მსოფლიო კლასიკა

“მსოფლიო კლასიკა” ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი მკითხველის სიყვარული და ერთგულება დაიმსახურა.

იტალო კალვინო კლასიკურად მიიჩნევდა წიგნებს, რომლებიც არასდროს ამოწურავენ სათქმელს.

სერიით ამჟამად გამოცემულია მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კლასიკოსი ავტორების რჩეული ნაწარმოებები. მასში იხილავთ როგორ შუა საუკუნეებში შექმნილ, ისე გასული ორი საუკუნის გამორჩეულ ტექსტებს. თუმცა ამ წიგნების მთავარი ღირსება არა მათი ასაკი, არამედ უნარია, დღესაც მოახდინონ მკითხველზე გავლენა, შესთავაზონ მათ მოუშორებელი საფიქრალისა თუ გადაუჭრელი პრობლემის გასაღები და არც ერთ ეპოქაში არ დაკარგონ აქტუალურობა. სერიაში გამოიცა სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ავტორი : მურასაკი შიკიბუ, იოჰან ვოლფგანგ გოეთე,  ფიოდორ დოსტოევსკი,  უილიამ ფოლკნერი,  ჯეიმზ ჯოისი , ლუი-ფერდინანდ სელინი, ფრანც კაფკა და სხვა.

000008396
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და `მშვენიერი ადამიანის იდეაა ასახული....
14,90 
მარაგშია
+
000008397
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის” იდეაა...
15,90 
მარაგშია
+
000007335
XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა 1883 წელს პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა. აქვე დაუახლოვდა კაფკა მაქს ბროდს,...
15,90 
მარაგშია
+
000001228
„… ვიიონს ყველა დროში კითხულობდნენ, მაგრამ მისი სახელი დღეს კიდევ მეტი დიდებით არის მოსილი, ვიდრე ოდესმე… ეს პოეზია თამამად უძლებს ყოველგვარ შედარებას შემდგომ ეპოქებთან, იმასთან, რაც მომდევნო ოთხი საუკუნის დიდმა პოეტებმა შემოიტანეს ყველაზე ძალმოსილი თუ ყველაზე სრულყოფილი....
16,90 
მარაგშია
+
000001362
უდიდესი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, უილიამ კატბერტ ფოლკნერი (1897-1962) დაიბადა ნიუ-ოლბანიში, მისისიპის შტატში. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად ოქსფორდში გადავიდა, სადაც უილიამმა მთელი ცხოვრება გაატარა. იგი სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მალე მიატოვა; შემდეგ მისისიპის...
17,90 
მარაგშია
+
000008959
ჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ამერიკულ-ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია. თავის თხზულებებს (20 რომანი, 112 მოთხრობა და 12 პიესა) იგი წერდა 50 წლის განმავლობაში, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯერ, როგორც რეალიზმის, შემდეგ კი, მოდერნიზმის მიმდევარი. მისტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხრობა „მარწუხებში“...
18,90 
მარაგშია
+
000001311
ვირჯინია ვულფი (1882 –1941)  XX ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი მოდერნისტი, ცნობილ ინტელექტუალთა, „ბლუმსბერი ჯგუფის“ დამფუძნებელი. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა „ცნობიერების ნაკადის“ სტილი ლიტერატურაში. სწორედ ამ ინოვაციური ხერხის...
19,90 
მარაგშია
+
000007451
„ბედმა ლატარიით მარგუნა ბილეთი, რომელსაც გარკვევით ეწერა „სიკვდილი“…, მაგრამ მე არ მოვკვდი!“ – წერდა მიხაილ ბულგაკოვი – მწერალი-სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, ექიმი… კიევში, რუსულ ოჯახში დაბადებულმა პროფესიად ექიმობა აირჩია და 1916 წელს, კიევის უნივერსიტეტის...
20,90 
მარაგშია
+
000007906
მთარგმნელი:  გიორგი ლობჟანიძე ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273), რომელიც ასევე ცნობილია ზედწოდებით „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“) გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა...
20,90 
მარაგშია
+
000008257
პოემის “არსთა მესნევი” მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია. “არსთა მესნევის”...
20,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს წიგნი დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის სამ მცირე რომანს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული, გარკვეული თვალსაზრისით, საეტაპო ნაწარმოებია ავტორის შემოქმედებაში. „უპოვარნი“ დოსტოევსკის პირველი რომანია, რომელიც მან 1840-იან წლებში დაწერა და რომელმაც მწერალს სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული...
22,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ის პირველი რუსი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია დაიმსახურა, პრემიის გამცემი შვედეთის აკადემიის მოტივაცია კი ასე იყო  ფორმულირებული: „იმ მტკიცე ოსტატობისთვის, რომლითაც კლასიკური რუსული პროზის ტრადიციას აგრძელებს“.
22,90 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 11 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 14.9
  • 33.9