ბიბლია ბავშვებისთვის - წიგნი ჩემი ნათლულისთვის
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და გამომცემლობა ბაკმის ერთიანი, ეროვნული პროექტი რომელიც განხორციელდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II -ს ლოცვა-კურთხევით .
წიგნი ჩემი ნათლულისთვის , ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებული გამოცემაა.
პროექტი მოიცავს ძველ და ახალ აღთქმას , საქართველოს გაქრისტიანების ისტორიასა და მოზარდებისთვის შექმნილ ყოველდღიური ლოცვანს .
თან ერთვის : ჯრუჭის ფსალმუნის , ყანჩაეთის ჟამნ-გულანის და გელათური ოთხთავის მინიატურათა ნუსხა, რომელთა უმრავლესობაც პირველად გამოქვეყნდა .
საწყის გვერდზე მოცემულა მისი უწმინდესობის დალოცვა და კურთხევა, ასევე მისი ხელმოწერა,
წიგნს თან ერთვის სპეციალური ჩანართი სადაც თქვენვე უნდა მიუთითოთ კონკრეტულად ვის ეკთუვნის ეს ლიმიტირებული გამოცემა .
ხარისხობრივად შექმნილია ,სპილოს ძვლისფერ დაძველების ეფექტის ფურცელზე , რომელიც სრულად მოოქროვილი კიდეებით არის დაფარული და ჩასმულია მაგარ მუყაოს გარეკანში , რომელზედაც მოცემულია სამყაროს შექმნის მინიატურა.
ფაქტობრივად ეს არის უნიკალური საგანძური , რომელიც შეგვიძლია დავუტოვოთ ჩვენს ოჯახს და ნათლულებს.