თამრი ფხაკაძე - სდექ, კირა, სდექ

კირა მთარგმნელობით ბიუროში მუშაობს და იტალიურიდან თარგმნის სერიალებს. ცამეტწლიანი ემიგრაციის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ყველაფერი შეცვლილი დახვდა _ უახლოეს მეგობრებს სხვა საზრუნავები და ინტერესები აქვთ, გარემოც გაუცხოებულია და კირა ხანდახან საკუთარ თავს ეკითხება, ღირდა თუ არა დაბრუნება. ამ ერთფეროვნებაში პაწაწინა სამუშაო ოთახში ახალ თანამშრომელს, სიტყვაძუნწ და ინდიფერენტულ გიორგი პირველს, შემოუსახლებენ. ახალგაზრდა კაცის გამოჩენა კირას რუტინულ ყოფაში სიახლის, სავარაუდოდ, მელოდრამის მომასწავებელია. და მართლაც, იწყება ამბავი, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება სრულიად მოულოდნელი, უცნაური, ზოგჯერ კი სასაცილო და დაუჯერე_ბელი მოვლენები. ერთი შეხედვით, მსუბუქი, სინამდვილეში კი მძაფრ სოციალურ და საზოგადოებრივ მანკიერებებზე მიმანიშნებელი გროტესკული რომანი ცოცხალი, დინამიკური, იუმორითა და ირონიით გაჯერებული თხრობით მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
თამრი ფხაკაძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
208
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941352621
მოითხოვე კოდი
12,95 
მარაგშია
ქულები: 13 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება