ზეიდი სმითი - მშვენიერებაზედ

2005 წელს გამოცემული რომანით, „მშვენიერებაზედ“, ზეიდი სმითმა კიდევ ერთხელ გაიარა დიდების ის გზა, რომელიც ხუთი წლით ადრე სადებიუტო „თეთრი კბილებით“ გაიკვალა. წიგნში მოქმედება ამერიკის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე  ხმაურიან პერიოდში, ერაყის ომის დროს ვითარდება, რაც ნაწარმოებს წვრილ წითელ ხაზად მიუყვება. ავტორი სწორედ ამ ფონზე შლის ჰაიტის, ისტორიაში ერთადერთი წარმატებული მონათა ამბოხის შედეგად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს თანამედროვე ფრაგმენტებს, რომლებიც ახლა უკვე ამერიკის ტერიტორიაზეა მიმოფანტული ადამიანური ისტორიების სახით – ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ თავისუფლება, მაგრამ არ აქვთ მეტი არაფერი.

თუმცა ნაწარმოებში ესეც ფონია, მხოლოდ და მხოლოდ პერსონაჟების დროებითი თავშესაფარი, სადაც იმ მიწიერი შეცდომებისგან ცდილობენ დამალვას, რომლებსაც გაუცხოების, აკრძალული ხილის სურვილის, სოციალური გარემოებებისა თუ, უბრალოდ, ადამიანური სისუსტის გამო უშვებენ.

0,00 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება