ალექსანდრე დიუმა - ქალი ხავერდის ყელსაბამით

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა – მონარქია დაემხო, მეფის ტახტი გილიოტინამ დაიკავა – „თავისუფლებისა“ და „ახალი წესრიგის“ მცვე- ლები ყველას მოჰკვეთენ თავს, ვისაც რეჟიმის მტრად ჩათვლიან. და თუმცა საფრანგეთმა ახალ ეპოქაში სისხლიანი და ტანჯული გზით შეა- ბიჯა, მისი დედაქალაქი მაინც ყველასთვის მიზიდულობის ცენტრად რჩება. ასეა ჰოფმანისთვისაც – გერმანელი სტუდენტისა და მეოცნებე ხელოვანისთვის. ჰოფმანისთვის სამყარო ერთი დიდი თეატრია, ამ თეატრის მთავარი სცენა კი სწორედ პარიზია და საოცარი, დაუჯერებელი წარმოდგენაც სწორედ ამ ქალაქში ვითარდება. რა ხდება მის თავს? რატომ ივიწყებს ერთგულების აღთქმას? ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის და რა აკავშირებს ამ ყველა– ფერთან ხავერდისყელსაბამიან ქალს? ამ კითხვებზე პასუხების ძიება მკითხველს იმ ირეალურ სამყაროში ამოგზაურებს, საიდანაც თავის დაღწევა ჰოფმანივით ხან მოუნდება და ხან – არა; ნაწარმოები – როგორც რაღაც ზებუნებრივი მოვლენა თქვენც ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია იდუმალებამ, და გამოგზაურებთ ირეალურ სამყაროში.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
ალექსანდრე დიუმა
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ფრანგული
მთარგმნელი:
ეკატერინე სუმბათაშვილი
გვერდების რაოდენობა:
248
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი+სუპერი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
გამოცემის წელი:
2024
ISBN:
9789941359132
მოითხოვე კოდი
16,95 
მარაგშია
ქულები: 17 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება