რიდიან ბრუკი - ომის შედეგები
ჩვენ ბევრს ვკითხულობთ ომზე, მაგრამ ნაკლები ვიცით იმაზე, თუ რა კვალი დაატყო ნგრევამ, სიკვდილმა, წამებამ და შიმშილმა ადამიანების ფსიქიკას.
„ომის შედეგები“ - სწორედ ასე ეწოდება რიდიან ბრუკის ბესტსელერს, რომელიც 1946 წლის პერიოდის ადამიანებზე გვიამბობს. ომში დამარცხებული, დანგრეული, მიწასთან გასწორებული გერმანია შიმშილობს, სიცივისგან იყინება და მიყენებული ჭრილობებისგან იტანჯება. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა მოწინააღმდეგეთა რიგებში.
მოცემულ წიგნში გადმოცემულია შთამბეჭდავი ამბავი ორი ოჯახის , ერთი სახლისა და სიძულვილის სიყვარულად ქცევის შესახებ.რიდიან ბრუკი გვიამბობს დანგრეული ჰამბურგის შესახებ, სადაც ბრიტანელები „წესრიგის“ დასამყარებლად ჩადიან.
წიგნი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა და წიგნის მთარგმნელი ლევან ინასარიძე აღნიშნავს, რომ ავტორს ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, მხატვრული ოსტატობით აქვს ასახული ომის უმძიმესი შედეგები და მის მიერ ადამიანებზე დასმული დაღი.
წიგნის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ.