ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შეიქმნა 1990 წელას სდფსდფსდფსბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შეიქმნა 1990 წელს

საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობის ისტორია.გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულს – ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში – იწყება. გამომცემლობის დამფუძნებელი, ბაკურ სულაკაური, მთარგმნელი.იყო, რომელმაც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში თავისი თარგმნილი წიგნის გამოცემა განიზრახა და სწორედ ამით შეიძინა პირველი საგამომცემლო გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ მან მოგვიანებით საგანმანათლებლო სფეროში გადაინაცვლა, 1999 წელს დაფუძნებული.გამომცემლობა კვლავ მის სახელს ატარებს და რჩება ლიდერად ქართულ საგამომცემლო ბაზარზე.


თავისი არსებობის განმავლობაში „სულაკაურის გამომცემლობამ“ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგამომცემლო პროექტი განახორციელა, ბევრი ტექნოლოგიური ინოვაცია დანერგა, ბევრი ქართველი და უცხოელი.ავტორი გააცნო მკითხველს, მაგრამ მთავარი, რითაც გამომცემლობის მაღალპროფესიონალური.გუნდი ამაყობს – მის მიერ გამოცემული წიგნების მაღალი ხარისხია..

ჩვენ ვართ ლიდერები ქართულ საგამომცემლო.საქმეში და ჩვენ მიერ გამოცემულ თანამედროვე ქართველ ავტორებს.კითხულობენ არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.ოცზე მეტ სხვადასხვა ენაზე. ჩვენი ავტორები იმარჯვებენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსებში; არაერთი მათგანი.ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას” მრავალგზის ლაურეატია.

„სულაკაურის გამომცემლობა“ „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ერთ-ერთი.დამფუძნებელი და თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი პირველი.ინიციატორია. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს.პირველი საავტორი კოლექტიური სტენდი სწორედ ჩვენი ორგანიზებით.მოეწყო 2007 წელს და იმავე წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები.ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის.მოსაპოვებლად.

ჩვენ რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას როგორც.საქართველოში გამართულ, ისე საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულ.პროექტებს – როგორიცაა, მაგალითად, „ყველაზე წიგნიერი“ – ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბავშვებისა და მოზარდების.წიგნიერების ამაღლებისა და მათი მკითხველებად ჩამოყალიბების საქმეში.

მაღალმხატვრული ღირებულების, საინტერესო, მრავალფეროვანი.ლიტერატურა, ინოვაციური პროექტები და საგანმანათლებლო წიგნები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რაც სრულად.ამართლებს გამომცემლობის სლოგანს – წიგნები მთელი ოჯახისათვის!


000010169
22-გვერდიანი წიგნი + კალამი გამოიცანი საქართველოს კუთხეები, ითამაშე ასოციაციობანა და ქალაქობანა; ამოიცანი ქართული საკრავები, შეავსე კროსვორდი… სახალისო დავალებების ეს არასრული ჩამონათვალი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს უკეთ გააცნობს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და გეოგრაფიას, დამატებით...
9,90 
მარაგშია
+
000011036
მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი… მაგრამ ის თუ იცი, როგორ გაჩნდა სიყვარულის ყვავილი ვარდი? როგორ დაარსდა ულამაზესი ქალაქი რომი და ვინ...
9,90 
მარაგშია
+
10626
გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით...
9,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
დიდ საიდუმლოს ინახავს მოხუცი მეკობრის, ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მეკობრე ცდილობს. საბოლოოდ, ზანდუკში საგულდაგულოდ დამალულ განძის კუნძულის რუკას პატარა, უშიშარი ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი დაეუფლება და აქედან იწყება კიდეც მისი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო...
9,90 
მარაგშია
+
000010226
მისტერ ვილი ვონკა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საკონდიტრო ქარხნის მფლობელია, აცხადებს კონკურსს შემდეგი პირობით: ხუთი იღბლიანი ბავშვი, რომელსაც შოკოლადის ფილაში მომგებიანი ბილეთები შეხვდება, შეძლებს ამ საოცარი ქარხნის დათვალიერებას, ხოლო ერთი მათგანი იმდენ შოკოლადს მოიგებს, რომ მთელი სიცოცხლე...
9,90 
მარაგშია
+
000008910
22-გვერდიანი წიგნი + კალამი შეავსე კროსვორდი, გამოიცანი რებუსი, ჩასვი გამოტოვებული ასო, გაშიფრე საიდუმლო ენა, შეადგინე სიტყვები და წინადადებები… – ასეთი მითითებების შესრულება და ნაირ-ნაირი თავსატეხის ამოხსნა ყველა ბავშვს იტაცებს. ეს ფერადი, საინტერესო და მრავალფეროვანი...
9,90 
მარაგშია
+
000008655
ასაკი: 5+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ამ ფერადი, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სავარჯიშოებია თავმოყრილი. ბავშვებმა უნდა გააყოლონ ფლომასტერი ხაზებს, დაასრულონ ნახატები, დააკავშირონ ფიგურები ერთმანეთს,...
9,90 
მარაგშია
+
000010619
ანე ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი...
9,90 
მარაგშია
+
000010871
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი პლანეტების თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები ეცნობიან მზის სისტემას. ისწავლიან კალმის სწორად ჭერას და გაიუმჯობესებენ მოტორულ უნარებს.
9,90 
მარაგშია
+
000010933
ეს ფერად-ფერადი წიგნი ტრანსპორტის თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაეცნობიან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ხეობებს. ისწავლიან კალმის სწორად ჭერას და გაიუმჯობესებენ მოტორულ უნარებს.
9,90 
მარაგშია
+
10687
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი დინოზავრების თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები საინტერესო ფაქტებს შეიტყობენ დინოზავნრების შესახებ. ისწავლიან კალმის სწორად ჭერას და გაიუმჯობესებენ მოტორულ უნარებს.
9,90 
მარაგშია
+
000010931
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი პროფესიების თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაეცნობიან პროფესიებს და ისწავლიან კალმის სწორად ჭერას.
9,90 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 12 პროდუქტი
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 0
  • 69.9
წიგნის ენა