ხელოვნება

ის რაც ხელოვნების ყველა მოყვარულს უდიდესს სიამოვნებას მოჰგვრის. ხელოვნების სამყარო ყველაზე უსასრულო და ფერადია. აღოაჩინე საუკეთესო ლიტერატურა შენთვის სასურველ მიმდინარეობაზე და აღმოაჩინეთ და გაიგეთ უფრო მეტი.

000010905
„ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის... ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი...
19,95 
მარაგშია
+
000010835
წიგნის მთავარი გმირი – თბილისი, გამუდმებით იცვლის სხეულს. მასთან სხვადასხვა ინტერესით და მიზნით ურთიერთქმედებენ საზოგადოებები. გამოსახულებები, რომლებიც თბილისის ტატუებია, დროთა განმავლობაში იცვლება. ამის მიზეზი ხან ხალხია, ხან კი – დრო. წიგნში თავმოყრილია თბილისის იერსახის მრავალშრიანი...
44,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ამ წიგნით 6 დიდ მხატვარს გაიცნობ და შეძლებ, შენი ხელით ააწყო მათი შედევრები.
22,95 
მარაგშია
+
000011535
ეს უნიკალური წიგნი საქართველოსთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ ყოფით ესთეტიკასა და სტილს ასახავს. სხვადასხვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცის ფოტოებთან ერთად, ის ამ სივრცეების ბინადართა პერსონალურ ტექსტებსაც გვთავაზობს. ფოტოალბომი წარმოაჩენს ქართულ სინამდვილეში აღმო­­სავლური და დასავლური კულტურების სინთეზს და შთაგო­­ნების შესანიშნავი წყაროა როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე ხელოვნების მოყვარულთათვის.
50,00 
მარაგშია
+
000011338
ალბომი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კულტურა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – საოცარი ხატები.
99,90 
მარაგშია
+
000009160
20 ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანის 300‑მდე შთამბეჭდავი ფოტო და მწერალ არჩილ ქიქოძის მონათხრობი სრულყოფილ წარმოდგენას შეგიქმნით თანამედროვე საქართველოს ბუნების, გეოგრაფიის, არქიტექტურისა და ხალხის შესახებ. ალბომი დაყოფილია ისტორიული კუთხეების მიხედვით. თითოეული კუთხის ისტორია თუ გეოგრაფიული თავისებურებანი, ადათ-წესები და ლეგენდები, აგრეთვე ტურისტული ღირსშესანიშნაობები ამომწურავადაა გად­მოცემული მოკლე, საინტერესო ტექსტებით და გაფორმებულია შთამბეჭდავი ფოტოებით. წინამდებარე ახალი გამოცემისთვის ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ ტექსტი სპეციალურად დაწერა მწერალმა გურამ ოდიშარიამ.
34,90 
მარაგშია
+
000011325
წიგნი მკითხველს მუზეუმების დაარსების მეტად საინტერესო ისტორიებს უამბობს; დეტალურად არის აღწერილი მუზეუმების აღმოცენებისა და განვითარების ისტორია, რომელიც ევროპის სამეფო საგანძურის კოლექციებს, განმანათლებლობის ეპოქით შთაგონებულ რარიტეტთა განძთსაცავებს, XIX საუკუნეში შექმნილ საჯარო მუზეუმებსა და მსოფლიოს წამყვან არქიტექტორთა დაპროექტებულ შესანიშნავ ნაგებობებს ასახავს. 
100,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ჯოკერი“ DC-ის ცნობილი სუპერ ანტაგონისტის მითოლოგიითაა გაჟღენთილი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან სრულიად განსხვავდება. ესაა ემოციებით სავსე პერსონაჟის კვლევა და სიგიჟის ხვეულებში ამაღელვებელი ძიება კინემატოგრაფიული გზებით. გაეცანით სცენარისტების, ტოდ ფილიპსის და სკოტ სილვერის, დაუვიწყარ ნამუშევარს...
27,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ბნელი რაინდის დაუვიწყარი ინტერპრეტაცია: საქ-მიანობის დაწყების ადრეული წლები, ერთდროულად დეტექტი-ვიც და ბოროტმოქმედიც. აღმოაჩინეთ სცენარისტების, მეტ რივ- ზის და პიტერ ქრეიგის, ნუარის სტილით გაჯერებული ხედვა სცე-ნარის ამ ექსკლუზიურ გამოცემაში... რომელშიც შესულია „უხილავი პატიმრის“ ამოჭრილი სცენაც!...
27,95 
მარაგშია
+
11564
„მსოფლიოს საოცრებებში“ დასაბამიდან დღემდე ბუნების მიერ თუ ადამიანის ხელით შექმნილ უამრავ ქმნილებას იხილავთ დედამიწის ყოველი კუთხიდან. წიგნში გასაოცარ ფაქტებს ამოიკითხავთ როგორც საქვეყნოდ ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ადგილების შესახებ. ჩანჩქერებიდან უდაბნოებამდე, გრანდიოზული ხიდებიდან საოპერო თეატრებამდე, ბრწყინვალე სასახლეებიდან ეროვნულ პარკებამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენებიდან უმაღლეს მწვერვალებამდე – აქ ყველაფერს შეხვდებით და გაეცნობით. დიდი ბარიერული რიფი, ჩრდილოეთის ციალი, ნიაგარის ჩანჩქერი, სტოუნჰენჯი, კოლოსეუმი, შარტრის საკათედრო ტაძარი, ანგკორ ვატი, ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ბუნებისა და ადამიანის ნებით შექმნილ ამ და კიდევ უამრავ სხვა „საოცრებაზე“ ინფორმაცია, 200-მდე ფოტოსურათით, წიგნში კონტინენტების მიხედვითაა განლაგებული
50,00 
მარაგშია
+
000006278
ლაშა ბაქრაძის ინგლისურენოვანი წიგნი ,,Goergia on Maps” პირველი მცდელობაა იმისა, რომ აჩვენოს, თუ როგორ გამოსახავდნენ საქართველოს რუკებზე კარტოგრაფიის განვითრების პარალელურად. საქართველოს რუკებზე ასახვა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდსა და სხვადასხვა კარტოგრაფიულ კულტურაში არასაკმარისადაა შესწავლილი....
55,90 
მარაგშია
+
000010988
თანამედროვე მოდის სამყარო _ დიზაინერები და ბენდები, რომლებმაც შექმნეეს თანამედდროვე სტილი და განსაზღვრეს მოდის ტენდენციები. მოკლე, მაგრამ ინფორმაციული ტექსტები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით დიუზაინერთა როგორც ბიოგრაფიაზე, ისე მათ მიერ განვლილ გზასა და მოდის სამყაროში დატოვებულ შემოქმედებით ანაბეჭდებზე. 125 ბრენდის ევოლუციასა და მათ მიერ უმნიშვნელოვანეს მოდელებს შთამბეჭდავი ფოტოებიც გაგაცნობთ. ეს ყოველივე კი ერთგვარი ქრონოლოგიით _ ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი. ქსოვილების კატალოგით გაეცნობით 40 დიზაინერის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ქსოვილებს გამორჩეული ორნამენტებით. წიგნში 800-ზე მეტი ილუსტრაციაა.
50,00 ₾ 36,00  დანაზოგი: 14,00 ₾
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 6 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 19.95
  • 130
წიგნის ენა