დიდი წიგნი რელიგიებზე
ნუთუ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს? რატომ იტანჯებიან ადამიანები? რა ხდება ჩვენი გარდაცვალების შემდეგ? ქვეყნად მილიარდობით ადამიანი ცხოვრების არსს რელიგიაში პოულობს, მაგრამ რა ამყარებს ამ რწმენას და როგორ განვითარებას პოულობს იგი? თანამედროვე ენაზე (დედანი _ ინგლისური) დაწერილი და მსოფლიოში გავრცელებული ძირითადი რელიგიების მომცველი დიდი წიგნი რელიგიებზე შედგება ვიწრო ტერმინოლოგიისგან თავისუფალი, მოკლე სიღრმისეული დახასიათებებისგან, თვალსაჩინო დიაგრამებისგან, რომლებიც ხსნის თითოეული მრწამსის ძირითად პრინციპებს, და ღრმაშინაარსიანი ილუსტრაციებისგან, რომლებიც შეესატყვისება რელიგიის ჩვენეულ აღქმას. განურჩევლად თქვენი მომზადების დონისა და იმისა, თუ რამდენად ხართ დაინტერესებული მსოფლიოში გავრცელებულ რწმენა- წარმოდგენათა მრავალფეროვნებით ან მასთან დაკავშირებული კონცეფციებით, ამ წიგნით უამრავ სასარგებლო თუ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.
შესული თემებია: პირველყოფილი რელიგიები (ცნობები პრეისტორიიდან), ანტიკური და კლასიკური რწმენა-წარმოდგენები, ინდუიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, თანამედრობე რლიგიები.
გამოცემაში წვლილი შეიტანეს: შალამიტ ამბალუ, მაიკლ კუგანი, ივ ლევავი ფაინტშაინი, პოლ ფრიდნამნი, ნილ ფილიპი, ენდრიუ სტობარტი, მელ თომფსონი, ჩარლზ ტაიზენი, მარკუს უიქსი.