სერვანტესი - დონ კიხოტი
ყველა დროის ყველაზე პოპულარული ლიტერატურული გმირი - „პალიტრა კლასიკაში“!
მას ძეგლებს დღემდე უდგამენ, მასზე ფილმებს იღებენ და სპექტაკლებს დგამენ. დონ-კიხოტი - ჩაგრულთა ქომაგი, უკეთესი მომავლის იმედით სავსე მეოცნებე, მელანქოლიური ფილოსოფოსი, მებრძოლი და ფანტაზიორი - დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ სახედ, რომლის შექმნითაც მიგელ დე სერვანტესმა სამუდამოდ დაიკავა განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
სერვანტესის წიგნი მარადიულ თემებზეა - მშვიდობაზე, ომზე, ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირებასა და ამ ბრძოლის დაუსრულებლობაზე, ხვალინდელი დღის იმედზე.
ქართველ მკითხველს წილად ხვდა ბედნიერება, ამ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ძეგლს ჩვენი დროის უდიდესი მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის, ბრწყინვალე თარგმანით იცნობდეს.