პალიტრა L

"გამომცემლობა პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის და მხარი დაეჭირა თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.

„გამომცემლობა პალიტრა L“ ქართულ საგამომცემლო სივრცეში ინოვაციების მთავარი დამნერგავია. ამ სივრცეში პირველებმა ჩვენ შევქმენით ორიგინალური სამგანზომილებიანი წიგნები და ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განსაკუთრებული მიმზიდველობა მივანიჭეთ საყმაწვილო-შემეცნებით გამოცემებს. გამომცემლობა უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება კლასიკური თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ჩვენი გამოცემების დიდ ნაწილს სწორედ ქართველი ავტორების შემოქმედება შეადგენს.

თანამედროვე ლიტერატურული პროცესის გააქტიურებას ემსახურება ჩვენი გამომცემლობის მიერ დაწესებული ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომელმაც უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი აღმოაჩინა. „გამომცემლობა პალიტრა L“ გამოსცემს ყველაზე მრავალფეროვან ლიტერატურას და მას აჯგუფებს თემატურ თუ ჟანრობრივ სერიებად, რითაც მკითხველს სასურველი არჩევანის გაკეთებას უადვილებს. ამასთან, ზრუნავს, რომ მან ხელმისაწვდომ ადგილას და პირობებში მიიღოს თავისივე გემოვნებით შერჩეული ხარისხიანი ბეჭდური, ელექტრონული და აუდიოწიგნები, რითაც ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებასა და წიგნიერების ამაღლებას.


000009598
ოსკარ დიუფრეზნი რომანტიკული ეგოისტი და მარტოსულია. ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, ირგვლივ უამრავი ხალხი ახვევია – ცნობილი მსახიობები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, მწერლები, ულამაზესი ქალები... ერთმანეთს ენაცვლება კლუბები, სადაც პარიზის ლიტერატურული ბოჰემა ერთობა, მოდური კუნძულებისა...
14,95 
არ არის მარაგში
000009597
"„ფრანგული რომანი“ ფრედერიკ ბეგბედერის ავტობიოგრაფიული რომანია − ავტორი საკუთარი ცხოვრების რეალურ დეტალებს გვიმხელს. რომანის გმირს, უკვე აღიარებულ მწერალს, პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ნარკოტიკის მიღების დროს აკავებენ და მერვე რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ. ბნელ საკანში გამოკეტილს,...
14,95 
მარაგშია
+
000010022
ოლსონ უაითჰედი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი წარმომადგენელია, რომელსაც უკვე ორჯერ გადაეცა პულიცერის ლიტერატურული პრემია: პირველად 2017 წელს რომანისთვის "მიწისქვეშა რკინიგზა" და მეორედ 2020-ში "ნიკელის ბიჭებისთვის".  ელვუდ კურტისი კოლეჯში სწავლას...
14,95 
მარაგშია
+
000009646
ის კარს მიღმა, ის... რაღაც წარმოუდგენლად საზარელი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინახო, თუ სიცოცხლე გინდა! ბევრი აიღუპა. ვინც გადარჩა, სახლებში ჩაიკეტა, ფანჯრები დაგმანა და პატიმარივით ატარებს დარჩენილ დღეებს, მაგრამ რას იზამს ქალი, რომელსაც სჯერა, რომ თუ გადარჩენა უნდამ აუცილებლად...
14,95 
მარაგშია
+
000009377
ქართველი პოეტი. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვ
14,95 
მარაგშია
+
000009376
ასრულდა ილიონის ომი. "ტროას წმინდა ციხესიმაგრე დაეცა", ბერძნები უკან ბრუნდებიან. არანაკლებ ტრაგიკულია მათი უკუქცევა: ბევრი მათგანი ზღვაში დაიღუპა, ერთი კი, ყველაზე ძლევამოსილი, ერის მწყემსი აგამემნონი საკუთარ სახლში ბაგაზე მიბმული ხარივით დაკლეს. ბევრმა მშვიდობით ჩააღწია სამშობლოს და...
14,95 
არ არის მარაგში
000010045
 კრებულში შეტანილია: „საშობაო სიმღერა“, „ზარები“, „ოქროს მერის“ აღსასრული“, „კაპიტნის თანაშემწის, ჯონ სტედიმანის ნაამბობი“, „დოქტორი მერიგოლდი“, „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“.
14,95 
არ არის მარაგში
000010715
რომანი "უნა და სელინჯერი" მწერლის თაყვანისცემლებს სასიამოვნოდ გააოცებს. ამჯერად თქვენს სრულიად სხვანაირ ბეგბედერს გაიცნობთ, ცინიკოსსა და ირონიულს კი არა, სენტიმენტალურს, გულთბილს, სევდიანს. წიგნი სიყვარულზეა, ბეგბედერის საყვარელი მწერლის, ჯერომ სელინჯერისა და ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატ...
14,95 
მარაგშია
+
00000010270
ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება...
14,95 
მარაგშია
+
0000010272
ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი...
14,95 
მარაგშია
+
00000010271
ერთი მხრივ,დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და,მეორე მხრივ,რომანტიკული ჟულიენ სორელი თვდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ.უნიჭიერესი,საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული,ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს,თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში.ჭაობს კი...
14,95 
მარაგშია
+
000010273
ვაჟა-ფშაველას პოემები იმთავითვე შევიდა ქართული პოეზიის საგანძურში. "იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც რასაც თავადა გრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს... ვინ არის ნიჭიერი მწერალი? ვისი სიცილიც ნამდვილი, ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი, ნამდვილი...
14,95 
მარაგშია
+
000010379
ბედნიერებისკენ ყოველი ჩვენგანი ისწრაფვის, მაგრამ იყო ბედნიერი - იოლი როდია. ხშირად ბედნიერების განცდაში წვრილმანი და უმნიშვნელო ფაქტორები გვიშლიან ხელს
14,95 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
000010259
მერი უესტმაკოტის ფსევდონიმით შექმნილი ლიტერატურა აგათა კრისტის განსხვავებული ამპლუაა-დეტექტივისგან სრულიად განსხვავებული. ის შესანიშნავი რომანისტია, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ლიტერატურის გიგანტებს შორისაც კი გამორჩეული. "ორ სიყვარულს შორის" ის ნაწარმოებია, რომელიც აგათა კრისტის ამ...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მდინარე ევფრატის პირას მდებარე, მიყრუებული სოფლიდან დედოფლის ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი _ ვერა. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თაგვადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის...
14,95 
მარაგშია
+
000010397
"ოსტატი და მარგარიტა" მსოფ.ლიტერატურის ისტორიაშია ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვნის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს,...
14,95 
მარაგშია
+
000010398
ცნობილია, რომ ვიდრე ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს’’ დაწერდა, ჰიუგომ კარგად შეისწავლა ფრანგული გოთიკის ბრწყინვალე ნიმუში და ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ძეგლი. რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე...
14,95 
მარაგშია
+
000010396
 "ეს უბრალოდ სასიყვარულო რომანი კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ღრმა ნაწარმოებია. მისი დედააზრი, რომ ადამიანური ბუნების გამოვლენის საფუძველი ის ძალებია, რომლებიც მას დიდებულებას სძენს, აყენებს ამ რომანს განსაკუთრებულ, თვალსაჩინო ადგილზე მსგავს რომანთა შორის." - ვირჯინია ვულფი. ინგლისური...
14,95 
მარაგშია
+
000007131
„ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იესოს ურთიერთობაზე - სიკეთისა და ბოროტების მარადიულ...
14,95 
მარაგშია
+
000010471
„წარმოიდგინეთ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც 24 საათით ადრე გვატყობინებენ, რომ მალე მოვკვდებით. წიგნის მთავარი პერსონაჟი სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, არადა გრძნობს, რომ ჯერ არც კი უცხოვრია. ადამ სილვერა თამამად მოგვითხრობს სინანულზე, სიკვდილის შიშზე, დაუფასებელ ურთიერთობებსა და დროის...
14,95 
არ არის მარაგში
000010495
სპენსერ ჯონსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოაზროვნე და პოპულარული ავტორია. მის ათ მსოფლიო ბესტსელერს შორისაა „რა იქნა ჩემი ყველი?" - ყველაზე პოპულარული წიგნი ცვლილებებზე. რა იქნა ჩემი ყველი?" არის მარტივი იგავი, რომელიც თვალს აგვიხელს ღრმა ჭეშმარიტებაზე. ეს არის...
14,95 
მარაგშია
+
000010587
როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგვიძლია ვისწავლოთ სიყვარული? გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტსელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით. წყვილები,...
14,95 
მარაგშია
+
000010699
"2022 წელს ანი ერნო გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას“. თავის უმთავრეს ნაწარმოებში, 2008 წელს გამოქვეყნებულ მემუარულ რომანში, „წლები“, საზოგადოების და ქალის...
14,95 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 24 პროდუქტი
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 0
  • 210
წიგნის ენა