გიორგი გურჯიევი - გრძნეულთა ბრძოლა

გამოცემა აიერთიანებს გიორგი გურჯიევის ორ ტექსტს „გრძნეულთა ბრძოლა“ და „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“.

პიესა „გრძნეულთა ბრძოლა“ – ძირითადად გადმოგვცემს თეთრი და შავი მაგიის ურთიერთგანსხვავებებსა და მსგავსებას: ავტორი ამ მაგიათა მნიშვნელობებსა და მახასიათებლებს, როგორც იდეებს სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის შესახებ, ააშკარავებს და გამოსახავს ფიზიკური, საგნობრივი ენით – ის ამ იდეებს პერსონაჟთა ფიგურებით, მათი ჩაცმულობით, გარეგანი ემოციური გამოხატულებებითა და სხვადასხვა მოვლენა-ღონისძიების მიმართ დამოკიდებულებებით ამჟღავნებს. პიესაში აღწერილი პერსონაჟთა მოძრაობები, ცეკვები და ა.შ. გამიზნულია იმისათვის, რომ გადმოიცეს გიორგი გურჯიევის მიერ ჩამოყალიბებული „ცეკვების“ სისტემის შინაარსი და თავად მისივე გარეგნული მხარის დემონსტრირება.

ნაწარმოები „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“ – ეს გახლდათ ავტორის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო მსოფლიო მკითხველისათვის, რომელიც გადაწყვეტდა გურჯიევის ნაწარმოებთა გაცნობას. მოცემული ტექსტი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს, სადაც გურჯიევი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების კონკრეტულ დეტალებს, მის მიერ დაარსებული ინსტიტუტის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს, პირად დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ და მკითხველისადმი მიმართვებს გარკვეული რჩევების სახით.

გამომცემლობა:
აქტი
ჟანრი:
ეზოთერიკა
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
გიორგი გურჯიევი
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
დავით ცომაია
გვერდების რაოდენობა:
159
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ყდის დიზაინერი:
დაიანა ღონიაძე
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2022
წონა, გრ:
0.316
ISBN:
9789941843785

მთარგმნელის წინასიტყვაობა...........................................................5
გრძნეულთა ბრძოლა .................................................................... 9
სცენარი ბალეტისათვის აქტი I.............................................................................................. 11
აქტი II თეთრი გრძნეულის სკოლა........................................................18 აქტი
III ღაფარის სახლი.......................................................................... 24 აქტი
IV შავი გრძნეულის სკოლა............................................................ 34 აქტი
V იგივე სცენა მეორე აქტისა......................................................... 42
მომავალი სიკეთის მაუწყებელი .................................................51
პირველი მიმართვა თანამედროვე კაცობრიობას.................55
ჩემი პირველი პრაქტიკული რჩევა-დარიგება ....................... 58
Café de la Paix.................................................................................59
წრიული წერილი.......................................................................147
დამატებითი განაცხადი..............................................................155
სარეგისტრაციო ფურცელი.......................................................160

000011160
18,00 
მარაგშია
ქულები: 18 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება