ჰოლ კელი - იასამნის გოგონები
არსებობს ბევრი რამ, რის დავიწყებაც შეუძლებელია. ასეთია საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებებიც. წამების სურათები გონებაში კინოფირივით ცოცხლდება და გახრჩობს სიძულვილი, უმწეობა, შურისძიების წყურვილი და შიში - შიში სულის დამღრღნელი, გამომფიტავი... მაგრამ თურმე ამის დაძლევა მწამებელთან შეხვედრასაც შეუძლია.
ამ წუთებმა შეიძლება მიძინებული მიტევების უნარიც დაგიბრუნოს და იმასაც მიგახვედროს, რომ ის, ვინც ერთ დროს უძლეველი გეგონა, ყველაზე სუსტი და მხდალი ყოფილა... და ძველებურად გულქვაც.
ავენსბრიუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილმა პოლონელმა ტყვეებმა, კასიამ და ზუზანამ, ტყვეობის ოთხი წლის განმავლობაში დაკარგეს ძვირფასი ადამიანები, ჯანმრთელობა... მაგრამ ომის შემდგომ უფრო მეტი შეიძინეს - მსოფლიოს თანადგომა, ერთგული მეგობრები, ოჯახი, შვილები და მომავლის იმედი.