისეთმა ტერმინებმა, როგორიცაა კამკამა, კრამიტისფერი, სხეულიანი, აბრეშუმივით რბილი...აღმოაჩინეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვენახები და ღვინოები:განსხვავებული ჯიშები ტერუარები და მათი თავისებურებები ღვინის დაყენების ეტაპები და დავარგების ტექნიკა.. 
130,00 
მარაგშია
+
000011606
შთამბეჭდავი და დაუვიწყარი კრებული მთელ მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ მხატვართა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტებისა და რჩეული ნამუშევრების შესახებ. კრებულში განხილულია ეპოქები და გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ დიდი ხელოვანები. მკითხველი გაეცნობა თითოეული მათგანის ცხოვრებას და დეტალებამდე ჩასწვდება მათ მიერ შექმნილი შედევრების ვიზუალურ და შინაარსობრივ სიღრმეებს.
130,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
· პირველი ტომი - "ჯაყოს ხიზნები' · მეორე ტომი -„არსენა მარაბდელი“, · მესამე ტომი - „ჯაყოს ხიზნები“, „გივი შადური“, · მეოთხე ტომი - მოთხრობები, წერილები · მეხუთე ტომი „თეთრი საყელო“ მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და სწორედ ამისი დასტურია ის...
125,00 
მარაგშია
+
წიგნების სერია - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, ლოგიკური გაგრძელებაა პროექტის ავტორის, ექიმ თამარ მამაცაშვილის მიერ მანამდე გამოცემული, მკითხველისთვის კარგად ნაცნობი წიგნებისა: „კარაბადინი“და„2000 მცენარეული რეცეპტი“, რომლებიც ფიტოთერაპიის მოყვარულთა შორის დღემდე დიდი პოპულარობით...
110,00 
მარაგშია
+
000009317
 გამოცემას საფუძვლად დაედო შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი 1966 წლის საიუბილეო გამოცემის ტექსტი. "ვეფხისტყაოსანი" ყოველთვის იყო მხატვრების ყურადღების ცენტრში, მრავალ ცნობილ ქართველსა და უცხოელს შეუქმნია ამ ნაწარმოებისთვის შედევრები, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული...
100,00 
მარაგშია
+
000010496; 000010656; 000010657; 000010658
გთავაზობთ აკაკი წერეთლის საკოლექციო ოთხტომეულს დიდი ფასდაკლებით 80 ლარად 100 ლარის ნაცვლად ტო­მე­ულ­ში თავმოყრილია პრო­ზა, პო­ე­ზია, დრა­მა­ტურ­გია და წე­რი­ლე­ბი „ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა!“ -...
100,00 
მარაგშია
+
000011325
წიგნი მკითხველს მუზეუმების დაარსების მეტად საინტერესო ისტორიებს უამბობს; დეტალურად არის აღწერილი მუზეუმების აღმოცენებისა და განვითარების ისტორია, რომელიც ევროპის სამეფო საგანძურის კოლექციებს, განმანათლებლობის ეპოქით შთაგონებულ რარიტეტთა განძთსაცავებს, XIX საუკუნეში შექმნილ საჯარო მუზეუმებსა და მსოფლიოს წამყვან არქიტექტორთა დაპროექტებულ შესანიშნავ ნაგებობებს ასახავს. 
100,00 
მარაგშია
+
2007090100861
ეს წიგ­ნი-ალ­ბო­მი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მა­ტი­ა­ნეა, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას ერ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქის მი­მო­ხილ­ვა. ალ­ბომ­ში შეხ­ვდე­ბით ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ, ეპო­ქე­ბის...
99,90 
მარაგშია
+
000010357
წიგ­ნი ოთხი ტო­მის­გან შედ­გე­ბა და მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნამ­დე. ეს არის ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­ზეც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის...
95,00 
მარაგშია
+
000009858
წიგნი საოჯახო მედიცინის კატეგორიდანაა და, ამდენად, ის პრაქტიკული სახელმძღვანელო და გზამკვლევია მთელი ოჯახისთვის. მასში  თავმყრილია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ყველასთვის აქტუალური და საინტერესოა. დაავადების გამომწვევი მიზეზების ცოდნა და მათი პრევენციის შესაძლებლოა  და თუნდაც დაავადების სწორად მართვის უნარი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პრობლემის დაძლევაში.
80,00 
მარაგშია
+
11539
ეს არაჩვეულებრივი ენციკლოპედია ყველა ასაკის ცნობისმოყვარე მკითხველისთვისაა. ის გაგაცნობთ, თუ როგორ არის აგებული და როგორ მუშაობს ნერვული უჯრედები, მაცივრები, ატომური ელექტროსადგურები, ტროპიკული ტყეები, შავი ხვრელები და უბრალოდ ყველაფერი, რაც მათ უკავშირდება. შემეცნებითი მოგზაურობა ჯერ საკუთარი სხეულის აგებულების შესწავლით დაიწყეთ, შემდეგ თქვენს ქალაქში, ბუნებასა და კოსმოსში გადაინაცვლეთ და ნელ-ნელა გაარკვიეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. 
80,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
 ასტროლოგია  სიზმრები  რუნები  ნუმეროლოგია  პროექტი „ჰეკატე“ ერთგვარი გზამკვლევია თვითგანვითარების, საკუთარი ხასიათისა და თვისებების ობიექტურად შეფასების გზაზე. პასუხები, რომლებსაც ცხოვრებისეულ კითხვებზე გარე სამყაროში ვეძებთ, ხშირად ჩვენშივეა. მთავარია,...
79,80 
მარაგშია
+
000008863; 000008864; 000009215; 0000010053
ისტორია, რომელიც სიამაყით და ბრძოლის სურვილით გავსებს - სწორედ ასეთია ლევან სანიკიძის ნაწარმოები "უქარქაშო ხმლები“, რომელიც გამოჩენისთანავე ქართველი საზოგადოების დიდი ნათელი წერტილი გახდა და ასეა დღემდე. "უქარქაშო ხმლები“ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოიცა, როდესაც საქართველო საბჭოთა...
100,00 ₾ 75,00  დანაზოგი: 25,00 ₾
მარაგშია
+
1 ტომი :  მე, ბებია, ილიკო და ილარიონი , ძაღლი, ბოშები, ჰელლადოს, ხაზარულა, ქალაქში მიმინოს რა უნდა?!,ჭინკები, სასაფლაო, მზე, დიდრო. 2 ტომი:   მე ვხედავ მზეს, უმადური, კორიდა, ნუ გააღვიძებ,მონატრება, დედა, ჩიტი, სისხლი, ყანწი, თემურ ლენგი. 3 ტომი:...
71,70 
მარაგშია
+
000009887
წინამდებარე გამოცემა აბსტრაქციონისტი მხატვრის,გივი ვაშაკიძის ილუსტრაციებითაა დახუნძლული.მხატვარმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაამჟღავნა ნატვრა,რომ რუსთაველის შედევრი ოდესმე მისი ილუსტრაციებით დაბეჭდილიყო.სამწუხაროდ,გივი ვაშაკიძე ისე გარდაიცვალა,რომ არათუ გამოცემას,თავისი შედევრების გამოფენასაც ვერ...
70,00 
მარაგშია
+
000004724
ეს არის ადამიანის ანატომიის უახლესი სახელმძღვანელო, რომელშიც თანმიმდევრობითა და ზედმიწევნით არის განხილული ადამიანის სხეულის სტრუქტურა და ფუნქციები. წიგნში უხვადაა შესანიშნავი, ზუსტი ილუსტრაციები, შთამბეჭდავი ფოტოსურათები, ინფორმაციული დიაგრამები და უახლესია ანატომიური ფაქტები. თითოეული...
64,95 
არ არის მარაგში
000009193
პოპულარული ენით დაწერილი „დიდი წიგნი ფილოსოფიაზე“ ლაკონიური და ამომწურავი სტატიების ფორმითაა გადმოცემული. ეს სტატიები ჩაჭრილია ურთულესი თეორიების ასახსნელად გამიზნული თვალსაჩინო დიაგრამებით, კლასიკური ციტატებით, რომლებიც ფილოსოფიას დასამახსოვრებელს ხდის, და გონებამახვილური ილუსტრაციებით,...
60,00 
მარაგშია
+
000007208
„დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე“ მარტივი ენითაა დაწერილი. აქ მრავლად ნახავთ გასაგებ ენაზე ახსნილ იდეებს, მარტივი დიაგრამებით წარმოდგენილ რთულ თეორიებს, დასამახსოვრებელ ციტატებსა და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც ჩვენს აღქმასა და...
60,00 
მარაგშია
+
000007618
მაიკლ არმსტრონგის „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო“ არის ყველა თვალსაზრისით უნივერსალური, რადგან განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისა თუ ამ სფეროს ლექტორებისთვის. სახელმძღვანელო ეფუძნება საერთაშორისო თუ სხვადასხვა...
60,00 
მარაგშია
+
000009811
იმედის ჩასახვა, გრძნობების გაღვივება, მომავლის ჭვრეტით აწმყოზე მსჯელობა, უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვა და გამარჯვებისკენ დაუცხრომელი ლტოლვა _ ასეთია მამოძრავებელი იმპულსები იმ ბრწყინვალე მიმართვებისა, რომლებშიც ხორცშესხმულია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე განვლილი ეპოქის სულისკვეთება. ამ მიმართვებში...
60,00 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 24 პროდუქტი
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 0
  • 210
წიგნის ენა