საბავშვო ლიტერატურა

ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისათვის, აღმოაჩინე ყველაზე ფერადი სამყარო.

მოითხოვე კოდი
სახელგანთქმული ხუთეულის ახალი ისტორია სახალისოცაა და, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. თუმცა, როგორც უკვე იცით, ამ ბავშვებს გამჭრიახობა და გაბედულება არასდროს ღალატობთ. ხუთეული არდადეგებზე დასასვენებლად მიემგზავრება და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებს. ბავშვები უეცრად კოშკის...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
აბა, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცნენ თავგადასავლების მოყვარული, გამომძიებელი ბავშვები, თუკი კლდოვან სანაპიროზე, უკაცრიელ კოშკში ყოველ ქარიშხლიან ღამეს იდუმალი სასიგნალო შუქი ინთება? არადა, ჯორჯმა, დიკმა, ჯულიენმა და ენიმ ერთმანეთს პირობა დაუდეს, რომ ამ არდადეგებზე მხოლოდ დაისვენებენ და შარში...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
– სქელ ნისლში შეაბიჯეს და იქიდან აღარასდროს გამოსულან! შინაც აღარ დაბრუნებულან. არც აღარავის უნახავს, უბრალოდ გაქრნენ… – თქვა მოხუცმა ბენმა, ჩიბუხი გააბოლა და ჩაფიქრდა. არა, რა დროს საჯინიბოში მშვიდად დასვენება, ცხენებით ჯირითი და გართობაა, როცა ირგვლივ თურმე ათასი უცნაურობა ხდება?...
8,90 
მარაგშია
+
000011061
აბა, თუ მიხვდები, ვინ არ არიან ატუსა და მატუსა? ყველაზე ცელქი ტყუპები, რომლებსაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები – მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი – ცხენად, ხოლო კარადა – ციხესიმაგრედ; ასევე, შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. გაგიკვირდა, რაც ახლა...
8,90 
მარაგშია
+
10635
    პატარა ლოტა თავის და-ძმასთან და მშობლებთან ერთად სინამდვილეში აურზაურის კი არა, მექოთნეების ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ქუჩას ასე ლოტას მამა ეძახის, რადგან მიაჩნია, რომ თავისი შვილების გამო აქ სულ აურზაურია. ლოტა მართლაც რომ ერთი `აურზაურა~ გოგოა – ჯერ სკოლაშიც არ დადის, მაგრამ...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…~ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით...
8,90 
მარაგშია
+
000010548
ინგლისელი მწერალი და მსახიობი დონალდ ბისეტი მეტად ორიგინალურ, უცნაურობებით სავსე მოთხრობებს წერდა ბავშვებისთვის. მისი საბავშვო ნაწარმოებები 16 ენაზეა ნათარგმნი. მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ...
8,90 
მარაგშია
+
000011071
მარკ ტვენი ყველა დროის მოზარდი მკითხველის საყვარელი ავტორია. ამ წიგნში წაიკითხავთ საოცრად შთამბეჭდავ ამბავს უფლისწულსა და მათხოვარზე. ეს ორი ცნობისმოყვარე ბიჭუნა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავებული საზოგადოებრივი სტატუსი აქვთ. ერთი მათგანი, ტომ კენტი, ლონდონის ჯურღმულებში...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ტომ სოიერის თავგადასავალი“  მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია, თუმცა, თავად ავტორი თურმე დიდხანს ყოყმანობდა, ვერ განესაზღვრა, ვისთვის იყო მისი წიგნები – დიდებისთვის თუ ბავშვებისთვის. მწერალმა ბოლოს ასე გადაწყვიტა: უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის ვწერდი, მაგრამ იმედი...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
რომანი „პატარა მაწანწალა“ ლონდონის ღარიბ უბნებში მცხოვრებ ბიჭებზე მოგვითხრობს. ქუჩის ცხოვრების რეალისტური აღწერისა და დინამიკური სიუჟეტის გამო „პატარა მაწანწალა“ მრავალი თაობის ბავშვების საყვარელი წიგნია. მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა. მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
პეპი ისევ ვილა „ვილეკულაში“ ცხოვრობს, ეს კი ნიშნავს, რომ პატარა ქალაქში საოცარი ამბები გრძელდება. მხოლოდ ამ მხიარულ გოგოს შეუძლია ერთ დილას ადგეს და ბავშვებისთვის 39 კილოგრამი ტკბილეული და უამრავი სათამაშო იყიდოს; ყველაზე მხიარული თამაში – „ურჩხულობანა“ მოიგონოს; დაღლილი ცხენის შეუბრალებელი...
8,90 
მარაგშია
+
000010526
პადინგტონი   ბრაუნებთან  ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრება. სწორედ მისი დამსახურებით იქცევა საფრანგეთში მოგზაურობა მორიგ თავგადასავლად.  პადინგტონთან  ერთად ყველგან სახალისო, ზოგჯერ ხიფათით სავსე ამბები გელით. რაც მთავარია, დათვი ყველა ხიფათს დააღწევს თავს და ახალ...
8,90 
მარაგშია
+
000010527
მთარგმნელი: თეა ბაკურაძე პადინგტონი  ნამდვილად განსაკუთრებული დათვია. ამჯერად ის  ბრაუნებთან  თავისი ოთახის გარემონტებას განიზრახავს, პატარა საგამოძიებო საქმეს წამოიწყებს და ფოტოგრაფიითაც დაინტერესდება. თუმცა მისი არცერთი წამოწყება არ ჩაივლის არეულ-დარეულობის გარეშე....
8,90 
მარაგშია
+
000010528
პადინგტონი  კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც ხიფათი და აურზაური ახლავს ხოლმე.  პადინგტონთან  ერთად ყველგან მშვენივრად გაერთობით – პიკნიკზე, აუქციონზე,...
8,90 
მარაგშია
+
000010529
დათვი  პადინგტონი  შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის  ბრაუნებმა  ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები დაუვიწყარ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათ  ოჯახს ახალი წევრი ...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჯეინს მთელი თავისი ცოდნა, ალღო და მოხერხებულობა დასჭირდა, რომ მიტოვებული ლეკვი გადაერჩინა. გოგონას არც სითბო დაუშურებია და არც სიყვარული, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ არის, რომ პატარა კექსი – როგორც მას სახელად შეარქვა – ადამიანებს როდისმე ისევ ენდობა. მოულოდნელად ჯეინი თვითონ ჩავარდება...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ბედის ანაბარა დარჩენილ ციცქნა გოჭს დახმარება სჭირდება. თუ ვინმე არ უშველის, ან შიმშილი მოკლავს, ან და-ძმები გაჭყლეტენ… ჯეინს ბევრი არ უფიქრია. უსუსური არსება მეზობლის ფერმიდან მალულად წამოიყვანა, შეიფარა დაუმკურნალა. ბატიბუტი გადარჩა, თუმცა, გოგონას არ შეუძლია, გოჭუნა სამუდამოდ...
8,90 
მარაგშია
+
000010967
წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის პირველად ითარგმნა შვედურიდან; წაიკითხეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი, მხიარული და ღონიერი გოგო. ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, მაგრამ ამას ჯერ არ გეტყვით, თვითონვე გაარკვევთ წიგნის ბოლოს. მხოლოდ იცოდეთ, ახლავე არ ჩაიჭყიტოთ ბოლო გვერდზე, გულდასმით წაიკითხეთ მთელი წიგნი, თუ გსურთ, რვა ბავშვთან ერთად მოიაროთ ტყე და მათი თავგადასავლები გაიზიაროთ. ბავშვებმა...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჩვენი პატარა მკითხველი უკვე იცნობს ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის წიგნს „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. ეს არის წიგნი ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, რომელსაც დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
როცა ჯეინმა და მისმა საუკეთესო მეგობარმა ტომმა ფარდულში მიტოვებული კნუტი იპოვეს, გოგონა საგონებელში ჩავარდა. ძალიან მოუნდა, ფისო შინ დაეტოვებინა, სახელიც კი შეურჩია – კნაჭა. მაგრამ მშობლებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს, შინ მეტ ცხოველს ვერ მოვიყვანთო. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მეგობრები, კნაჭას...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეკატერინე გაბაშვილის უკვდავ მოთხრობებზე არაერთი თაობაა აღზრდილი. ამ კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი საყმაწვილო მოთხრობები: `ჩვენი კაკლის ხე~, `ხატაურა ჩემია~, `როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელს~, `ოჯახის ბურჯი~, უსინათლო ლექსო~ და სხვა. ასევე, შესულია მოთხრობა `მაგდანას ლურჯა~, რომლის...
8,90 
მარაგშია
+
000001069
ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ...
8,90 
მარაგშია
+
000011060
ამ წიგნში გაიცნობ პატარა, ჭკვიან და ძალიან საქმიან გოგონას, მილისენტ მარგარეტ ამენდას, იგივე მილი-მოლი-მენდის, რომელიც სოფელში, ლერწმით დახურულ თეთრ კოპწია სახლში დედ-მამასთან, პაპა-ბებიასთან, ძიასა და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს. კოპწია სახლში ყველას თავისი საქმე აქვს, მათ შორის...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
  რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულში. მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ამ წიგნით გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს...
8,90 
მარაგშია
+
000011062
ანა მორცხვი და ზრდილობიანი გოგონაა, დედ-მამას ყოველთვის უჯერებს და უფროსებთან თავაზიანად იქცევა. აი, მისი ანარეკლი – მხიარული, ონავარი და თავნება ანაბელი კი… თუმცა, ვინ თქვა, რომ ანაბელი მხოლოდ ანარეკლია? ამ წიგნში სარკიდან გადმოსული პრინცესა ანაბელისა და ანას მეგობრობის შესახებ...
8,90 
მარაგშია
+
000010992
ამ წიგნში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები პატიოსან, მშრომელ, გულწრფელ ადამიანებზე. ამ ნაწარმოებებში ცხოველები და ფრინველებიც კი სიყვარულითა და სიკეთით სავსენი არიან. წიგნში შეხვდებით ბებერ ბუებს, რომლებმაც თავიანთ ფრთებქვეშ...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი – თუ ამ წიგნის სათაურს რამდენჯერმე გაიმეორებთ, ჩათვალეთ, რომ ენის გასატეხში ვარჯიშის დღიური ნორმა შესრულებული გაქვთ. ხომ არ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ამ სამ ადამიანზე მოგითხრობთ? არც იფიქროთ! აქ რვავე ბავშვს შეხვდებით. მათთან ერთად იქნებიან დედა, მამა,...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჩიტისკუდა გოგონა დოდორა ფრინველ გუგულასთან ერთად მაღალ ხეზე მოწყობილ ბუდეში ცხოვრობს, ტყის მცენარეებს უვლის და თავის მეგობრებთან: ჩაჩალასთან, დარისთან, ლელისთან და ომბლთან ერთად დროს მხიარულად ატარებს. ერთ დღეს ჩაჩალა მთაში გამგზავრებას და იქ გადამალული ხელშეუხებელი განძის პოვნას გადაწყვეტს....
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ტყის პატარა სახლში მომხდარ საოცარ ამბებს დასასრული არ უჩანს. ერთიც ვნახოთ და, ღამით აქ ვიღაცამ გადმობარგება და დასახლება განიზრახა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან ამ სახლში დიდედა და რვა ბავშვი დახვდათ.   რა მოხდა შემდეგ? როგორ დაიმეგობრეს ტყის სახლის ბინადრებმა უცნაური...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ერთ ღამეს კირინის კოტეჯს იდუმალი მამაკაცი ესტუმრა – ჯერ გზაზე ველოსიპედით გამოჩნდა, მერე ძია კვენტინის კაბინეტში ფანჯრიდან გადაძვრა, დილით კი გაქრა. უცნაური ამბები იმით გაგრძელდა, რომ ენისა და ჯორჯის საძინებელში ბიცოლა ფანიმ საწოლი დაამატა; და იმით დაგვირგვინდა, რომ ცნობილი ხუთეული მოულოდნელად...
8,90 
მარაგშია
+
000008574
სახელგანთქმული ხუთეულის ახალი ისტორია სახალისოცაა და, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. თუმცა, როგორც უკვე იცით, ამ ბავშვებს გამჭრიახობა და გაბედულება არასდროს ღალატობთ. ხუთეული არდადეგებზე დასასვენებლად მიემგზავრება და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებს. ბავშვები უეცრად კოშკის...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
წიგნში მრავალფეროვანი თემატიკის 100-ზე მეტი სახალისო თავსატეხი, ფაზლი, დავალება, შეკითხვა და გამოცანა დაგხვდება. მათი დაძლევა ცოდნის შემოწმებაში, საკუთარი თავის გამოცდასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარება.
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა – გზაზე შველს მანქანა დაეჯახა. ნადიამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, მაგრამ პაწაწა ნუკრს სიცოცხლე აჩუქა. ასე გაჩნდა „მუხის კორომის” ფერმაში ლამაზთვალება ციცქნა კოპლი. ჯეინმა დედობილის მოვალეობა იკისრა, ნუკრს მზრუნველობას არ აკლებდა, თავს დასტრიალებდა, მაგრამ...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ამჯერად ყველაფერი დაიწყო ასე: ტიმს მუყაოს საყელოს გამო ყველამ დასცინა. ჯორჯმა კი ვერ მოითმინა და საყვარელ მეგობართან ერთად უკაცრიელი მინდვრებისკენ გასწია. ბანაკს ენიც შეუერთდა. მაგრამ ჯორჯი სასოწარკვეთამ შეიპყრო – არდადეგებს ჯულიენისა და დიკის გარეშე შეიძლებოდა ჩაევლო. გოგონები...
8,90 
მარაგშია
+
გულად ბავშვთა გაერთიანება „თეთრი ვარდები“ ისე ჰყავს შეპყრობილი თავგადასავლების ჟინს, რომ მის არც ერთ წევრს წამითაც არ ახსენდება მშობლები, რომლებიც თუმცა ბრაზობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებენ, რომ მათ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ. `თეთრი ვარდების~ უშიშარ, კეთილშობილ რაინდს არა...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ერთკვირიანი მზიანი არდადეგების დრო დადგა და ხუთეული სრული შემადგენლობით მოემზადა ახალი თავგადასავლებისთვის. ამჯერად გეზი ბილიკოკის გორისკენ აიღეს, მარშრუტზე კი საიდუმლო მღვიმეების, პეპლების ფერმისა და საყვარელი მეგობრის მონახულება მოინიშნეს. მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარმა გეგმამ, თვალსა და ხელს შუა, დაძაბული და საშიში სახე მიიღო და ხუთეული მოვლენების შუაგულში აღმოჩნდა.
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ადრიანი გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, თოჯინა სახელად ბრიჯიდა სამოგზაუროდ წავიდა. თოჯინამ მთელი მსოფლიო მოიარა: ლონდონი, პარიზი, ვენა, გადაიარა საჰარის უდაბნო და ინდოეთამდეც ჩავიდა, ჩინეთის დიდი კედელი დალაშქრა, საჰაერო ბურთით ჰიმალაის მთებს გადაუფრინა, ბოლოს კი აფრიკამდეც ჩააღწია.
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ერთ მშვენიერ დღეს პეპი ნამდვილ წერილს მიიღებს, თანაც მხიარულების კუნძულის მეფისგან – სქელი, თეთრი ბელადი ეფრაიმისგან. მალე გემი „ყიყინა“ პატარა ქალაქს მოადგება და პეპი, ტომი და ანიკა სამხრეთის ზღვისკენ მიჰყავს.
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ზაფხულის არდადეგები მიილია და ბიჭუნა ბებიასგან კვლავ სტოკჰოლმში დაბრუნდა. სახურავის ბინადარი კარლსონი კი არ ჩანს. ბიჭუნა ნერვიულობს. ნუთუ მსოფლიოში უბადლო მეგობარმა მიატოვა? ნუთუ აღარ დაბრუნდება?! არამც და არამც! ბიჭუნას და კარლსონის მეგობრობას არაფერი ემუქრება.
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
კლოდის და სერ ბურძგლაწინდას თავგადასავლები გრძელდება! როდესაც ბატონი და ქალბატონი პრიალაჭვინტები სამსახურში მიდიან, წითელბერეტა კლოდი და მისი განუყრელი მეგობარი სერ ბურძგლაწინდა გადაწყვეტენ, რომ კარგი დასვენება სჭირდებათ და პირველ არადადეგებს მოიწყობენ. მეგობრები ბარგს ალაგებენ და მორიგი...
8,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
სელენემ და დედამისმა ბინა სამსართულიან კორპუსში იყიდეს,მაგრამ ორი კვირა ისე გავიდა,თვალი ვერცერთ მეზობელს ვერ მოჰკრეს. კორპუსის ადმინისტრატორისთვის რომ გეკითხათ, აქ გიჟები ცხოვრობდნენ, სელენემ გადაწყვიტა, მოჩვენებებიო, მაგრამ არც ერთი და არც მეორე მართალი არ ყოფილა. სინამდვილეში სოლდადიტო პლომოს...
8,90 
მარაგშია
+
000007628
მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე ორგანიზაცია „საიდუმლო შვიდეული“ შობის შემდეგ კვლავ იკრიბება! ბიჭებისა და გოგონების ამ გაერთიანებას საკუთარი პაროლიც და ემბლემაც აქვს, ინციალებით – „ს. შ“. ბარბარას, პემს, ჯეკს, კოლინს, ჯორჯს, ჯანეტსა და ორგანიზაციის მეთაურ პიტერს უამრავი სასარგებლო საქმე...
7,90 
მარაგშია
+
000008862
როგორ შეასრულებენ საიდუმლო შვიდეულის წევრები მეთაურის მითითებებს? ვის რა გადახდება თავს? რა ამბავს შეატყობინებენ პიტერს? ამ კითხვებზე პასუხებსა შეატყობინებენ პიტერს? ამ კითხვებზე პასუხებსა და სხვა იდუმალ ამბებს „საიდუმლო შვიდეულის“ მეხუთე წიგნიდან შეიტყობ.
7,90 
მარაგშია
+
000008861
ენიდ ბლაიტონი და  საიდუმლო შვიდეული მკითხველს მორიგ თავგადასავალს უმზადებენ!  „საიდუმლო შვიდეულის” მკითხველებს კარგად გემახსოვრებათ, თუ როგორ ართმევდა თავს ათასგვარ.ხიფათს პიტერის, ჯანეტის, ჯეკის, ბარბარას, პამის, კოლინისა და ჯორჯისაგან შემდგარი საიდუმლო ჯგუფი....
7,90 
მარაგშია
+
000008859
„საიდუმლო შვიდეულის“ მეორე წიგნში საიდუმლო შვიდეულის წევრები ისევ დიდი ინტერესით ეძებენ იდუმალებით მოცულ საქმეებს და, რა თქმა უნდა, პოულობენ კიდეც. გაბედული და ჭკვიანი ბავშვები თავიანთ ერთგულ ოთხფეხა მეგობართან, ელვასთან, ერთად გამოძიებაში გულმოდგინედ ერთვებიან და, შედეგად, პოლიციას მოპარული...
7,90 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 17 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 0
  • 80
წიგნის ენა