ლუ სსუინი - ა ქიუს ნამდვილი ამბავი

ჩინურიდან თარგმნეს ზურაბ მამნიაშვილმა („ა ქიუს ნამდვილი ამბავი“) და ელისო ელისაშვილმა („შეშლილის დღიური“).

თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელ ლუ სსუინს (1881-1936) ჩინელები დღემდე „ერის სულს“ უწოდებენ. მწერლის მოკლე რომანის, „ა ქიუს ნამდვილი ამბის“ მთავარი გმირი XX საუკუნის ჩინელთა ტრაგიკული ჩამორჩენილობისა და სულიერი დაცემის სიმბოლოდ იქცა. რომანის კვალდაკვალ ცნება აქიუიზმიც კი გაჩნდა. ეს არის ერთგვარი სოციალური მანკი, დაბეჩავებულის სულიერი ანესთეზიის მეთოდი, რომელიც ამართლებს მონურ ყოფას, უსამართლობასა და თვითნებობას. ა ქიუს რწმენით „ეს ცხოვრება, ალბათ, ასეა მოწყობილი და ზოგჯერ აუცილებელია, ადამიანი სადმე შეაგდონ ხოლმე, ზოგჯერაც – საიდანმე გამოაგდონ... ზოგჯერ აუცილებელია, თავიც წააცალონ...“.

წიგნში, რომანის გარდა, შესულია ლუ სსუინის ცნობილი მოთხრობა „შეშლილის დღიური“.

გამომცემლობა:
დიოგენე
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ლუ სსუინი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ჩინური
მთარგმნელი:
ზურაბ მამნიაშვილი, ელისო ელისაშვილი
გვერდების რაოდენობა:
136
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
დიოგენეს ბიბლიოთეკა
გამოცემის წელი:
2023
000011425
12,95 
მარაგშია
ქულები: 13 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება