სერიები

მოგეხსენებათ, როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს კითხვა. დაძაბული გრაფიკი, ცხოვრების ჩქარი რიტმი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი, ინფორმაციის მიღების მრავალი სხვა საშუალება... არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს. გამომცემლობა `არტანუჯის ახალი სერია – თან საკითხავი ერთგვარი გამოსავალია ამ საყოველთაო უდროობის დროს.
დიახ, თან-საკითხავი. საკითხავი `სხვათა შორის“, საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი
ამოსუნთქვით. საკითხავი კეთების პარალელურად. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი
დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას.  საკითხავი ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში,
მატარებელში... საკითხავი ჰამაკში, პლაჟზე, ჯდომისას თუ წოლისას, საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. საკითხავი მათთვის, ვისაც მოსწონს წიგნებისთვის `თვალის გადავლება“, ვისაც უყვარს კითხვა აქა-იქ თვალის ჩაკვრით და ვისაც არ იზიდავს ვრცელი და გაბმული ტექსტები.
თითოეულ გამოცემაში ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების შესახებ შეკრებილი, გასაგები
და უშუალო ენით დაწერილი, მცირე მოცულობის ძალზე საინტერესო `ამბები~ მოიყრის თავს. ეს
ნაწილები არ იქნება ერთმანეთზე გადაბმული და დამოკიდებული. ასე, ნაკვეს-ნაკვეს კითხვა ხომ წიგნის ნებისმიერი ნაწილიდან შეგვიძლია დავიწყოთ და ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ და შემდეგ ნელ-ნელა ჩავამთავროთ. ან არც ჩავამთავროთ... 

000009193
პოპულარული ენით დაწერილი „დიდი წიგნი ფილოსოფიაზე“ ლაკონიური და ამომწურავი სტატიების ფორმითაა გადმოცემული. ეს სტატიები ჩაჭრილია ურთულესი თეორიების ასახსნელად გამიზნული თვალსაჩინო დიაგრამებით, კლასიკური ციტატებით, რომლებიც ფილოსოფიას დასამახსოვრებელს ხდის, და გონებამახვილური ილუსტრაციებით,...
60,00 
მარაგშია
+
000007208
„დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე“ მარტივი ენითაა დაწერილი. აქ მრავლად ნახავთ გასაგებ ენაზე ახსნილ იდეებს, მარტივი დიაგრამებით წარმოდგენილ რთულ თეორიებს, დასამახსოვრებელ ციტატებსა და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც ჩვენს აღქმასა და...
60,00 
მარაგშია
+
000007618
მაიკლ არმსტრონგის „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო“ არის ყველა თვალსაზრისით უნივერსალური, რადგან განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისა თუ ამ სფეროს ლექტორებისთვის. სახელმძღვანელო ეფუძნება საერთაშორისო თუ სხვადასხვა...
60,00 
მარაგშია
+
000009811
იმედის ჩასახვა, გრძნობების გაღვივება, მომავლის ჭვრეტით აწმყოზე მსჯელობა, უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვა და გამარჯვებისკენ დაუცხრომელი ლტოლვა _ ასეთია მამოძრავებელი იმპულსები იმ ბრწყინვალე მიმართვებისა, რომლებშიც ხორცშესხმულია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე განვლილი ეპოქის სულისკვეთება. ამ მიმართვებში...
60,00 
მარაგშია
+
000011739
ნუთუ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს? რატომ იტანჯებიან ადამიანები? რა ხდება ჩვენი გარდაცვალების შემდეგ? ქვეყნად მილიარდობით ადამიანი ცხოვრების არსს რელიგიაში პოულობს, მაგრამ რა ამყარებს ამ რწმენას და როგორ განვითარებას პოულობს იგი? თანამედროვე ენაზე (დედანი _ ინგლისური) დაწერილი და მსოფლიოში...
60,00 
მარაგშია
+
000005261
ამ შთამბეჭდავი წიგნისა და ფაზლის საშუალებით ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება გეძლევა. დაათვალიერე სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნაობები და გაიცანი იქაური წეს-ჩვეულებები; გაიგე, როგორია სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სამოსი თუ სამზარეულო, სად და რისთვის აშენებდნენ მაღალ კოშკებს და რატომ...
44,90 
მარაგშია
+
000006615
ასაკი: 6-12 აქტივობები  : წიგნი 205-ნაწილიანი ფაზლი წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება! წაიკითხე წიგნი, წარმოიდგინე, რომ ნამდვილი ასტრონავტი ხარ და იმოგზაურე კოსმოსში, შეისწავლე ეს ამოუცნობი, უკიდეგანო სამყარო
44,90 
მარაგშია
+
000006614
წიგნი 205 ნაწილიანი ოვალური ფაზლი ასაკი: 6+ ამ შთამბეჭდავი ფაზლისა და დამხმარე წიგნის საშუალებით თქვენი პატარები აღმოაჩენენ ჩვენს პლანეტაზე არსებულ საოცრებებს; გაიგებენ, რომელია დედამიწის უმაღლესი მთა და ყველაზე წყალუხვი მდინარე, სად მდებარეობს ანგკორ-ვატის ტაძარი, ვინ ააგო ეიფელის...
