ედ მაილეტი - კიდევ ერთის ძალა
არსებითად, კიდევ ერთის ძალა მარტივ წინაპირობას ეფუძნება. იმაზე გაცილებით ახლოს ხარ ცვლილებასთან, ვიდრე წარმოგიდგენია. კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი ურთიერთობა, კიდევ ერთი გადაწყვეტილება, კიდევ ერთი მოქმედება ან კიდევ ერთი აზრი გაშორებს ისეთ ცხოვრებას, როგორსაც იმსახურებ. ამ წიგნში წარმოდგენილი ათობით სტრატეგიის გამოყენებით ედ მაილეტი მეგაწარმატებულ სერიულ ანტრეპრენერად და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპიკერად გადაიქცა. 2023 წლის 6 ოქტომბერს USA Today-მ ის უმაღლესი ეფექტიანობის ამერიკის #1 ქოუჩად დაასახელა. კიდევ ერთის ძალა გასწავლის როგორ შეუსაბამო ნიჭი და უნარები მიზანმიმართულ ფიქრებსა და მოქმედებებს, რაც, დროთა განმავლობაში, გარდამტეხ ცვლილებებამდე მიგიყვანს. გაიგებ, რატომ უნდა გახდე შეუძლებელზე მოფიქრალი და შესაძლებლის მიმღწევი, რას ნიშნავს მატრიცაში ცხოვრება, რისთვისაა საჭირო აღუშფოთველობის კიდევ ერთი ხარისხი, რწმენა და ლოცვა, რატომ უნდა აქციო დისკომფორტი ცხოვრების წესად და ა.შ. ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში მეტის მიღწევა სურს, კიდევ ერთის ძალა ბედნიერებისა და წარმატების შეუცვლელ გზამკვლევად იქცევა.
თავი 1 - კიდევ ერთი იდენტობა
თავი 2 - კიდევ ერთი და ცხოვრება შენს მატრიცაში
თავი 3 - კიდევ ერთი მცდელობა
თავი 4 - კიდევ ერთი და დროის მენეჯმენტის ხუთი პრინციპი
თავი 5 - კიდევ ერთი ემოცია
თავი 6 - კიდევ ერთი კავშირი
თავი 7 - კიდევ ერთი ოცნება
თავი 8 - კიდევ ერთი შეკითხვა საკუთარ თავს
თავი 9 - კიდევ ერთი მიზანი
თავი 10 - კიდევ ერთი მაღალი სტანდარტი
თავი 11 - კიდევ ერთი შეუძლებელზე მოფიქრალი და შესაძლებლის მიმღწევი
თავი 12 - კიდევ ერთი ჩვევა
თავი 13 - კიდევ ერთი მულტიპლიკატორი
თავი 14 - კიდევ ერთი დისკომფორტი
თავი 15 - ლიდერობა "კიდევ ერთის" პრინციპით
თავი 16 - "კიდევ ერთი" და ლიდერობის 11 პრინციპი
თავი 17 - აღუშფოთველობის კიდევ ერთი ხარისხი
თავი 18 - კიდევ ერთი ლოცვა
თავი 19 - უკანასკნელი "კიდევ ერთი"
ავტორის შესახებ