დიდგორის ბრძოლა ძლევაი საკვირველი
წიგნი დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა. მასში ავტორი ამ ბრძოლის შესახებ საინტერესო ვერსიებს გვთავაზობს და ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვების სამხედრო სტრატეგიაზე გვესაუბრება.
900 წელი გავიდა დიდგორის ამბებიდან. წარმოიდგინეთ, რამდენმა თაობამ განვლო და დღესაც ახსოვთ ადამიანებს ეს უდიდესი ბრძოლა, იმიტომ, რომ დიდგორმა შექმნა მთელი ეპოქა - "ოქროს ხანა", მაგრამ ჩვენთვის მთავარია, როგორ შეიქმნა დიდგორის გამარჯვება. წიგნში ამაზეც არის საუბარი - შრომით, ბრძოლით და რწმენით. ეს წიგნი, ფაქტობრივად, მომავალი თაობისთვის დაიწერა და ყველა თაობას თავისი დიდგორი აქვს მოსაგები.
ჯაბა სამუშია ავტორი, ისტორიკოსი: 900 წელი გავიდა დიდგორის ბრძოლიდან. წარმოიდგინეთ რამდენმა თაობამ განვლო და დღესაც ახსოვთ ადამიანებს დიდგორის ბრძოლა. იმიტომ რომ დიდგორმა შექმნა მთელი ეპოქა - „ოქროს ხანა“, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის თუ თავად დიდგორის გამარჯვება როგორ შეიქმნა. მოკლედ ამაზეც არის საუბარი წიგნში - შრომით, ბრძოლით და რწმენით. ეს წიგნი ფაქტობრივად მომავალი თაობისთვის დაეწერა. მე ვთვლი რომ ყველა თაობას თავისი დიდგორი აქვს მოსაგები.