44,90 
მარაგშია
+
000007641
აქტივობა : წიგნი 205-ნაწილიანი ფაზლი ასაკი: 6 + იცვლება დედამიწა და მასთან ერთად – მისი ბინადრებიც. ააწყვე ფაზლი, გაიცანი დედამიწის ბინადარი ცხოველები, რომლებიც საფრთხეში არიან და მათ შესახებ წაიკითხე წიგნში.   წიგნში  „აღმოაჩინე და შეისწავლე...
44,90 
მარაგშია
+
აქტივობა: წიგნი 200-ნაწილიანი ფაზლი ასაკი: 6+ ჩვენ პლანეტა დედამიწაზე ვცხოვრობთ, რომლის თითქმის ყველა კუნჭული მდიდარია ბუნების საოცრებებით. რას არ ნახავ აქ: დათოვლილ მწვერვალებსა თუ უკიდეგანო ოკეანეებს, გაუვალ ტყეებსა თუ ხრიოკ უდაბნოებს, აქაფებულ ჩანჩქერებსა თუ გავარვარებულ...
44,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება...
34,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
კლასი: III-IV ყუთში დაგხვდებათ: წიგნი 8 ორმხრივი დაფა 8 ორმხრივი ბარათი 144 სიტყვა შემეცნებითი ლოტო „ჩვენი ბუნება“ უკეთ გაგაცნობთ საქართველოს მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას. შეგიძლიათ ითამაშოთ ტრადიციული ლოტოს პრინციპით ან ლოტო-ვიქტორინის პრინციპით (მინიშნებებზე/კითხვებზე...
34,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. ამ ტენდენციათა გარკვევაში ქართველ მკითხველს თარგმანს თან დართული კომენტარები დაეხმარება.
33,90 
მარაგშია
+
000009841
რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაილ ბულგაკოვის (1891-1940) ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი, ალექსეი ტურბინი, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია, ისიც სამხედრო ექიმია და ასევე 28 წლისაა....
30,90 
მარაგშია
+
000011208
ნობელის პრემიის ლაურეატისა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე მეცნიერის, დანიელ კანემანის, რევოლუციური წიგნი "იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“ ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს შედეგებზე დაყრდნობით გვიყვება, იმაზე, თუ როგორ ხ
30,00 
მარაგშია
+
000011247
„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის – უმბერტო ეკოს (1932-2016) პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტა
30,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც  არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“,...
29,95 
მარაგშია
+
000010979
შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია...
29,95 
მარაგშია
+
000010978
ფუ­კოს ქან­ქა­რა“ ცნო­ბი­ლი იტა­ლიე­ლი მწერ­ლი­სა და მეც­ნიე­რის, უმ­ბერტო ეკოს (1932-2016) მეო­რე რო­მა­ნია, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის სა­დე­ბიუ­ტო „ვარ­დის სა­ხელ­ზე“ არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლიო­ში. ერ­თ-ერ­თი მი­ლა­ნუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი ოკულ­ტუ­რი...
29,95 
მარაგშია
+
000010980
„ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლგუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მისმიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს....
29,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება...
29,95 
მარაგშია
+
11636
რატომ ვხედავთ სიზმრებს? რას გვაუწყებენ ისინი? რა ფუნქციას ასრულებს სიზმრის ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში? ფროიდის „სიზმრის ინტერპრეტაცია“ ამომწურავი პასუხების გაცემის მცდელობაა კითხვებზე, რომლებიც კაცობრიობას დასაბამიდან აღელვებს.
29,95 
მარაგშია
+
მოითხოვეთ კოდი
„უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება...
29,95 
მარაგშია
+
000007750
ნუ შეგაშინებთ წიგნის სიდიდე ან ის, რომ „ორი ქალაქის ამბავი“ სამი საუკუნის წინანდელ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება, რადგან, თქვენდა გასაოცრად, უამრავ საერთოს აღმოაჩენთ დღევანდელობასთან. რომანი, რომელიც მხატვრული ტექსტის სტილისტიკურ ინტერპრეტაციაში სამაგიდო წიგნადაა აღიარებული, საფრანგეთის...
29,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა საგანძური ცნობილი ხუთეულის ხიფათითა და საიდუმლოებით სავსე ამბებს აერთიანებს. მეგობრები ხან საშიში დამნაშავეების პირისპირ აღმოჩნდებიან, ხან ცირკის ქარავანთან ერთად მოგზაურობენ, ხან აუცილებელ რამერუმეს ალაგებენ, რუკებზე სასურველ მარშრუტებს ინიშნავენ და...
