100 ქართული ხატი - გამორჩეული ალბომი

04.11.2023



ალბომში წარმოდგენილია ქართული ხატების საგანძურის 100 რჩეული ნიმუში, რომლებიც VI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და, თავის დროზე, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებისთვის შეიქმნა. მათი უმრავლესობა თბილისის, ქუთაისისა და მესტიის მუზეუმებშია დაცული, მცირე ნაწილი კი ზემო სვანეთის ეკლესიებში ინახება.



ალბომისთვის ხატები ქრონოლოგიური, ისტორიული, შინაარსობრივი და მხატვრული მონაცემების მიხედვით შეირჩა და წარმოდგენილია მათი ტიპოლოგიური, ტექნოლოგიური, შინაარსობრივი და მხატვრული მრავალფეროვნება.




ქართული ხატები შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი ნაწილია, რის შექმნაშიც ქართველ ხალხს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

ალბომი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კულტურა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – საოცარი ხატები.




ლინკი

                           

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა