ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შეიქმნა 1990 წელას სდფსდფსდფსბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შეიქმნა 1990 წელს

საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობის ისტორია.გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულს – ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში – იწყება. გამომცემლობის დამფუძნებელი, ბაკურ სულაკაური, მთარგმნელი.იყო, რომელმაც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში თავისი თარგმნილი წიგნის გამოცემა განიზრახა და სწორედ ამით შეიძინა პირველი საგამომცემლო გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ მან მოგვიანებით საგანმანათლებლო სფეროში გადაინაცვლა, 1999 წელს დაფუძნებული.გამომცემლობა კვლავ მის სახელს ატარებს და რჩება ლიდერად ქართულ საგამომცემლო ბაზარზე.


თავისი არსებობის განმავლობაში „სულაკაურის გამომცემლობამ“ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგამომცემლო პროექტი განახორციელა, ბევრი ტექნოლოგიური ინოვაცია დანერგა, ბევრი ქართველი და უცხოელი.ავტორი გააცნო მკითხველს, მაგრამ მთავარი, რითაც გამომცემლობის მაღალპროფესიონალური.გუნდი ამაყობს – მის მიერ გამოცემული წიგნების მაღალი ხარისხია..

ჩვენ ვართ ლიდერები ქართულ საგამომცემლო.საქმეში და ჩვენ მიერ გამოცემულ თანამედროვე ქართველ ავტორებს.კითხულობენ არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.ოცზე მეტ სხვადასხვა ენაზე. ჩვენი ავტორები იმარჯვებენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსებში; არაერთი მათგანი.ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას” მრავალგზის ლაურეატია.

„სულაკაურის გამომცემლობა“ „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ერთ-ერთი.დამფუძნებელი და თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი პირველი.ინიციატორია. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს.პირველი საავტორი კოლექტიური სტენდი სწორედ ჩვენი ორგანიზებით.მოეწყო 2007 წელს და იმავე წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები.ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის.მოსაპოვებლად.

ჩვენ რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას როგორც.საქართველოში გამართულ, ისე საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულ.პროექტებს – როგორიცაა, მაგალითად, „ყველაზე წიგნიერი“ – ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბავშვებისა და მოზარდების.წიგნიერების ამაღლებისა და მათი მკითხველებად ჩამოყალიბების საქმეში.

მაღალმხატვრული ღირებულების, საინტერესო, მრავალფეროვანი.ლიტერატურა, ინოვაციური პროექტები და საგანმანათლებლო წიგნები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რაც სრულად.ამართლებს გამომცემლობის სლოგანს – წიგნები მთელი ოჯახისათვის!


