ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - დიდებული გეტსბი

„გეტსბის“ ტრიუმფული სვლა დღესაც გრძელდება.

უკვე კლასიკად ქცეული ამ რომანის საიდუმლო ალბათ არა მხოლოდ ავტორის ოსტატობასა და პარადოქსულ მეტაფორებში იმალება, არამედ იმ თავგანწირულ სულისკვეთებაში, რომლითაც დიდებული ახალგაზრდა კაცი, ჯეი გეტსბი, დაკარგული სიყვარულის დაბრუნებას და საკუთარი თავის ხელახლა შექმნას ცდილობს.

1920-იანი წლების ნიუ-იორკში ჩასული ახალგაზრდა იქაურობის მაცდუნებელ ატმოსფეროსთან სიახლოვესაც გრძნობს და გაუცხოებულობასაც.

მდიდრული წვეულებები ფეშენებელური გარეუბნის სასახლეში, რიტმ-ენდ-ბლუზისა და ბუტლეგერობის ეპოქა, ადამიანები, რომელთაც უსაგნო ყოფის დამთრგუნველი აუტანლობის გამო ჭეშმარიტი ფასულობები დავიწყებიათ – სწორედ ამ დროს მთხრობელის თვალწინ ვითარდება საკვირველად ჩამთრევი, ძველი სასიყვარულო ისტორიის ახალი, დეტექტივისმაგვარი დრამატურგია, რომელიც წიგნს ყველა ასაკის მკითხველისთვის, მოზარდით დაწყებული, ხანში შესულით დამთავრებული, სულმოუთქმელ საკითხავად აქცევს.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
რუსუდან მახათაძე
რედაქტორი:
მარინა ყიფშიძე
გვერდების რაოდენობა:
216
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
კლასიკა
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941307720
მოითხოვე კოდი
11,90 
მარაგშია
ქულები: 12 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება