დიდი მხატვრები - ცხოვრება და შემოქმედება
შთამბეჭდავი და დაუვიწყარი კრებული მთელ მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ მხატვართა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტებისა და რჩეული ნამუშევრების შესახებ. კრებულში განხილულია ეპოქები და გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ დიდი ხელოვანები. მკითხველი გაეცნობა თითოეული მათგანის ცხოვრებას და დეტალებამდე ჩასწვდება მათ მიერ შექმნილი შედევრების ვიზუალურ და შინაარსობრივ სიღრმეებს.
წარმოდგენა შეექმნას იმ გეოგრაფიულ სივრცესა და იმ ქვეყნების სახელმწიფოებრივ მდგომარეობაზე, სადაც ამა თუ იმ საუკუნეში ცხოვრობდნენ სახვითი ხელოვნების უკვდავი წარმომადგენლები. წიგნი დალაგებულია მხატვრების დაბადების თარიღების მიხედვით.
შესულია: ბოტიჩელი, ბოსხი, და ვინჩი, დიურერი, ტიციანო, ელ გრეკო, კარავაჯო, რემბრანდტი, გოია, მანე, სეზანი, მონე, გოგენი, ვან გოგი, ფიროსმანი, კლიმტი, ტულუზ-ლოტრეკი და მოდილიანი.