მოითხოვე კოდი
რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს,...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი...
10,90 
მარაგშია
+
9510
გონებრივი შრომით გადაღლილი და დაუძლურებული სამი მეგობარი გადაწყვეტს, ნავით აუყვეს მდინარე თემზას. სწორედ მათი – ჯორჯის, ჰარისის, ჯეისა და მისი ძაღლის ორკვირიანი მოგზაურობის ამბავს აღგვიწერს ჯერომ ჯერომი. მდინარეზე ნავით გასეირნება მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში ძალიან პოპულარული გასართობი იყო....
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
რომანი „სულიერი ძმა“ მოგვითხრობს ორი მეგობრის, ორი სენეგალელი მეომრის, ალფა ნდიაისა და მადემბა დიოპის გასაოცარ თავგადასავალზე. ისინი პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ. დავიდ დიოპი დედით ფრანგი და მამით სენეგალელი მწერალი და ფრანგულენოვანი აფრიკული ლიტერატურის...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ვერც ქალბატონი კრეპოვა და ვერც მისი ძვირფასი ძმისშვილი სტასი ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მათ პაწაწა ბინას თავშესაფრის მაძიებელი ოცდათექვსმეტი მოზრდილი და ექვსი პატარა კატა მიადგებოდა. ალბათ, არც თქვენ გინახავთ ამდენი კრუტუნა არსება ერთად… აბა, კატებით სავსე ავტობუსი წარმოიდგინეთ, ან...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
წიგნი „ტოტოშა – გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია“ კეთილ და სახალისო ისტორიას გვიამბობს. ტოტოშას სულაც არ უნდოდა საბავშვო ბაღში სიარული, მაგრამ ვინ მოუსმენდა მის წუწუნს, პანდემია რომ არ დაწყებულიყო?! ასე დარჩა ის უბაღოდ ხან შინ, ძიძასთან, ხან ბებო-პაპასთან და ხანაც ბებია-ბაბუასთან....
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ცეროდენა პანდა“ არის წიგნი-საჩხარუნო და ღრძილების მასაჟორი. ამ წიგნის დახმარებით თქვენი შვილი ცეროდენა პანდასთან ერთად იმოგზაურებს. ის გაიცნობს ცხოველებს და შეისწავლის ფერებს. ასაკი: 0-6 თვე
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ვის არ უყვარს ნამცხვარი ათქვეფილი ნაღებით? მით უმეტეს, თუ ნამცხვარი ქლიავის შიგთავსითაა და თანაც დიდედამ გამოაცხო? საუკეთესო მეგობრები, კასპერლი და ზეპელი, კვირა დღის გათენებას სწორედ დიდედას ნამცხვრით პირის ჩასატკბარუნებლად მოელიან, თუმცა ერთ დღესაც მათ მშვიდ ცხოვრებას, არც მეტი, არც...
10,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა
10,90 
მარაგშია
+
000009032
„დორიან გრეის პორტრეტი” ინგლისელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია – მისი ერთადერთი რომანი, რომელიც მწერლისავე სიცოცხლეში გამოქვეყნდა. პირველად რომანი 1890 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Lippincott’s Monthly Magazine, მომდევნო წელს კი ავტორისეული...
11,90 
მარაგშია
+
000011021
ერთ წვიმიან დღეს გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას ქოხთან თვით მეფე ბუთხუზ პირველმა ჩამოიარა ეტლით. მარსიამ ის შინ შეიპატიჟა, მაგრამ დაუდევარ ჯადოქარს წვიმაში გალუმპული მეფის გაშრობის წესი შეეშალა და… ის დღე იყო და ის დღე – მეფე ბუთხუზი სამეფოში აღარავის უნახავს. ამის შემდეგ ნამდვილად...
11,90 
მარაგშია
+
000010875
მატილდა ვუნდერკინდია – განსაკუთრებული ნიჭის მქონე გოგონა. პირველ კლასში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა და ანგარიში იცის, არამედ სქელტანიან რომანებსაც კითხულობს. მატილდას მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც...
11,90 
მარაგშია
+
100
„ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი~, – ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
შვეიცარიელმა მწერალმა იოჰანა შპირიმ 1879 წელს, 52 წლის ასაკში დაწერა ობოლი გოგონას, ჰაიდის თავგადასავალი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ცნობილი ნაწარმოები გახდა. იგი მრავალ ენაზე ითარგმნა და მალე მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერად იქცა. მოსწავლის ბიბლიოთეკა ,,ჰაიდის” სრული ტექსტის...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი...
11,90 
მარაგშია
+
10695
თომას ბერნჰარდის რომანის მთხრობელი „საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირტუოზი შემსრულებლის“, კანადელი პიანისტის გლენ გულდის შესახებ წერს თხზულებას, როდესაც ატყობინებენ, რომ მათმა საერთო მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გლენ გულდი, ვერთჰაიმერი და მთხრობელი ერთად სწავლობდნენ ჰოროვიცთან...
11,90 
მარაგშია
+
000010924
ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება. თავისი სიცელქის გამო...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან…
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“ მამა მუმინმა გადაწყვიტა, თავისი საოცარი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ დაწეროს. იგი თხრობას ბავშვობის ამბით იწყებს, როცა ჯერ კიდევ პატარა მუმინტროლი უპატრონო ბავშვთა...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ცილინდრი, საერთოდ, საკმაოდ უჩვეულო ნივთია“ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს. მათ ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ ქუდის მიტანით მუმინების ხეობას ათასგვარი ჯადოქრობის ასპარეზად აქცევდნენ. ფინელი მხატვარი და მწერალი...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
კომეტა მუმინების ხეობაში „კომეტა დედამიწას დაეჯახება 7 აგვისტოს საღამოს 8 საათსა და 42 წუთზე, შესაძლოა, 4 წამით გვიან“. რა ელის დედამიწას? მუმინტროლი და სნიფი ობსერვატორიის საპოვნელად გაემართებიან, საიდანაც არცთუ დამაიმედებელი ამბით, მაგრამ ახალ მეგობრებთან ერთად დაბრუნდებიან....
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ნაყინის სახლი“, „შოკოლადის გზა“, „მსუნაგეთის სამეფო“, „გაქცეული ცხვირი“, „უჩინმაჩინი ტონინო“ – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი  ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის,...
11,90 
არ არის მარაგში
მოითხოვე კოდი
„გეტსბის“ ტრიუმფული სვლა დღესაც გრძელდება. უკვე კლასიკად ქცეული ამ რომანის საიდუმლო ალბათ არა მხოლოდ ავტორის ოსტატობასა და პარადოქსულ მეტაფორებში იმალება, არამედ იმ თავგანწირულ სულისკვეთებაში, რომლითაც დიდებული ახალგაზრდა კაცი, ჯეი გეტსბი, დაკარგული სიყვარულის დაბრუნებას და საკუთარი...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი. დღეს სხვაგან გადავდივართ. იცი, როგორ მეშინია?! სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ახალი სკოლა რომ არ მომეწონოს? ან პირიქით, მე რომ არავის მოვეწონო? გთხოვ, ღმერთო, დამეხმარე, რა.“
11,90 
მარაგშია
+
000011365
პროზაული კრებული „შაჰაბაზა და სხვა მოთხრობები“ მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. მასში თავმოყრილია მოთხრობები, რომლებშიც მოქმედება ხდება საქართველოს უახლოეს წარსულში – XX საუკუნის 20-30-40-იან წლებში.
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
არჩილ ქიქოძის მორიგი „ნატურალისტურ ლიტერატურული“ დღიური ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება. წიგნში ვხვდებით კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს – ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს. მწერლის დაკვირვებული თვალი გვამოგზაურებს ფერად და სურნელოვან ჯაიპურსა და ტრივანდრუმში, ოქროსფერ ჯაისალმერსა და ტარის იდუმალ უდაბნოში
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
სნუსმუმრიკი გაზაფხულის სიმღერას იგონებს, ტყის ციცქნა არსება კი სახელის დარქმევას სთხოვს; ტუუტიკი უჩინარ ბავშვს მოუყვანს მუმინებს; ფილიფიონკას კატასტროფის ეშინია; მუმინტროლი ციცქნა გველეშაპს იპოვის… „უჩინარი ბავშვი“ მუმინების სერიის ერთადერთი წიგნია, რომელიც მოთხრობებს აერთიანებს.
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
გამორიცხულია, წარმატებას მიაღწიოს ბენდმა, რომელსაც  `"საქმის ყურში" ჰქვია. როგორც იქნა, ამას როდრიკიც ხვდება და თავის ბენდს სახელს შეუცვლის. უნდა თუ არა, გრეგი ძმის ახალი ბენდის დამხმარე ხდება და სულ მალე აღმოაჩენს, რომ ღამეული რეპეტიციები, კონცერტები, რომლებშიც ხშირად  ფულს არ...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ძმები ლომგულები ჯონათან და კარლ ლეიონები არიან. 10 წლის კარლი ლოგინს არის მიჯაჭვული, 13 წლის ჯონათანი კი ზღაპრული პრინცივით ლამაზი და კეთილია. ძმები შვედეთის ერთი პატარა ქალაქიდან ზღაპრულ მხარეში, ნანგიალაში აღმოჩნდებიან, სადაც საოცარი თავგადასავალი  გადახდებათ თავს. წაიკითხე...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„საბედნიეროდ, არავითარი კანონი არ არსებობს – კბილის ტკივილი აგებს ბრძოლას, წვიმიანი დღე აუქმებს დანიშნულ ამბოხს, – ყველაფერი არამდგრადია, ყველაფერი შემთხვევითია, და სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა ის დონდლო და ბუზღუნა, ვიქტორიანული ეპოქის კუბოკრულშარვლიანი ბურჟუა, უძილობისა და შაკიკის ნაყოფი ბნელი...
11,90 
მარაგშია
+
000006407
ასაკი:  6+ აქტივობები: 200 სტიკერი ამ წიგნში მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშაა თავმოყრილი. წაიკითხე საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის დროშის წარმოშობისა და სიმბოლიკის შესახებ, გააფერადე ისინი, მოძებნე და ჩააკარი შესაბამისი სტიკერები და ისწავლე ხალისით.
12,90 
მარაგშია
+
000007772
შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს,...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მეოთხეკლასელები, ჯორჯი და ჰაროლდი, რომლებმაც სახელი კომიქსების წერითა და ოინების მოწყობით გაითქვეს, დიდ შარში ეხვევიან. სკოლის დირექტორი, საძაგელი მისტერ კრუპი, ბიჭებს მაიმუნობის დროს ვიდეოკამერით გამოიჭერს და კადრების გავრცელებით ემუქრება. შეუპოვარი ბიჭები 3D-ჰიპნო ბეჭდის დახმარებით დირექტორს...
12,90 
მარაგშია
+
10212
მელკერსონების ოჯახი, მამა და ოთხი შვილი, ზაფხულის გასატარებლად სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიემგზავრება. ბავშვები ჩასვლისთანავე დაუმეგობრდებიან სალტკროკელებს და სულ მალე მთელი გულით შეუყვარდებათ მთელი კუნძული. „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე დიდი და, ამავე დროს,...
12,90 
მარაგშია
+
000010938
შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი  დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მთარგმნელი: ელისაბედ ყვავილაშვილი „ფიქციები“  ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“.   კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და...
12,90 
მარაგშია
+
000001195
1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. მან უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი” (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია,...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ამ წიგნის მთავარი გმირია პოლიანა, თერთმეტი წლის ობოლი გოგონა, რომელსაც იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო იპოვოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უნდა უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ალბათ გახსოვს, ბოლოს დირექტორი კრუპი რომ დააჰიპნოზეს და კაპიტან ტრიკოდ გადააქციეს. ახლა კი შეცდომით შემზარავი მონსტრი – ტურბო ტუალეტ 2000 გააცოცხლეს, რომელიც სხვა მოლაპარაკე ტუალეტებთან ერთად მთელ სკოლას განადგურებით ემუქრება. შეძლებენ თუ არა ბიჭები ამ საშინელი არსებების თავდასხმის...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი „საიდუმლო კუნძული“ მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია. შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი...
12,90 
მარაგშია
+
000010942
ერთ საღამოს რობერტას, პიტერისა და ფილისის მამა ორ უცხოს მიჰყავს სადღაც, ბავშვებს კი დედასთან ერთად ლონდონიდან სოფელში, რკინიგზასთან ახლოს მდებარე სამსაკვამურიან სახლში უწევთ გადასვლა. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება, თუმცა იწყება თავგადასავლებით სავსე დღეები. მალე კეთილი ბავშვები მეგობრებს...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
გახსოვს, როგორ დაამარცხა კაპიტანმა ტრიკომ ბოროტი დოქტორი პუმპერსი? როგორ მოუღო ბოლო საზარელ ტურბო-ტუალეტ 2000-ს? ჯორჯისა და ჰაროლდის მიერ შექმნილი გადარეული გმირის თავგადასავლები ამით არ დასრულებულა. სამყაროს დაპყრობას ამჯერად მზარეულებად გადაცმული ცბიერი, შემზარავი და ყოვლად უწესო...
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
პროფესორი ტრაწაკუა პიპი ბრწყინვალე მეცნიერია, თუმცა მის შესანიშნავ გამოგონებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, ალბათ თავად ხვდები რატომ…
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მე ლეონ ლეონ ჯონ კროთერსი მქვია. ვარ 4,779 დღის (მათთვის, ვინც მათემატიკაში მოიკოჭლებს – 13 წლისა და 1 თვის). ექვს სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდი. ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ მძიმე ხასიათი მაქვს…
12,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გამომგონებელია. მას განსაკუთრებით აინტერესებს: თამაში, ძილი და სიტყვები. ძილისას გამოგონება უჭირს, მაგრამ დანარჩენ ორში ნამდვილად ეკუთვნის გამომგონებლებისთვის დაწესებული რაიმე ცნობილი ჯილდო, რომელსაც ვინმე ცნობილი ადამიანი საზეიმოდ გადასცემს!
12,90 
მარაგშია
+
000001301
ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ; ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან – დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.
13,90 
მარაგშია
+
აკა მორჩილაძის ახალი წიგნი ჟანრობრივად დოკუმენტურ პროზას მიეკუთვნება, რადგან აქ არაფერია გამოგონილი. მწერალი საბჭოთა ეპოქის საქართველოზე წერს – დაწყებული სტალინის დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე. იგი ძალიან საინტერესოდ მიმოიხილავს ათწლეულებად დაყოფილ პერიოდებს და იმ ცვლილებებს, რაც მათ...
13,90 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 48 პროდუქტი
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 0
  • 69.9
წიგნის ენა