მერაბ მამარდაშვილი - ცნობიერება და ცივილიზაცია

მერაბ მამარდაშვილი (1930-1990) –  ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972).

წიგნი – „ცნობიერება და ცივილიზაცია“ – წარმოადგენს მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ნაკრებს, რომელშიც თემატურად არის დალაგებული ავტორის ნააზრევი („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი.

წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს უწოდებს.

პრინციპს, რომელიც ამ ორი სახის სიტუაციებს აწესრიგებს, ავტორი სამი „K“-ს – კარტეზიუსის (დეკარტეს), კანტისა და კაფკას – პრინციპს უწოდებს.

„პირველი „K“ (დეკარტე) – სამყაროში ადგილი აქვს და ხდება ერთგვარი უმარტივესი და უშუალოდ ცხადი მყოფობა „მე ვარ“. ის, ეჭვქვეშ აყენებს რა სხვა დანარჩენს, არა მხოლოდ ავლენს სამყაროში მიმდინარე მოვლენების (მათ შორის ცოდნაში) განსაზღვრულ დამოკიდებულებას ადამიანის საკუთარი მოქმედებებისგან, არამედ აბსოლუტური სანდოობისა და სიცხადის საწყის წერტილს წარმოადგენს ნებისმიერი განაზრებადი ცოდნისთვის. ამ აზრით ადამიანი – არსებაა, რომელსაც ძალუძს თქვას „მე ვაზროვნებ, მე ვარსებობ, მე ძალმიძს“ – და არის კიდეც სამყაროს შესაძლებლობა და პირობა, რომლის გაგებაც მას შეუძლია, რომელშიც ძალუძს ადამიანურად მოქმედება, რაღაცაზე პასუხისგება და რაღაცის ცოდნა. შესაბამისად, სამყარო შექმნილია (თავისი ჩამოყალიბების კანონის აზრით), ახლა კი შენი ჯერია. რადგან იქმნება ისეთი სამყარო, რომელიც შენ ძალგიძს შეგეძლოს, როგორიც არ უნდა იყოს ბუნების ხილული წინააღმდეგ-აუცილებლობანი, სტიქიურ-ბუნებრივი იძულებანი და ვითარებები.“

„მეორე „K“ (კანტი) – სამყაროს მოწყობაში არის განსაკუთრებული ინტელიგიბელური (გონებით საწვდომი) ობიექტები (განზომილებები), რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ უშუალოდ, გამოცდილებით კონსტატირებად, თუმცა, შემდგომ დაუნაწევრებად ხატებს მთლიანობებისა, ერთგვარ ჩანაფიქრებს, ან პროექტებს განვითარებისა. ამ პრინციპის ძალა იმაშია, რომ ის მიგვანიშნებს პირობებზე, რომელთა არსებობისას დროსა და სივრცეში სასრულ არსებას (მაგალითად, ადამიანს) ძალუძს გააზრებულად განახორციელოს ცდისეული შემეცნების, მორალური მოქმედებების, შეფასების აქტები, მიიღოს კმაყოფილება ძიებით და ა.შ. სხვაგვარად ხომ არაფერს ექნებოდა აზრი – წინ (და უკანაც) უსასრულობაა. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ სამყაროში ხდება რეალიზება პირობებისა, რომელთა დროს აღნიშნულ აქტებს საერთოდ აქვთ აზრი (ყოველთვის ლოკალური და დისკრეტული), ანუ დაშვებულია, რომ სამყარო შესაძლოა ისეთიც ყოფილიყო, რომ ისინი უაზროდ ქცეულიყვნენ.“

„მესამე „K“ (კაფკა) – იმავე გარეშე ნიშნებისა და საგნური ნომინაციებისას და მათი ნატურალური რეფერენტების (საგნურ შესაბამისობათა) დაკვირვებადობის პირობებში არ სრულდება ის ყველაფერი, რაც ორი ზემოაღნიშნული პრინციპითაა დასმული. ეს არის ზოგადი K-პრინციპის განხორციელების გადაგვარებული, ანუ რეგრესიული ვარიანტი – „ზომბი“-სიტუაციები, სავსებით ადამიანის მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში მიღმურნი ადამიანისთვის, რომლებიც მხოლოდ იმიტირებას ახდენენ იმისა, რაც სინამდვილეში მკვდარია. მათ პროდუქტს, განსხვავებით Homo sapiens-ის, ანუ სიკეთისა და ბოროტების მცოდნისგან, წარმოადგენს „უცნაური ადამიანი“, „ადამიანი აღუწერადი“.“

წიგნის მეორე ნაწილის ძირითადი თავებია: „ფილოსოფია – ეს არის ცნობიერება გასაგონად“, „სინამდვილის ფილოსოფია“, „ჩემი გამოცდილება არატიპიურია“,  „ეშმაკი თამაშობს ჩვენით, როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთ“, „სხვა ზეცა“, „აზრი კულტურაში“,  „სამოქალაქო საზოგადოება“, „თავისუფალი აზროვნება“.

ასევე, მკითხველი წიგნში არაერთ ადგილს შეხვდება, სადაც მკაფიოდ ჩანს მერაბ მამარდაშვილის ქართული, ღრმად ქართული პოზიცია.

გამომცემლობა:
აქტი
ჟანრი:
ფსიქოლოგია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
მერაბ მამარდაშვილი
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
დიმიტრი უჩანეიშვილი
გვერდების რაოდენობა:
330
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2020
ISBN:
9789941825514
000009547
30,00 
მარაგშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება