მოითხოვე კოდი
„მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. ამბის მთხრობელი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგე მილოშ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. მის ნაამბობში ერთმანეთზეა...
12,95 
მარაგშია
+
000011425
თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელ ლუ სსუინს (1881-1936) ჩინელები დღემდე „ერის სულს“ უწოდებენ. მწერლის მოკლე რომანის, „ა ქიუს ნამდვილი ამბის“ მთავარი გმირი XX საუკუნის ჩინელთა ტრაგიკული ჩამორჩენილობისა და სულიერი დაცემის სიმბოლოდ იქცა.
12,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ, ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა...
13,95 
მარაგშია
+
000011114
იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული...
14,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„მეორე ოთახი“ მაგდა კალანდაძის პირველი რომანია, რომლის მთავარი გმირიც წარსულის მოთვინიერებულ აჩრდილებთან ერთად მარტო ცხოვრობს დიდ ბინაში. მთარგმნელისა და რედაქტორის, ელენე მახარაძის ზანტ, ერთფეროვან მყუდროებას ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ემუქრება, თუმცა მალე მის ყოველდღიურობაში ახალი ადამიანი...
14,95 
მარაგშია
+
000011056
ფილიპ როთის მოკლე რომანი „ძუძუ“ კაფკას „გარდასახვის“ ტრადიციას აგრძელებს. პროფესორი კეპეში, 38 წლის სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ გარდაისახა. ოღონდ მწერად ქცეულ გრეგორ ზამზასაგან განსხვავებით, კეპეში ქალის ძუძუდ იქცევა. უზარმაზარი სარძევე ჯირკვლის გასაოცარ თავგადასავალს...
15,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. ინტერნატში სასწავლებლად...
15,95 
მარაგშია
+
000010904
1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა...
15,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგეს გარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს....
15,95 
მარაგშია
+
000010903
ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი განმსაზღვრელია XX საუკუნის აზროვნებისათვის. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პროფესორი ალენ ვანიე „ფსიქოანალიზის შესავალში“ ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და...
16,95 
მარაგშია
+
11248
”სკოლის სევდა” აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და რაც მთავარია მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში. პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და...
16,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-39) მიწურულს, დამარცხებული რესპუბლიკელები პირენეებისაკენ მიიწევენ. ბრძანების შესაბამისად, მათ დასახვრეტად გაჰყავთ ორმოცდაათამდე ნაციონალი ტყვე. ტყვეებს შორისაა ფაშისტი მწერალი, ესპანური ფალანგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაფაელ სანჩეს მასასი, რომელიც სადამსჯელო რაზმს...
16,95 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 12 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 12.95
  • 34.95