მოითხოვე კოდი
„უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება...
34,95 
მარაგშია
+
000011247
„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის – უმბერტო ეკოს (1932-2016) პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტა
30,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც  არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“,...
29,95 
მარაგშია
+
000010979
შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია...
29,95 
მარაგშია
+
000010978
ფუ­კოს ქან­ქა­რა“ ცნო­ბი­ლი იტა­ლიე­ლი მწერ­ლი­სა და მეც­ნიე­რის, უმ­ბერტო ეკოს (1932-2016) მეო­რე რო­მა­ნია, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის სა­დე­ბიუ­ტო „ვარ­დის სა­ხელ­ზე“ არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლიო­ში. ერ­თ-ერ­თი მი­ლა­ნუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი ოკულ­ტუ­რი...
29,95 
მარაგშია
+
000010980
„ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლგუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მისმიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს....
29,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება...
29,95 
მარაგშია
+
11636
რატომ ვხედავთ სიზმრებს? რას გვაუწყებენ ისინი? რა ფუნქციას ასრულებს სიზმრის ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში? ფროიდის „სიზმრის ინტერპრეტაცია“ ამომწურავი პასუხების გაცემის მცდელობაა კითხვებზე, რომლებიც კაცობრიობას დასაბამიდან აღელვებს.
29,95 
მარაგშია
+
მოითხოვეთ კოდი
„უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება...
29,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს - მეორე მსოფლიო ომი. პერსონაჟებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ცხოვრებისეული...
25,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი - ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი,...
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე...
24,95 
მარაგშია
+
000010981
ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად...
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ ედუარდ უილიამსი (1922-1994) ლიტერატურულმა სამყარომ XXI საუკუნის დასაწყისში თითქოს თავიდან აღმოაჩინა, როდესაც ხელახლა გამოიცა მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი „სტოუნერი“. ეს უცნაური ბედის ნაწარმოები ამერიკელი მკითხველის უსაყვარლეს წიგნად იქცა, მერე კი თანდათან...
24,95 
მარაგშია
+
000010907
ზიგმუნდ ფროიდი (1856 – 1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის...
22,95 
მარაგშია
+
000010982
ჰანა არენდტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა სონინგის პრიზით, ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. უილიამ ჯოვანოვიჩი, მისი გამომცემელი, მას „აბსოლუტურად უშიშარ ინტელექტუალად“ მოიხსენიებდა. მისი...
22,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
 1935 წელს შვეიცარიელმა ფსიქოანალიტიკოსმა, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა, კარლ გუსტავ იუნგმა (1875-1961) ლონდონის ტავისტოკის კლინიკაში ექიმების წინაშე ხუთი ლექცია წაიკითხა. იუნგი, ჩვეულებრივ, ერთი საათის განმავლობაში კითხულობდა ლექციას, მომდევნო ერთი საათი კი კამათს ეთმობოდა, თუმცა...
22,95 
მარაგშია
+
000011306
წიგნში „კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა“ ცნობილი ბრიტანელი ნევროლოგი, ოლივერ საკსი (1933-2015) აღწერს უჩვეულო შემთხვევებს მისი კლინიკური პრაქტიკიდან. მაგალითად, განათლებული, იუმორით აღსავსე მუსიკის მასწავლებლის ამბავს, რომელსაც ვიზუალური აგნოზია განუვითარდა და სახეებისა და საგნების ცნობის უნარი...
22,95 
მარაგშია
+
000010906
წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875 – 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი...
20,95 
არ არის მარაგში
„აუსტერლიცი“ ვინფრიდ გეორგ ზებალდის ბოლო რომანია, რომელიც 2001 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა. 1967 წელს, ანტვერპენის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში, მთხრობელი ხვდება ჟაკ აუსტერლიცს, ხელოვნების ისტორიკოსს, რომლის ცხოვრების ამბავსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ოთხი წლის აუსტერლიცი...
19,95 
მარაგშია
+
000010905
„ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის... ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი...
19,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა.
19,95 
მარაგშია
+
11635
 კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია – კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.
19,95 
მარაგშია
+
000011308
კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო – რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი – შემთხვევით გაიცნობს იზაბელს – ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ...
18,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, პრიმო ლევის (1919 – 1987) „განა ეს ადამიანია“ აუშვიც-მონოვიცის ბანაკის შემაძრწუნებელ გამოცდილებას აღწერს. წიგნი 1947 წელს გამოიცა. ავტორს, ლიტერატურული გამოცდილების არმქონე 27 წლის ქიმიკოსს, არ დაუსახავს მიზნად, ვინმე განესაჯა: წერას, უპირველეს ყოვლისა,...
17,95 
მარაგშია
+
ავსტრიელი მწერალი ქრისტოფ რანსმაირი (1954) არაერთი გერმანულენოვანი თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მის რომანში „უკანასკნელი სამყარო“ მოთხრობილია მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში, შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში, აქ გადასახლებული პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის კვალდაკვალ. ეს...
17,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანგი მწერლის ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს (1940) „ალმა“ მოგვითხრობს ძიების ვნებით შეპყრობილი ერთი გვარის მატარებელი ორი კაცის ამბავს: ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება წინაპრების კვალის საძებნელად და გადაშენებული ფრინველის, დოდოს შესახებ...
17,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია - თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომელსაც...
17,95 
მარაგშია
+
000000026
„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ - მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი - 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები...
17,95 
მარაგშია
+
000011309
მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად...
17,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის, ალფრედ ადლერის (1870 – 1937) იდეებმა ღრმა კვალი დაატყო XX საუკუნეს. ადლერი ფროიდის ფსიქოანალიზს მალევე ჩამოშორდა და საკუთარი თეორია შექმნა, რომელსაც „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ უწოდა. ფროიდისაგან განსხვავებით, ადლერი არაცნობიერისა და სექსუალობის როლს...
17,95 
მარაგშია
+
000010903
ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი განმსაზღვრელია XX საუკუნის აზროვნებისათვის. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პროფესორი ალენ ვანიე „ფსიქოანალიზის შესავალში“ ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და...
16,95 
მარაგშია
+
11248
”სკოლის სევდა” აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და რაც მთავარია მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში. პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და...
16,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-39) მიწურულს, დამარცხებული რესპუბლიკელები პირენეებისაკენ მიიწევენ. ბრძანების შესაბამისად, მათ დასახვრეტად გაჰყავთ ორმოცდაათამდე ნაციონალი ტყვე. ტყვეებს შორისაა ფაშისტი მწერალი, ესპანური ფალანგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაფაელ სანჩეს მასასი, რომელიც სადამსჯელო რაზმს...
16,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს, ანუ თავადაც იხალისოს და მკითხველიც გაართოს.
16,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მილან კუნდერას (1929-2023) კრებულში ,,სალაღობო ტრფობანი’’ შესულია ჩეხეთში 1959-1968 წლებში დაწერილი მოთხრობები. მათგან იღებს სათავეს კუნდერას პროზა, განსაკუთრებით მისი ცნობილი რომანები ,,ყოფის აუტანელი სიმსუბუქე’’ და ,,უკვდავება’’.
16,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ჩეხური წარმოშობის ფრანგი მწერალი მილან კუნდერა (1929-2023) თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ავტორია. მისი წიგნები ხიბლავს მკითხველს სტილის დახვეწილობით, სიუჟეტის ოსტატურად განვითარებითა და პესონაჟთა გრძნობების სიმძაფრით. ჩეხურ ენაზე დაწერილი რომანი ,,გამოსათხოვარი ვალსი’’ 1972 წელს გამოვიდა....
16,95 
მარაგშია
+
000011056
ფილიპ როთის მოკლე რომანი „ძუძუ“ კაფკას „გარდასახვის“ ტრადიციას აგრძელებს. პროფესორი კეპეში, 38 წლის სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ გარდაისახა. ოღონდ მწერად ქცეულ გრეგორ ზამზასაგან განსხვავებით, კეპეში ქალის ძუძუდ იქცევა. უზარმაზარი სარძევე ჯირკვლის გასაოცარ თავგადასავალს...
15,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. ინტერნატში სასწავლებლად...
15,95 
მარაგშია
+
000010904
1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა...
15,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგეს გარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს....
15,95 
მარაგშია
+
000011114
იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მეორე ოთახი“ მაგდა კალანდაძის პირველი რომანია, რომლის მთავარი გმირიც წარსულის მოთვინიერებულ აჩრდილებთან ერთად მარტო ცხოვრობს დიდ ბინაში. მთარგმნელისა და რედაქტორის, ელენე მახარაძის ზანტ, ერთფეროვან მყუდროებას ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ემუქრება, თუმცა მალე მის ყოველდღიურობაში ახალი ადამიანი...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ, ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა...
13,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. ამბის მთხრობელი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგე მილოშ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. მის ნაამბობში ერთმანეთზეა...
12,95 
მარაგშია
+
000011425
თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელ ლუ სსუინს (1881-1936) ჩინელები დღემდე „ერის სულს“ უწოდებენ. მწერლის მოკლე რომანის, „ა ქიუს ნამდვილი ამბის“ მთავარი გმირი XX საუკუნის ჩინელთა ტრაგიკული ჩამორჩენილობისა და სულიერი დაცემის სიმბოლოდ იქცა.
12,95 
მარაგშია
+
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 12.95
  • 34.95