29,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ანდრეი პლატონოვი (1899-1951) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსია და მისი მოთხრობის სახელწოდების მიხედვით შეიძლება „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს...
29,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს, ანდრეი პლატონოვს (1899-1951) „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც შეიძლება ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი...
29,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
დგაფუნი! წრიპინი! ტკაცუნი! ეს ხმაურიანი, ფაქტებით სავსე წიგნი გასწავლით ყველაფერს ცხოველთა ხმების შესახებ. გეძლევათ ოკეანის არსებების გაცნობის საოცარი შესაძლებლობა, რაშიც 10 განსხვავებული ხმა და ჩანართები დაგეხმარებათ.
35,00 ₾ 29,90  დანაზოგი: 5,10 ₾
მარაგშია
+
11282
გრუხუნი! ჩხაკუნი! გრიალი! ზუზუნი! ეს ხმაურიანი, ფაქტებით სავსე წიგნი გასწავლით ყველაფერს მანქანების შესახებ. გეძლევათ ყველა ტიპის მანქანის გაცნობის საოცარი შესაძლებლობა, რაშიც 10 განსხვავებული ხმა და ჩანართები დაგეხმარებათ.
35,00 ₾ 29,90  დანაზოგი: 5,10 ₾
მარაგშია
+
000010475
„ჯადოსნური მთა“ პირველად 1924 წელს გამოიცა. ითვლება, რომ „ჯადოსნურ მთას“ XX საუკუნის გერმანულ ლიტერატურაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა.თომას მანი სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას იკვლევს. მთავარი გმირის მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე.
27,95 
მარაგშია
+
000008809
„„საბრალონი“ ჰიუგოს უდიდესი და, შეიძლება ითქვას, უმთავრესი რომანია, რომლის შექმნასაც მწერალმა 20 წელზე მეტი მოანდომა. რომანი გადმოსცემს XIX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს და წარმოაჩენს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა: საზოგადოებრივი კლასების ცხოვრებისეული განსხვავებები;...
27,95 
მარაგშია
+
000007905
რომანი მოგვითხრობს კარამაზოვების ოჯახის ისტორიას და ეხება კაცობრიობისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა. რომანმა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის ფილოსოფოსებსა და მწერლებზე. ერთი ვინც ამ გენიალური საიდუმლოს ამოხსნას...
27,95 
არ არის მარაგში
000010410
დეკამერონი (იტალ. Decamerone; დაახ. 1350–დან დაახ. 1353–მდე) — მწერალ ჯოვანი ბოკაჩოს მოთხრობათა კრებული, რომელიც შედგება 101 ნოველასგან. მოქმედება ხდება ფლორენციაში, მაშინ როდესაც ქალაქში შავი ჭირი მძვინვარებდა. ათი ახალგაზრდა (შვიდი ქალი და სამი ვაჟი) გადაწყვეტს, გაექცეს ფლორენციაში...
27,95 
მარაგშია
+
000009216
ყველა დროის ყველაზე პოპულარული ლიტერატურული გმირი - „პალიტრა კლასიკაში“! მას ძეგლებს დღემდე უდგამენ, მასზე ფილმებს იღებენ და სპექტაკლებს დგამენ. დონ-კიხოტი - ჩაგრულთა ქომაგი, უკეთესი მომავლის იმედით სავსე მეოცნებე, მელანქოლიური ფილოსოფოსი, მებრძოლი და ფანტაზიორი - დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე...
27,95 
მარაგშია
+
000008843
"გრაფი მონტე-კრისტო" ალექსანდრე დიუმას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ვრცელი სათავგადასავლო რომანია. ის პირველად 1844-1846 წლებში გამოიცა. ბევრი მისი სხვა ნაწარმოების მსგავსად, დიუმას ამ რომანშიც თავისი თანამშრომელი მწერლის, ოგუსტ მაკეს მიერ შეთავაზებული სიუჟეტები აქვს გამოყენებული. სრულიად...
27,95 
არ არის მარაგში
000010948
აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის კომედიები დღესაც აქტუალურია. მათი სიუჟეტი ჟანრობრივად თუ თემატურად განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს - მხიარულება და საინტერესო გმირები. შექსპირი ადამიანს შეახსენებს, რომ სიყვარული და სამართლიანობა ინტრიგებზე, სიხარბეზე,...
27,95 
მარაგშია
+
11762
ეს წიგნი შესავალი და საიმედო გზამკვლევია ტაროს სამყაროში. ის დაგეხმარება ტაროს კრეატიულად გამოყენებაში. ტარო კარგი საშუალებაა საკუთარი თავის, ბედისწერისა თუ მომავლის გამოსარკვევად. ეს წიგნი-ბლოკნოტი დაგეხმარება, დააკვირდე შენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას, ჩაინიშნო მნიშვნელოვანი მომენტები,...
27,95 
მარაგშია
+
000010730
ადამიანთა მისწრაფება, ერთმანეთის ცხოვრებაში თუნდაც ძალადობრივად დაიმკვიდრონ ადგილი, თავად მიშკინსაც თავმბრუდამხვევ ქარტეხილებში შეითრევს. სიკვდილით დასჯის საშინელება, ქალის ვნებით შეპყრობა, პირადი სარგებლისათვის სხვების ბედისწერით მანიპულირება თუ მომაკვდინებელი სენი, რომელიც ღმერთის...
27,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჯეიმი გრემი თერთმეტი წლის ბიჭია, მშობლებთან ერთად უზრუნველად ცხოვრობს ჩინეთში, შანხაის მდიდრულ უბანში და პირადი მძღოლი დაატარებს კინოთეატრებში.  მაგრამ 1941 წელს იაპონელები თავს ესხმიან ჩინეთს და იწყება საშინელი ომი.  ქუჩის არეულობაში ხალხის ტალღა  ჯეიმის გაიტაცებს და დედას...
27,90 
მარაგშია
+
000011004
1997 წელს გამოქვეყნებულ პოპულარულ-სამეცნიერო ნაშრომში ამერიკელი მეცნიერი მიმოიხილავს ადამიანების მიერ კოსმოსის კვლევის საკითხებს. ის ამტკიცებს, რომ კაცობრიობის გადარჩენის უმთავრესი გზა შესაძლოა, სწორედ სხვა სამყაროების ჭკვიანურად „გამოყენებაზე“ გადიოდეს. ამ ამაღელვებელ წიგნში სეიგანი...
27,90 
მარაგშია
+
000011456
როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები? რა „საიდუმლო“ იმალება მათი უთანასწორობის მიღმა? რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით? - ეს ის კითხვებია, რომლებსაც ჯარედ დაიმონდი უპასუხებს....
27,90 
მარაგშია
+
000001435
ჯეიმზ ჯოისი 1882 წელს დაიბადა ირლანდიაში. ცხოვრობდა პარიზში, ტრიესტში, ციურიხში. გარდაიცვალა ციურიხში, სადაც დაკრძალესკიდეც. წერდა ლექსებს, პოემებს, ესეებს, მოთხრობებს, პიესებს… XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან და სახელგანთქმულ წიგნს, „ულისეს“, ავტორმა შვიდ წელზე მეტი მოანდომა და...
26,90 
მარაგშია
+
9854
 მუუუ! ბეეეე! ყიყლიყოოოო! ამ მხიარულ წიგნში ბავშვები გაეცნობიან ფერმის ცხოველებს, გაიგებენ, რა ჰქვიათ და შეიტყობენ საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ. წიგნზე 10 ლამაზად გაფორმებული ღილაკია, რომელიც ცხოველების ხმის მოსმენასა და დამახსოვრებაში დაეხმარებათ. შესულია: თხა, ძროხა, მამალი, ქათამი,...
34,95 ₾ 25,95  დანაზოგი: 9,00 ₾
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს - მეორე მსოფლიო ომი. პერსონაჟებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ცხოვრებისეული...
25,95 
მარაგშია
+
000008715
„სიკვდილი კრედიტით“ – ამ რომანზე საუბარი შეიძლებოდა ასე დაგვეწყო: გულახდილობა – 100%, კაცთმოძულეობა – 100%. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, აშკარად დაავიწყდათ, რომ ასე თუ ისე ზომიერების დაცვა ურიგო არ იქნებოდა; უკეთესი მომავლის იმედით აქ არავინ ცხოვრობს, არც ადამიანის კეთილშობილი თვისებებისა სწამთ....
25,90 
მარაგშია
+
000007441
კაფკას მეგობარმა, მაქს ბროდმა მწერლის ანდერძი არ შეასრულა („უსაყვარლესო მაქს, ყველაფერი… დაწვი სრულად და წაუკითხავად“), ბევრი იღვაწა, რომ მისი დანატოვარი ყოველი სტრიქონი გამოექვეყნებინა და კაცობრიობას მარადიული საჩუქარი უძღვნა: სიცოცხლეში კაფკას მხოლოდ მკითხველთა ვიწრო წრე იცნობდა,...
25,90 
მარაგშია
+
000007958
რომანის მთავარი გმირი, როდიონ რასკოლნიკოვი, უნივერსიტეტიდან გარიცხული ხელმოკლე სტუდენტია, რომელიც პატარა ოთახში ეძლევა განსჯას სამართლიანობის შესახებ და გადაწყვეტს, შეგნებულად ჩაიდინოს დანაშაული – მოკლას ადამიანი, რათა დაუმტკიცოს საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ ამის უფლება აქვს....
