წარმატების დიდებული სამეული

დანაზოგი 46%

სპენსერ ჯონსონი - "რა იქნა ჩემი ყველი?"

სპენსერ ჯონსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოაზროვნე და პოპულარული ავტორია. მის ათ მსოფლიო ბესტსელერს შორისაა „რა იქნა ჩემი ყველი?" - ყველაზე პოპულარული წიგნი ცვლილებებზე.

რა იქნა ჩემი ყველი?" არის მარტივი იგავი, რომელიც თვალს აგვიხელს ღრმა ჭეშმარიტებაზე. ეს არის თავშესაქცევი და ჭკუის სასწავლებელი ამბავი ოთხ პერსონაჟზე, რომლებიც „ლაბირინთში" ცხოვრობენ და „ყველს" ეძებენ, რადგან ის საკვებითა და ბედნიერებით უზრუნველყოფს.

ამ წიგნს უსწრაფესად წაიკითხავთ. უიოლესი აღსაქმელია. საოცრად მოქმედებს!


ჯონ შოლის ბესტსელერი - "გადაწყვეტილების მიღების უფლება:ცხოვრების წესი"
ერთ მარტივ,მაგრამ ძლიერ პრინციპზე დგას: უფლებამოსილი თანამშრომლები კლიენტებს ჩინებულ მომსახურებას უწევენ და უკმაყოფილო მომხმარებელს აქცევენ ბედნიერ მომხმარებლად, რომელიც კვლავ და კვლავ დაბრუნდება. გადაწყვეტილების მიღების უფლება ის გარანტირებული ინვესტიციაა, რომელიც თქვენი კომპანიისა და პირადად თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს.


ბაირონ ქეითი - "გიყვარდეს ის, რაც არის"

რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს, „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ _ ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით.სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.

მოთხოვე კოდი
55,00 ₾
29,90 
დანაზოგი: 25,10 ₾
მარაგშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება