პალიტრა L

"გამომცემლობა პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის და მხარი დაეჭირა თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.

„გამომცემლობა პალიტრა L“ ქართულ საგამომცემლო სივრცეში ინოვაციების მთავარი დამნერგავია. ამ სივრცეში პირველებმა ჩვენ შევქმენით ორიგინალური სამგანზომილებიანი წიგნები და ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განსაკუთრებული მიმზიდველობა მივანიჭეთ საყმაწვილო-შემეცნებით გამოცემებს. გამომცემლობა უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება კლასიკური თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ჩვენი გამოცემების დიდ ნაწილს სწორედ ქართველი ავტორების შემოქმედება შეადგენს.

თანამედროვე ლიტერატურული პროცესის გააქტიურებას ემსახურება ჩვენი გამომცემლობის მიერ დაწესებული ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომელმაც უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი აღმოაჩინა. „გამომცემლობა პალიტრა L“ გამოსცემს ყველაზე მრავალფეროვან ლიტერატურას და მას აჯგუფებს თემატურ თუ ჟანრობრივ სერიებად, რითაც მკითხველს სასურველი არჩევანის გაკეთებას უადვილებს. ამასთან, ზრუნავს, რომ მან ხელმისაწვდომ ადგილას და პირობებში მიიღოს თავისივე გემოვნებით შერჩეული ხარისხიანი ბეჭდური, ელექტრონული და აუდიოწიგნები, რითაც ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებასა და წიგნიერების ამაღლებას.


