ასტრიდ ლინდგრენი - მაწანწალა რასმუსი
მაწანწალა რასმუსი ერთი უდედმამო ბიჭია, რომელიც ვესტერჰაგის თავშესაფარში ცხოვრობს და სულ იმაზე ოცნებობს, როდის ეყოლება მზრუნველი მშობლები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ უმართლებს. აი, ახლაც ვესტერჰაგაში შვილის ასაყვანად მოსულმა ცოლ-ქმარმა მას ხუჭუჭთმიანი გოგონა ამჯობინა…
ჰოდა, ღამით, როცა ყველას ეძინა, რასმუსი თავშესაფრიდან გაიპარა.
ბიჭუნა მაწანწალა ოსკარს გადაეყარა, რომელიც გარმონზე დაკვრითა და სიმღერით ირჩენდა თავს, და მასთან ერთად დაიწყო ხეტიალი: ხან ღია ცის ქვეშ ეძინათ, ხან – ფარდულში, ხან სად და ხან სად…
წაიკითხეთ ეს შესანიშნავი მოთხრობა პატარა, ობოლ ბიჭუნაზე და გაიგეთ, იპოვის თუ არა ის, ბოლოს და ბოლოს, მზრუნველ მშობლებს
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
სათავგადასავლო
მკითხველის ასაკი:
9 წლიდან
ავტორი:
ასტრიდ ლინდგრენი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
შვედური
მთარგმნელი:
მედეა მთვრალაშვილი
გვერდების რაოდენობა:
216
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
აღმოსავლური ბიბლიოთეკა
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941309588