კონსტანტინე გამსახურდია - შვიდტომეული

ნაკრებში შესულია:

  • მთვარის მოტაცება
  • დავით აღმაშენებელი - წიგნი I-II
  • დავით აღმაშენებელი - წიგნი III-IV
  • დიონისოს ღიმილი
  • ვაზის ყვავილობა
  • დიდოსტატის მარჯვენა
  •  მოთხრობები; ნოველები

"მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა - ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს, ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: - შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა!" - წერდა თითქმის საუკუნის წინ კონსტანტინე გამსახურდია და ამით ამზადებდა ნიადაგს იმისთვის, რომ მის მსგავსად "მცირე მდინარეების" პირას დაბადებულ ქართველებს საკუთარი ქვეყნით ეამაყათ. იმავდროულად, თავადაც იქცეოდა საკუთარი ქვეყნისთვის საამაყოდ - ეპოქის კლასიკოსს ფილოსოფიის დოქტორის წოდება ბერლინის უნივერსიტეტში მიანიჭეს. ამასთან, საუკეთესოდ ფლობდა სამხედრო ხელოვნებას. ის წერდა: "ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო კარიერა... მინდოდა პრუსსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა, მაგრამ რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი", - იგონებდა მწერალი. საბედნიეროდ, მან სამხედრო კარიერას მწერლობა არჩია.

"მთვარის მოტაცებამ" დიდი პოპულარობა მოუტანა. მწერალი დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში ფიქრობდა ამ წიგნის დაწერაზე, მაგრამ წინ სულ რაღაც ეღობებოდა. ბიძგი მწერლის მეუღლის, რებეკა ვაშაძის გარდაცვალება იყო. სწორედ ამ ტკივილისას დაიძრა ის ამოუწურავი ზღვა, რომელიც ამ რომანშია გადაშლილი.


გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
12+
ავტორი:
კონსტანტინე გამსახურდია
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
500-600
ზომა:
18X25
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2022
მოითხოვე კოდი
210,00 
მარაგშია
ქულები: 210 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება