აგათა კრისტი - საფრთხე ენდჰაუსში
ზღვისპირა ქალაქი; სასტუმრო "მარჯესტიკი" იდეალური ადგილი დასასვენებლად; ერკიულ პუარო და კაპიტანი ჰასთინგზი აქ სწორედ ამიტომ არიან.
ქალაქის განაპირას კი ენდჰაუსი-ძველი სახლი მდებარეობს; ამ ძველ სახლს ახალგაზრდა, მომხიბლავი და მხიარული მფლობელი ჰყავს-მადმუაზელ ნიკი ბაკლი.
რა დააკავშირებს ამ ორ, სრულიად დამოუკიდებელ, მოცემულობას ერთმანეთთან, თუ არა დანაშაული?
მკვლელობა!
...და, როცა საქმეში ცნობილი მაძებარი ერკულ პუარო ერთთვება, კითხვები: რა საფრთხე იმალება ენდჰაუსის უწყინარი ფასადის მიღმა?
ვინ არიან სინამდვილეში იქ მცხოვრები ადამიანები? რა საიდუმლოს მალავს იდუმალი ლამაზმანი ფრედერიკა რაისი და მთავარი: ვინ არის მკვლელი?-პასუხგაუცემელი არ დარჩება.
მაგრამ მანამდე ბევრ საიდუმლოს უნდა აეხადოს ფარდა, გაცხადდეს რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობის როგორ ბანალური ნიუანსი, ისე ე.წ სასიყვარულო სამკუთხედის არსებობაც.