ოშო - სექსიდან სუპერცნობიერებამდე
ოშო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.
ავტორი ცნობილია შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებაში რევოლუციური ღვაწლით. წიგნში შემავალი ძირითადი საკითხებია: შინაგანი ენერგიიდან სექსუალურ ენერგიამდე, ტოტალური მოქმედების პარადოქსი, სექსუალური ენერგიის საკვები და სუბლიმაცია, ფიტავს თუ არა სექსი ენერგიას?, ძალადობა და სექსუალური სურვილი, ცოდნა და სექსუალური დაკმაყოფილება, სექსი, სიყვარულის გენეზისი, რა არის სიყვარული?, რეპრესიიდან ემანსიპაციამდე, მედიტაციის მწვერვალი, სექსი – სუპერატომი, ვნებიდან ღმერთამდე და ა.შ.
როგორც ავტორი აღნიშნავს დასავლელი ფსიქოლოგები, ფროიდიდან იუნგამდე, წერდნენ სექსის მეორე დონის – ფსიქოლოგიური დონის შესახებ, მაგრამ სექსის მესამე დონე, რომელზეც ის (ოშო) ამ წიგნში საუბრობს არც დასავლეთში იცოდნენ და არც აღმოსავლეთში, ეს მესამე დონე კი არის სექსის სულიერი დონე. ამავდროულად ავტორი აღნიშნავს რომ ფროიდს არ შეუსწავლია ნორმალური ჯანმრთელი სექსი, ის სწავლული იყო და ავადმყოფობებს, გაუკუღმართებებს იკვლევდა, მისი (ოშოს) მიზანი კი სექსის დადებითი მხარეების კვლევა და წარმოჩენაა.