მოითხოვე კოდი
ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა; ფილოსოფიაც თავისებური აქვს - ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია... და მაინც, ვინ არის ის? ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი...
12,95 
არ არის მარაგში
000007686
ამქვეყნად ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილია რაფლეზია,მაგრამ მისი სილამაზით დატკბობა შორიდან ჯობს,რადგან შხამიანია.რაფლეზია პარაზიტია,სხვა მცენარეების ხარჯზე ხარობს და გვამის სუნი ასდის.20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარული გაქრა.ოდესღაც სასურველი ქალის თითოეული ჟესტიც კი აღიზიანებს,აუტანელ...
12,95 
მარაგშია
+
000006979
ეს სახლი ქვით ააშენეს, პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით. ეს იყო სახლი მათთვის, ვინც ვერ ზრუნავდა საკუთარ თავზე, ვისაც ხმები ესმოდა, უცნაური აზრები ჰქონდა და უცნაურ რამეებს სჩადიოდა. სახლს ასეთები უნდა შეეფარებინა. ერთხელ აქ მოსულები, აღარასაოდეს მიდიოდნენ.
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს წიგნი სავსეა საოცარი პასუხებით! იუმორისტული ილუსტრაციები და ექსტრაორდინარული ფაქტები გვაჩვენებს, რამდენად შთამბეჭდავი და გასაოცარია დედამიწაზე ზრუნვა.
12,95 
მარაგშია
+
მითხოვე კოდი
რატომ ყლაპავენ ნიანგები ქვებს? ძალიან ცნობისმოყვარე ხარ? მაშინ ეს წიგნი სწორედ შენთვისაა! სახალისო ილუსტრაციები და განსაცვიფრებელი ფაქტები ცხოველთა სამყაროს ამოცნობაში დაგეხმარება. მათზე იმდენ უცნაურბას გაიგებ, აქამდე წარმოდგენაც რომ არ გქონია.
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს წიგნი სავსეა საოცარი პასუხებით! იუმორისტული ილუსტრაციები და დაუჯერებელი ფაქტები ჩვენი ოკეანეების ყველა განსაკუთრებულ, გასაოცარ და სახალისო ამბავს მოგიყვებიან.
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
იუმორისტული ილუსტრაციები და ექსტრაორდინალური ფაქტები პლანეტა დედამიწის ყველა გასაოცარ, შესანიშნავ და მაგარ ისტორიას მოგიყვებიან.
12,95 
მარაგშია
+
000007021
ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. ეს არის მამაკაცისა და ქალის დიდი ამბავი, უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც,...
12,95 
მარაგშია
+
000010071
ეს ამბავი მრავალი წლის წინ  სიცილიაში დაიწყო. არავინ იცოდა, რატომ იშვილა რაიმონდე აპრილემ, უკანასკნელმა დიდმა ამერიკელმა დონმა, ასტორე ვაიოლა; ვერავინ ხვდებოდა, რატომ წვრთნიდა და რისთვის ამზადებდა მას. მაშინ, როცა დონის  შვილები ამერიკაში წარმატებულ კარიერაზე ფიქრობდნენ, ასტორე...
12,95 
მარაგშია
+
000006574
ეს დაუვიწყარი ამბავი რიჩარდ ლომგულის ეპოქაში მოხდა, როცა ღირსეული რაინდები მათი გულთამპყრობელი ქალბატონების გამო საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ და სიყვარულისთვის წირავდნენ თავს. აი გამოჩნდა კეთილშობილი რაინდი აივენჰო! ახლა მთელი სამეფოს ბედი მის ხელშია - მეფე ლომგული ტყვეობიდან თუ ვერ დაიხსნა,...
12,95 
მარაგშია
+
000002315
არასასურველი რეალობისგან გაქცევის პირველი მცდელობა და პირველი „შეხვედრა“ უცნაურ ყუთთან - ჭადრაკის გაბზარულ დაფასთან... პირველი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა... მოსაწყენი, დუნე, სრულიად უინტერესო სასკოლო ცხოვრება  - პატარა ლუჟინი საერთოდ არ ჰგავს თანაკლასელებს, პატარა ლუჟინს თანატოლები აბუჩად...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჰაკლბერი ფინი თავისუფლების მოყვარული ბიჭია, რომელიც გარბის სტუმართმოყვარე ქვრივის ოჯახიდან... გარბის იქ, სადაც არის თავისუფლება, გარბის იქ, სადაც არის ბევრი თავგადასავალი, იქ შეიძლება ხიფათი მოელოდეს, მაგრამ მას არ შეუძლია იცხოვროს მშვიდი, უდრტვინ...
12,95 
მარაგშია
+
000007280
ეს წიგნი რეალურ ამბავზე დაფუძნებული ერთგავრი პროტესტია, ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ.წიგნში აღწერილია თანამედროვე რეალობა,რომელიც დაუჯერებელ სისასტიკესა და უსამართლობაზე მოგვითხრობს. სუადი იმ სასტიკი ტრადიციის მსხვერპლია,რომლის გამოც უამრავი ქალი იღუპება, დღესაც კი.
12,95 
მარაგშია
+
000008476
საფრანგეთში ყოველწლიურად 50 000 გოგონა იძულებითი ქორწინების მსხვერპლია. ასეთი ქორწინება მახინჯი ტრადიციაა და მშობლების ინტერესებს ემსახურება... „ოცი წლის ვიყავი და სიყვარულით გათხოვებაზე ვოცნებობდი...“ კაცი, რომელიც თვალით არ უნახავს, მასზე თხუთმეტი წლით უფროსია, არ მოსწონს, არ უყვარს და...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
 ბიძია ტომი შავკანიანი მონაა, როგორც უწოდებენ "ნიგერი",ანუ ზანგი - მონათმფლობელურ საზოგადოებაში სრულიად უუფლებო,პირუტყვთან გათანაბრებული არსება. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაინახონ მოსი ფაქიზი სული და მხურვალე მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე გული, რომელიც სასტიკად აღიაზიანებს...
12,95 
მარაგშია
+
000008781
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი შტეფან ცვაიგი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქმნიდა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც დიდი ხანია კლასიკად იქცა. შტეფან ცვაიგის მკითხველებისთვის ეს კრებული ნამდვილი აღმოჩენა იქნება, რადგან მასში, კარგად ნაცნობ და საყვარელ...
12,95 
მარაგშია
+
000009258
"15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი...
12,95 
მარაგშია
+
"თანამედროვე ქართველი პოეტის მოგზაურობა „ამაღლებულში“ - ბერძნულ-ლათინური გამოთქმებით შთაგონებული პოეტური ექსპერიმენტი. წიგნის მეორე ნაწილში გაეცნობით ამ საყოველთაოდ ცნობილი და დამკვიდრებული ფრაზების წარმომავლობასა და განმარტებებს. "
12,95 
მარაგშია
+
000010390
თეონა დოლეჯშვილმა მოთხრობების გამოქვეყნება 2004 წლიდან დაიწყო. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "იანვრის მდინარე", რომელსაც საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ლიტერატურული პოემა საბა მიიღო. 2009 წელს თეონა მეორედ გახდა საბას გამარჯვებული "მემფისი" წლის საუკეთესო რომანად დასახელდა. ახლაც...
12,95 
მარაგშია
+
000010412
სიყვარული ზოგჯერ ან ყოველთვის სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს. მაგრამ რა ხდება, როცა დრო ვერ გიშუშებს იარებს, როცა მრისხანება გაბრმავებს და ირჩევ...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
კირა მთარგმნელობით ბიუროში მუშაობს და იტალიურიდან თარგმნის სერიალებს. ცამეტწლიანი ემიგრაციის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ყველაფერი შეცვლილი დახვდა _ უახლოეს მეგობრებს სხვა საზრუნავები და ინტერესები აქვთ, გარემოც გაუცხოებულია და კირა ხანდახან საკუთარ თავს ეკითხება, ღირდა თუ არა დაბრუნება. ამ...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
"წუთით კოსმოსში"-რომანის პერსონაჟები ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მერე მათი გზები გაიყარა და თითოეულს საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა.  ოცნებები და მიზნები დროსთან ერთად, ეპოქის შესატყვისად იცვლებიან. მთვარეზე გაფრენაა ნაწარმოების მთავარი გმირების- ლალუნასა და...
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ინტრიგა რომანის პირველი გვერდიდანვე ჩართულია. ერთ ჩვეულებრივ დღეს, დილით, მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩენს , რომ გამქრალია და ვეღარავინ ხედავს!  ესოდენ უცნაური გარდასახვა უამრავ ემოციასთანაა წილნაყარი. შეგრძნებათა უცნაურ ლაბირინთში აღმოჩენილი გმირი იწყებს პასუხის ძიებას...
12,95 
არ არის მარაგში
მაჩვენე სხვა 24 პროდუქტი
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 0
  • 210
წიგნის ენა