25,90 
არ არის მარაგში
000010347
წასახემსებელი და აპეტაიზერი, წვნიანები და სალათები, ბოსტნეული და დესერტები, ამ წიგნში თქვენ დეტალურად გაეცნობით და ისწავლით 100-ზე მეტი მადისაღმძვრელი და ნახშირწყლების დაბალი შემცველობით გამორჩეული, ვეგეტარიანული კერძისა თუ დესერტის რეცეპტს.
25,00 
მარაგშია
+
000010409
აქ ცივი დესერტების 100 იდეალური რეცეპტია თავმოყრილი. კრებულში რომისა და ქიშმიშის ნაყინების, ლიმონის, მარწყვისა და მწარე შოკოლადის შარბათების, ყავისა და ლიმონის გრანიტას, სიცილიური კასატასა და ნაყინის ნამცხვრების კლასიკური რეცეპტებია წარმოდგენილი. თქვენ ახალ რეცეპტებსაც ნახავთ, ისეთს, როგორიც...
25,00 
მარაგშია
+
000010547
ამ წიგნში 100 არაჩვეულებრივი, დაბალი ნახშირწყლების შემცველობის რეცეპტია თავმოყრილი. აქვეა რამდენიმე ფავორიტი კერძის მომზადების წესი, როგორებიცაა შოტლანდიური კვერცხი, ზღვის პროდუქტების სალათა, სუვლაკი და საქონლის ხორცის რაგუ, ასევე რამდენიმე უჩვეულო რეცეპტი _ პატარა ფრიტატა, ქათმის მწვადი,...
25,00 
მარაგშია
+
000010482
ამჯერად სხვადასხვა სახეობის კოქტეილის 100 მარტივ რეცეპტს წარმოგიდგენთ. თუ წვეულების მოწყობა ან კორპორაციული საღამოს ორგანიზება გადაწყვიტეთ, ან უქმეების გატარებას მეგობრების წრეში გეგმავთ, მაშინ მრავალფეროვანი რეცეპტებით გამორჩეული კოქტეილების წიგნი არა მხოლოდ საინტერესო მეგზურობას გაგიწევთ,...
25,00 
მარაგშია
+
000010481
მადისაღმძვრელი სტეიკები, ჰამბურგერები, მწვადი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული და ხილი. ამ კრებულში 100-ზე მეტ საუცხოო რეცეპტს ნახავთ, რომელიც გემრიელი კერძების მოსამზადებლად გამოგადგებათ როგორც სახლში, ისე ბუნების წიაღში. კრებულში თავმოყრილია ზოგიერთი კლასიკური კერძის,...
25,00 
მარაგშია
+
000010593
პოპულარული პიცა ”მარგარიტა“ და ნეაპოლიტანური კალცონე, სოკოს, ყველისა და ბეკონის უგემრიელესი ბურგერები, ტეხასურ-მექსიკური ნაჩოსი და კიდევ ბევრი სხვა რამ. გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სახლში მომზადებული კლასიკური სამზარეულოს კერძებით. დაძლიეთ სწრაფი, არაჯანსაღი კვებისადმი...
25,00 
მარაგშია
+
000010681
ამ კრებულში თქვენ იპოვით: ხილის სუპ-პიურეების, კრემიანი ნაყინების, შარბათების, ნამცხვრების, ორცხობილებისა და ბრაუნების რეცეპტებს. კრებულში კლასიკური დესერტების რეცეპტებია თავმოყრილი _ დაბალცხიმიანი ვარიაციებით, როგორებიცაა მაგალითად: კრემ-ბრულე, კრემი კარამელით, ”პანა კოტა“ და ლიმონის ტარტი....
25,00 
მარაგშია
+
000011074
"არის თუ არა IQ ჩვენი ბედისწერა? არც იმდენად, როგორც გვგონია. დენიელ გოლმენის ეპოქალური მსოფლიო ბესტსელერი გვარწმუნებს, რომ ადამიანის ინტელექტზე ჩვენი წარმოდგენა მეტისმეტად ვიწროა, რადგან ის ვერ იტევს უნარ-ჩვევების მთელ წყებას, რომლებიც ღრმა კვალს ტოვებს ჩვენს ნამოქმედარზე.
25,00 
მარაგშია
+
00008591
რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: " ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი...
24,95 
მარაგშია
+
000010474
რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. რომანში სამი მთავარი გმირია: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის...
24,95 
მარაგშია
+
000010285
წიგნში შესულია ბუნების კარი და მოთხრობები: "ასპინძის ომი", "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", "იავნანამ რა ჰქმნა?!", "ცოტნე დადიანი", "ცხრა ძმანი ხერხეულიძენი", "სამასი თავდადებული გლეხი", "გლეხი ბოსტაშვილი", "საშინელი სასჯელი მოღალატისა", "სხივი წარსულისა".
24,95 
მარაგშია
+
000003731
წიგნში შესულია აკაკი წერეთლის პოემები. 
24,95 
მარაგშია
+
000010333
„ჰეგარტი რეკლამის შესახებ" მოიცავს წლების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და აზრს იმ ადამიანისგან, რომელიც დგას უაღრესად ეფექტური და გავლენიანი კამპანიების უკან ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Levi Strauss, Audi და Unilever. ეს არის ქართულ ენაზე ნათარგმნი პირველი წიგნი კრეატივის და სარეკ-...
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი - ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი,...
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე...
24,95 
მარაგშია
+
000010981
ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად...
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
თანამედროვე ბრენდინგის მამად წოდებული დევიდ ააკერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, "ბაზრის სტარტეგიული მართვა", მოიცავს 21-ე საუკუნის ბიზნესსამყაროში ორიენტირებისათვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა სტარტეგიული მარკეტინგი, ბაზრის სტარტეგიული ანალიზი, ინოვაციები,...
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ცხოვრებამ მასწავლა, რომ ღირსების შეგრძნება დაუცველობის საბურველით მოდის და რომ ჩვენ, დედამიწის ბინადართ, ერთი საერთო იმპულსი გვაქვს – უკეთესობისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლა ყველგან და ყოველთვის! თქვენ თქვენი ნათელი გათამამებთ. საკუთარი ამბავი გულწრფელად და შეულამაზებლად მხოლოდ თავად იცით, მაგრამ როდესაც ამ ნათელსაც შეიცნობთ, საკუთარ თავს უკეთ გაიცნობთ. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ საკუთარი თავის შეცნობით თავდაჯერებულნი ვხდებით, ეს კი გვამშვიდებს და სიმტკიცეს გვმატებს, რის შემდეგაც სხვებთან მნიშვნელოვან და შინაარსიან ურთიერთობას ვამყარებთ. ერთი ნათელი მეორეს ასაზრდოებს; ერთი ძლიერი ოჯახი მეორეს აძლიერებს; ერთი საერთო სულისკვეთების თემი სხვებს - გარშემო მყოფთ - ნაპერწკალს გადასცემს და აანთებს. ეს იმ ნათელის ძალაა, რომელსაც თან დავატარებთ - მიშელ ობამა
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ამ ინოვაციურ წიგნში სტივენ კოვი გვიხსნის, თუ როგორ შეუძლია ნდობის მოპოვების სისწრაფეს ადამიანებს კარიერულ წინსვლაში, ხოლო ორგანიზაციებს - მოგების გაზრდაში დაეხმაროს და ურთიერთობები მეტად ჯანსაღი გახადოს. ავტორი სამ შთამაგონებელ იდეას წარმოგვიდგენს: უპირველეს ყოვლისა, ნდობა არა მხოლოდ სოციალური...
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ ედუარდ უილიამსი (1922-1994) ლიტერატურულმა სამყარომ XXI საუკუნის დასაწყისში თითქოს თავიდან აღმოაჩინა, როდესაც ხელახლა გამოიცა მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი „სტოუნერი“. ეს უცნაური ბედის ნაწარმოები ამერიკელი მკითხველის უსაყვარლეს წიგნად იქცა, მერე კი თანდათან...
24,95 
მარაგშია
+
000008406
„წითელი ოთახი“, როგორც სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული.მემკვიდრეობა, მნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტორის პირად.გამოცდილებას. სტოკჰოლმში დღესაც არსებობს ის რესტორანი.და წითლად შეფერილი ოთახიც, რომელშიც რომანის პერსონაჟები.სასაუბროდ იკრიბებოდნენ. ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და...
24,90 
მარაგშია
+
000008459
სეიგანი მარტივი და გასაგები ენით გვიამბობს იმ პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას. ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებით გაჯერებულ ამ უაღრესად...
24,90 
მარაგშია
+
000010676
ვრცელი მოთხრობები:უიალქნოდ,მრისხანე ბატონი,კერიასთან,დანგრეული ბუდეები,ჟამთა სიავე,რაინდები,შელოცვა რადიოთი,ქედუხრელნი.მოთხრობები,ნოველები,მინიატურები:გული,მოლოდინში,მთვარიან ღამის ჩრდილში,ის,სურათი სოფლად,წისქვილი,ლოცვა,საშობაო მინიატურები,ბუმბერაზი,რუმბი,ძლიერნი სულნი,მარად და...
23,95 
მარაგშია
+
000010237
წიგნში შესულია რომანი ,, ადამიანთა სევდა"; მოთხრობები; ლექსები და წერილები.
23,95 
მარაგშია
+
000010624
არსენა მარაბდელი — მიხეილ ჯავახიშვილის ისტორიული რომანი, რომლის მთავარი გმირი ისტორიული პიროვნება, ყაჩაღი არსენა ოძელაშვილია.რომანი ასახავს ხალხის ბრძოლას ეროვნული და სოციალური თავისუფლებისთვის. იმ პერიოდის სისხლიანი რეპრესიების ფონზე რომანმა კიდევ უფრო დაამძიმა ხელისუფლების მწერლისადმი...
23,95 
მარაგშია
+
000008842
ეს არის ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალის ცხოვრება, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, - ჰყავს გავლენიანი მეუღლე და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას... მაგრამ თავი მაინც უბედური ჰგონია, ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე ოფიცერი.
23,95 
არ არის მარაგში
000008838
„ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული და ყველაზე უფრო დამახასიათებელი თხზულებაა. რომანის ძირითადი მოტივი - მოტივი თეკერეის დროინდელი ბურჟუაზიული ინგლისის ცხოვრების ამაოებისა - ყველა მის ადრინდელ და შემდეგდროინდელ ნაწერებსაც წითელი ზოლივით გასდევს და სათაურშიც ავტორის ღრმა ჩანაფიქრი...
23,95 
მარაგშია
+
000009457
პოემა, რომელიც 14 წელიწადს იქმნებოდა, ეყრდნობა იმ დროისთვის გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა. ეს არის შუა საუკუნეების თეოლოგიური თვალთახედვით აღქმული სულის სამი მდგომარეობა: ყოფნა, განწმენდა და განახლება, რომელთაც შეესატყვისება...
23,95 
მარაგშია
+
000009560
რუსი მწერლის, თედორე დოსტოევსკის რომანი "ეშმაკნი" 1872 წელს გამოიცა. რომანი პოლიტიკური ხასიათისაა და ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და...
23,95 
არ არის მარაგში
000004722
ჯეკ ლონდონის რომანი „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ მწერლის ცხოვრების ბოლო წელს დაიწერა.რომანის სიუჟეტი ეყრდნობა “სასიყვარულო სამკუთხედს’’ - პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს...
23,95 
მარაგშია
+
000010907
ზიგმუნდ ფროიდი (1856 – 1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის...
22,95 
მარაგშია
+
000010982
ჰანა არენდტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა სონინგის პრიზით, ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. უილიამ ჯოვანოვიჩი, მისი გამომცემელი, მას „აბსოლუტურად უშიშარ ინტელექტუალად“ მოიხსენიებდა. მისი...
22,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
 1935 წელს შვეიცარიელმა ფსიქოანალიტიკოსმა, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა, კარლ გუსტავ იუნგმა (1875-1961) ლონდონის ტავისტოკის კლინიკაში ექიმების წინაშე ხუთი ლექცია წაიკითხა. იუნგი, ჩვეულებრივ, ერთი საათის განმავლობაში კითხულობდა ლექციას, მომდევნო ერთი საათი კი კამათს ეთმობოდა, თუმცა...
22,95 
მარაგშია
+
000011306
წიგნში „კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა“ ცნობილი ბრიტანელი ნევროლოგი, ოლივერ საკსი (1933-2015) აღწერს უჩვეულო შემთხვევებს მისი კლინიკური პრაქტიკიდან. მაგალითად, განათლებული, იუმორით აღსავსე მუსიკის მასწავლებლის ამბავს, რომელსაც ვიზუალური აგნოზია განუვითარდა და სახეებისა და საგნების ცნობის უნარი...
22,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს წიგნი დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის სამ მცირე რომანს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული, გარკვეული თვალსაზრისით, საეტაპო ნაწარმოებია ავტორის შემოქმედებაში. „უპოვარნი“ დოსტოევსკის პირველი რომანია, რომელიც მან 1840-იან წლებში დაწერა და რომელმაც მწერალს სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული...
22,90 
მარაგშია
+
10860
ასაკი: 2+ 10 გვერდიანი წიგნი +20 ფაზლი ფაზლის სიგრძე – 1 მეტრი პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს. დააკვირდი ნახატებს და ისწავლე შენი პირველი ცხოველები!
22,90 
მარაგშია
+
000010934
10 გვერდიანი წიგნი +20 ფაზლი ფაზლის სიგრძე – 1 მეტრი პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს. დააკვირდი ნახატებს და ისწავლე შენი პირველი ფორმები და ფერები!
22,90 
მარაგშია
+
000010737
სამშობლოდან გადახვეწილი სალმან რუშდი ასევე სამშობლოდან გადახვეწილი კაცის ამბავს გვიყვება. წარსულისგან გაქცეული ნერო გოლდენი, ვაჟებთან ერთად, კლოუნის მიერ მართულ ამერიკაში იშენებს ოქროს სახლს, ცხოვრებას გველის ტყავივით იცვლის და სწორედ მაშინ, როდესაც თავის სამშვიდობოს დაგულებით იწყებს...
22,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
საკუთრივ იაპონური კულტურის, სამურაების, სიზმრების, ხილვების, სულის რეინკარნაციისა და სილამაზის მისტიფიკაციის ფონზე ვითარდება სასიყვარულო დრამა, იხატება ახალგაზრდების პორტრეტები, რომელთა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდული რყევების, ეჭვებისა და მგრძნობელობის გამო დრამატიზმითაა დაღდასმული.
22,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ის პირველი რუსი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია დაიმსახურა, პრემიის გამცემი შვედეთის აკადემიის მოტივაცია კი ასე იყო  ფორმულირებული: „იმ მტკიცე ოსტატობისთვის, რომლითაც კლასიკური რუსული პროზის ტრადიციას აგრძელებს“.
22,90 
მარაგშია
+
000011526
კაცია-ადამიანი?!  — ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძესა და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.
22,00 
მარაგშია
+
000011527
სერიის მეორე წიგნი უკვე არაერთხელ წაკითხული, მშობლიური ლიტერატურის შედევრი - დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე" იქნება, რომლისთვისაც წინასიტყვაობა გიგა ზედანიამ დაწერა.
22,00 
მარაგშია
+
000011528
„არა, სად გაგონილა რომ ურმიაში, „წმინდა რუსეთის განუყრელ აზერბაიჯანში“, აქვე, თავრიზში სპარსეთის ტახტის მემკვიდრე „ვალიაგდი“ იჯდეს და ჰფიქრობდეს, ვითომ თავრიზი და ურმია სპარსეთს უკუთნოდეს! როგორ არა! ვერ მივართვით! რუსებმა აქ იმიტომ კი არ დაღვარეს ესოდენი სისხლი, რომ მერე ბარგი აიკრიფონ და უაკნვე დაბრუნდნენ. სანამ ეპისკოპოსი პავლე ცოცხალია, „პერსიუკები“ ამას ვერ მოესწრებიან!“
22,00 
მარაგშია
+
000011525
„სიცოცხლე ხანმოკლე, ხანგრძლივად ნაყოფიერი“ – ასეთი მოკლე პოეტური ფრაზით შეაფასა აკაკი წერეთელმა მე-19 საუკუნის გამოჩენილი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ნინოშვილის შემოქმედებას ასევე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა იმ დროის თითქმის ყველა ცნობილ პერიოდულ გამოცემაში.
22,00 
მარაგშია
+
11538
ხევისბერი გოჩა  — ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული მოთხრობა. პირველად დაიბეჭდა "დროებაში" 1884 წელს , მეორედ – ავტორის თხზულებათა კრებულის მეოთხე ტომში 1892 წელს. არსებობს "ხევისბერი გოჩას" ხალხური ვარიანტები. ალექსანდრე ყაზბეგის ცნობით, ფოლკლორული წყარო მას ღინჯა ხულელისგან ჰქონია მოსმენილი.
22,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
კრიტიკოსების აზრით, ნაწარმოებში ორი ერის ფსიქიკა უპირისპირდება ერთმანეთს. ამ შეხედულებამ გაუძლო დროის გამოცდას, ტექსტში მოცემული დრო და გარემო განზოგადდა, პერსონაჟებმა (უჯუში, ჰაკი), ზოგადადამიანური ხასიათი შეიძინეს, ხოლო კუზმა ყოველთვის განზოგადებულ ტიპად ითვლებოდა ქართულ ლიტერატურაში.
22,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
სერიის მერვე ტომი უკვე არაერთხელ წაკითხული მოთხრობა, ნიკო ლორთქიფანიძის "შელოცვა რადიოთი" იქნება, რომლისთვისაც წინასიტყვაობა ლელა სამნიაშვილმა დაწერა. "თუ შევთანხმდებით, რომ ელი საქართველოს სიმბოლოა, მე-20 საუკუნის დასაწყისის გეოპოლიტიკური ვითარება მის გარშემო - ერთი მხრივ, ჩასაფრებული რუსეთი...
22,00 
მარაგშია
+
000011615
პატარების საყვარელი გმირი ჟირაფი ჟოზე ამ წიგნით შეეცდება შეაყვაროს სპორტი და გააცნოს მისი სხვადასხვა სახეობა. დააჭირეთ ღილაკებს თითი და ჟოზეს განუმეორებელი ხმითა და სიმღერით კითხვის პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახდება.
21,95 
მარაგშია
+
000011614
პატარების საყვარელი გმირი ჟირაფი ჟოზე ამ წიგნით შეეცდება შეაყვაროს მათ სამშობლო, გააცნოს საქართველოს ისტორიული ადგილები და სად დაისვენონ წელიწადის სხვადასხვა დროს... დააჭირეთ ღილაკებს თითი და ჟოზეს განუმეორებელი ხმითა და სიმღერით კითხვის პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახდება.
21,95 
არ არის მარაგში
მაჩვენე სხვა 96 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 0
  • 60
წიგნის ენა