გადავიკითხოთ

#გადავიკითხოთ ეს არის ქართული კლასიკული ლიტერატურის იმ რჩეული ტექსტების კრებული, რომელთა გადაკითხვა და, შესაბამისად, ხელახალი გააზრება ყოველთვის საინტერესოა. ეს ნაწარმოებები მუდამ თანამედროვე და აქტუალურია და სულ უფრო მეტ საფიქრალს აღძრავს. ამ სერიის იდეაც ეს არის - შევხედოთ, როგორც ახალს, და თავიდან წავიკითხოთ, გადავიკითხოთ კარგად ნაცნობი კლასიკური ქართული ლიტერატურის შედევრები. თითოეული წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის მიერ სპეციალურად ამ სერიისთვის დაწერილი წინათქმა, რომლის მიზანიც არის, მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე. სერიის წიგნებია: „კაცია ადამიანი“ (ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობით); „სურამის ციხე“ (გიგა ზედანიას წინასიტყვაობით); „ლამბალო და ყაშა“ (გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობით); „ქრისტინე“ (თეონა ბექიშვილის წინასიტყვაობით); „ხევისბერი გოჩა“ (დიანა ანფიმიადის წინასიტყვაობით); „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მალხაზ ხარბედიას წინასიტყვაობით)... წიგნები გაფორმებულია მხატვარ ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაციებით.

წიგნები დაბეჭდილია ცარცირებულ ქაღალდზე, აქვს მაგარი ყდა და სუპერი.

000011526
კაცია-ადამიანი?!  — ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძესა და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.
22,00 
მარაგშია
+
000011527
სერიის მეორე წიგნი უკვე არაერთხელ წაკითხული, მშობლიური ლიტერატურის შედევრი - დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე" იქნება, რომლისთვისაც წინასიტყვაობა გიგა ზედანიამ დაწერა.
22,00 
მარაგშია
+
000011528
„არა, სად გაგონილა რომ ურმიაში, „წმინდა რუსეთის განუყრელ აზერბაიჯანში“, აქვე, თავრიზში სპარსეთის ტახტის მემკვიდრე „ვალიაგდი“ იჯდეს და ჰფიქრობდეს, ვითომ თავრიზი და ურმია სპარსეთს უკუთნოდეს! როგორ არა! ვერ მივართვით! რუსებმა აქ იმიტომ კი არ დაღვარეს ესოდენი სისხლი, რომ მერე ბარგი აიკრიფონ და უაკნვე დაბრუნდნენ. სანამ ეპისკოპოსი პავლე ცოცხალია, „პერსიუკები“ ამას ვერ მოესწრებიან!“
22,00 
მარაგშია
+
000011525
„სიცოცხლე ხანმოკლე, ხანგრძლივად ნაყოფიერი“ – ასეთი მოკლე პოეტური ფრაზით შეაფასა აკაკი წერეთელმა მე-19 საუკუნის გამოჩენილი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ნინოშვილის შემოქმედებას ასევე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა იმ დროის თითქმის ყველა ცნობილ პერიოდულ გამოცემაში.
22,00 
მარაგშია
+
11538
ხევისბერი გოჩა  — ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული მოთხრობა. პირველად დაიბეჭდა "დროებაში" 1884 წელს , მეორედ – ავტორის თხზულებათა კრებულის მეოთხე ტომში 1892 წელს. არსებობს "ხევისბერი გოჩას" ხალხური ვარიანტები. ალექსანდრე ყაზბეგის ცნობით, ფოლკლორული წყარო მას ღინჯა ხულელისგან ჰქონია მოსმენილი.
22,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
კრიტიკოსების აზრით, ნაწარმოებში ორი ერის ფსიქიკა უპირისპირდება ერთმანეთს. ამ შეხედულებამ გაუძლო დროის გამოცდას, ტექსტში მოცემული დრო და გარემო განზოგადდა, პერსონაჟებმა (უჯუში, ჰაკი), ზოგადადამიანური ხასიათი შეიძინეს, ხოლო კუზმა ყოველთვის განზოგადებულ ტიპად ითვლებოდა ქართულ ლიტერატურაში.
22,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
სერიის მერვე ტომი უკვე არაერთხელ წაკითხული მოთხრობა, ნიკო ლორთქიფანიძის "შელოცვა რადიოთი" იქნება, რომლისთვისაც წინასიტყვაობა ლელა სამნიაშვილმა დაწერა. "თუ შევთანხმდებით, რომ ელი საქართველოს სიმბოლოა, მე-20 საუკუნის დასაწყისის გეოპოლიტიკური ვითარება მის გარშემო - ერთი მხრივ, ჩასაფრებული რუსეთი...
22,00 
მარაგშია
+
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 22
  • 22