საქართველოს მმართველთა ენციკლოპედია

"საქართველოს მმართველთა ენციკლოპედია” - საქართველოს ისტორიაში პირველი სრული გამოცემა.

200-ზე მეტი მმართველი, რომლებმაც საქართველოს მონარქიული ისტორია შექმნეს.

ეს გასაოცარი წიგნი გვაბრუნებს წარსულში და უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უწყვეტად გავადევნოთ თვალი საქართველოს სამეფო ისტორიას ძვ.წ. IV-III საუკუნიდან, იმერეთის სამეფოს გაუქმებამდე.

წიგნი ისტორიულ პიროვნებებზეა, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ასევე  ისტორიულ ფაქტებზე, მტერთან ბრძოლაზე, ომზე, საომარ სტრატეგიებზე, მარცხზე თუ გამარჯვებაზე. ქართულ კულტურაზე, სამეფო-სამთავროებზე, მტრობაზე, ღალატზე, თავგანწირვაზე, სიყვარულსა და სიმამაცეზე.

ამ წიგნის შექმნის მთავრი იდეა, იყო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების ასახვა, არამედ, იმ ისტორიული გმირების შესახებ მოყოლა რომელთაც უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიის შექმნაში და განვითარების გეზის არჩევაში, როგორ შეცვალა თითეულმა მეფის, მმართველის მოღვაწეობამ საქართველოს აწყმო და მომავალი. რა კულტურა შექმეს, რა მემკვიდრეობას უტოვებდნენ თაობებს და როგორ გრძელდებოდა ისტორია მართველობიდან მართველობამდე. მათ ყველაზე მეტად განსაზღვრეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ძირითადი ტენდენციები.

დღემდე, როგორღაც ისე მოხდა, რომ ფაქტობრივად, არ არსებობდა ერთი სრული გამოცემა, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველა მმართველი იქნებოდა გაერთიანებული. არა თუ მნიშვნელოვანი არამედ, აუცილებელიცაა არსებობდეს და ვიცოდეთ, - თუ გვსურს, ერი ვუწოდოთ საკუთარ თავს, თუ გვსურს, შევძლოთ ფიქრი საკუთარ წარსულსა და მომავალზე.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს სათავეებში, რა ღირებულებები და ფასეულობები გააჩნდათ მათ და როგორ გავლენას ახდენდნენ საქართველოს ისტორიაზე, ქართველ ხალხსა და ქართულ კულტურაზე.

წიგნის შექმნაზე მუშაობდა 12 ქართველი ავტორი, ისტორიკოსი, რომელთა ძალისხმევითაც შეიქმნა ეს განსაკუთრებული, სამაგიდო, ენციკლოპედია - ჩვენს მმართველებსა და ისტორიაზე.


აღმოაჩინე და გაიცანი ის, რაც ძვირფასია და ის, რაც გვაერთიანებს!


წიგნში შესული თემებია:

  • მეფის კურთხევა საქართველოში
  • ქართველ მეფეთა ინსიგნიები
  • დაიაენის (დიაოხის) „მეფეები“
  • კოლხთა მეფეები
  • კოლხეთის (ეგრისის) მეფეები
  • ლაზთა მეფეები
  • ქართლის მმართველნი ფარნავაზამდე
  • ფარნავაზიანი წარმართი მეფეები
  • ორმეფობა
  • ფარნავაზიანი ქრისტიანი მეფეებიქართლში უმეფობის ხანა (V საუკუნის 10-იანი წლები)
  • ქართლის ერისმთავრები
  • ქართლის სავარაუდო ერისმთავართა
  • ეგრისის მეფეები
  • „აფხაზთა“ (დასავლეთ საქართველოს) მეფეები
  • კახეთის ქორეპისკოპოსები (მთავრები)
  • ჰერეთის („რანთა“) მეფეები (893 წლამდე – მთავრები)
  • ჰერეთ-კახეთის („რანთა და კახთა“) მეფეები
  • ტაშირ-ძორაგეტის მეფეები
  • „ქართველთა“ მეფეები (ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები)
  • ერთიანი საქართველოს მეფეები
  • ლიხთიმერეთის მეფეები XIII-XIV საუკუნეებში
  • ქართლის მეფეები
  • კახეთის მეფეები
  • ქართლ-კახეთის მეფეები
  • იმერეთის მეფეები

                           

გამომცემლობა:
ნოტა ბენე
ჟანრი:
ისტორია
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
ნათია ფიფია, ქეთევან ნადირაძე, ლერი თავაძე, გიორგი ოთხმეზური, ჯაბა სამუშია, მიხეილ ბახტაძე, აპოლონ თაბუაშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, სულხან კუპრაშვილი, ალექსანდრე ბოშიშვილი.
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
424
ზომა:
23x30
ყდის ტიპი:
მაგარი
დიზაინერი:
დავით ჯანიაშვილი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941852336

                                 

11311
100,00 ₾
69,90 
დანაზოგი: 30,10 ₾
არ არის მარაგში
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება