იტალო კალვინო - ობობას ბუდეების ბილიკი

„ობობას ბუდეების ბილიკი“ 23 წლის იტალო კალვინოს მონათხრობია იტალიის „წინააღმდეგობის მოძრაობაზე“, ომზე, სევდიან, ბრაზიან, სახლს დანატრებულ პარტიზანებზე; ეს იძულებით ნაადრევად გაზრდილი, სევდიანი პატარა ბიჭის ამბავია, ბავშვის, რომელიც ყველას მეგობარია და, ამავე დროს, ყველაზე მარტოა, რომელმაც იცის, რა სასტიკები არიან ადამიანები, მაგრამ თან ახსოვს, რომ დედა კეთილი იყო; ბავშვის, რომელიც მეგობარს ეძებს, რომ პისტოლეტის ამბავს მოუყვეს და ობობას ბუდეები აჩვენოს, ეძებს „დიდ, პურივით რბილ და თბილ ხელს“, რომელსაც თავის პატარა, შეშინებულ ხელს ჩაჰკიდებს და იმედისკენ გაჰყვება.

‌„ეს ჩემი პირველი რომანია; შეიძლება ითქვას, პირველი ნაწერიც, რამდენიმე მოთხრობას თუ არ ჩავთვლით. რა განცდა მაქვს, ახლა რომ ვუბრუნდები მას? ისე ვკითხულობ, თითქოს ჩემი დაწერილი კი არა, ანონიმურად, ავტორის გარეშე დაბადებული იყოს იმ წლების გარემოსა და განწყობაში, იმ მორალურ დაძაბულობაში, იმ ლიტერატურულ გემოვნებაში, რომელშიც ჩვენი თაობა ამოიცნობდა საკუთარ თავს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს.“ - წერს კალვინო რომანის 1964 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
იტალო კალვინო
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
იტალიური
მთარგმნელი:
ხათუნა ცხადაძე
რედაქტორი:
ანა ჭაბაშვილი
გვერდების რაოდენობა:
207
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ყდის დიზაინერი:
რუსლან ბერიძე, ია მახათაძე
დიზაინერი:
ია მახათაძე
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
ლიტოდისეა
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941373992
მოითხოვე კოდი
14,90 
მარაგშია
ქულები: 15 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება