საქართველოს მმართველთა ენციკლოპედია - წიგნი ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს მონარქიული ისტორია შექმნეს

01.11.2023
წიგნი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს და საქართველოს მოქალაქეებს, უკლებლივ ყველა ეროვნებისა და ეთნიკური კუთვნილების, რომლებიც საქართველოს ისტორიის მემკვიდრეები არიან დაბადებიდან ან საქართველოს მოქალაქეობის მიღებიდან.

მკითხველს

ეს  წიგნი არის ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს მონარქიული ისტორია შექმნეს ქართული სახელმწიფოს დასაწყისიდან მონარქიული მმართველობის უკანასკნელ პერიოდამდე.



წიგნი არის ისტორიულ პიროვნებებზე, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ისტორიულ ფაქტებზე, მტერთან ბრძოლაზე, ომზე, საომარ სტრატეგიებზე, მარცხზე თუ გამარჯვებაზე. ქართულ კულტურაზე, სამეფო-სამთავროებზე, მტრობაზე, ღალატზე, თავდადებაზე, თავგანწირვასა და სიყვარულსა თუ მამაცობაზე.

წიგნის შექმნის მთავრი იდეა, იყო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების ასახვა, არამედ, იმ ისტორიული გმირების შესახებ მოყოლა რომელთაც უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიის შექმნაში და განვითარების გეზის არჩევაში, როგორ შეცვალა თითეულმა მეფის, მმართველის მოღვაწეობამ საქართველოს აწყმო და მომავალი. რა კულტურა შექმეს, რა მემკვიდრეობას უტოვებდნენ თაობებს და როგორ გრძელდებოდა ისტორია მართველობიდან მართველობამდე. მათ ყველაზე მეტად განსაზღვრეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ძირითადი ტენდენციები.


 
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს სათავეებში, რა ღირებულებები და ფასეულობები გააჩნდათ და როგორ გავლენას ახდენდნენ საქართველოს ისტორიაზე, ქართველ ხალხზე და ქართულ კულტურაზე.


 
ამ უნიკალური გამოცემის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია უწყვეტად გავადევნოთ თვალი საქართველოს სამეფო ისტორიას ძვ.წ. IV-III საუკუნიდან   იმერეთის სამეფოს გაუქმებამდე. 

წიგნი კიდევ ერთი მცდელობაა პირველად, სრულყოფილი სახით და ერთ წიგნად მკითხველი ზედმიწევნით გაეცნოს ქართველ მეფეთა გალერეას.


აღმოაჩინე და გაიცანი ის, რაც ძვირფასია და ის, რაც გვაერთიანებს!

ამ წიგნის შექმნაზე მუშაობდა 12 ავტორი, ისტორიკოსი, თითოეულმა მათგანმა უდიდესი შრომა გასწია.
გულითად მადლობას ვუხდით ყველა ავტორს და პროექტის მონაწილეს, რომელთა ძალისხმევითაც შეიქმნა წიგნი.


წიგნში შესული თემებია:

  • მეფის კურთხევა საქართველოში
  • ქართველ მეფეთა ინსიგნიები
  • დაიაენის (დიაოხის) „მეფეები“
  • კოლხთა მეფეები
  • კოლხეთის (ეგრისის) მეფეები
  • ლაზთა მეფეები
  • ქართლის მმართველნი ფარნავაზამდე
  • ფარნავაზიანი წარმართი მეფეები
  • ორმეფობა
  • ფარნავაზიანი ქრისტიანი მეფეებიქართლში უმეფობის ხანა (V საუკუნის 10-იანი წლები)
  • ქართლის ერისმთავრები
  • ქართლის სავარაუდო ერისმთავართა
  • ეგრისის მეფეები
  • „აფხაზთა“ (დასავლეთ საქართველოს) მეფეები
  • კახეთის ქორეპისკოპოსები (მთავრები)
  • ჰერეთის („რანთა“) მეფეები (893 წლამდე – მთავრები)
  • ჰერეთ-კახეთის („რანთა და კახთა“) მეფეები
  • ტაშირ-ძორაგეტის მეფეები
  • „ქართველთა“ მეფეები (ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები)
  • ერთიანი საქართველოს მეფეები
  • ლიხთიმერეთის მეფეები XIII-XIV საუკუნეებში
  • ქართლის მეფეები
  • კახეთის მეფეები
  • ქართლ-კახეთის მეფეები
  • იმერეთის მეფეები

პროექტის მენეჯერი: ეკატერინე ლიპარტია , დიმიტრი ჯღირაძე






კომენტარები
Wignis fasi rogor gavigot.
მიმოხილვის დაწერა