მიხეილ ჯავახიშვილი - გივი შადური - ჯაყოს ხიზნები III ტომი

მე-3 ტომში შესულია: ჯაყოს ხიზნები; გივი შადური


მიხეილ ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „ჯაყოს ხიზნები 1924 წელს ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისში დავწერე“. 1928 წელს ის დავით კასრაძესთან საუბარში აღნიშნავდა:„კვაჭი კვაჭანტირაძეს მივაყოლე ჯაყოს ხიზნები, ეს ქურთა–თამარაშენში ყოფნის სახსოვარია. მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა. ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო. ჯერ ერთი, რუსების თქმისა არ იყოს: კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, და მეორეც, საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს.“ მიხეილ ჯავახიშვილმა ახალ ისტორიულ პირობებში გააგრძელა და განავითარა რეალიზმის ტრადიციები. ნიკო ლორთქიფანიძესთან, გრიგოლ რობაქიძესთან და კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად მან ქართულ ლიტერატურაში ააღორძინა ახალი ჟანრი - სოციალური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური პროზა. თუმცა, თანამედროვეთაგან განსხვავებით, მიხეილ ჯავახიშვილს მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე არ უღალატია რეალიზმისთვის, ამ სიტყვის შეუპოვარი და შეუვალი გაგებით. 1933 წელს მიხეილ ჯავახიშვილი მნათობში გამოქვეყნებული წერდა: „უცნაურია, ყველაზე მეტი დავა ჯაყოს ხიზნებმა გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მეტი სიხარულიც ამ რომანის დასრულებამ მაგრძნობინა. იმ დღეს ნამდვილ ბალღად გადავიქეცი, რომელსაც გაუსაძლისი ბედნიერება დაატყდა. ვეღარც მე ვცნობდი ჩემს თავს და ვეღარც ჩემი ცოლ-შვილი მცნობდა...“

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
12+
ავტორი:
მიხეილ ჯავახიშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
520
ზომა:
17.5x24.5
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941355141
მოითხოვე კოდი
25,00 
მარაგშია
ქულები: 25 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება