ამელი ნოტომი - პირველი სისხლი წყურვილი

„პირველი სისხლი“ _ ახალგაზრდა ბელგიელ დიპლომატს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის რამდენიმეწამიან მონაკვეთში მთელი ცხოვრების თავგადასავალი გაუელვებს თვალწინ. უპერსპექტივო და უიმედო მოლაპარაკებების ლაბირინთში გახლართული პატრიკ ნოტომი დეტალურად იხსენებს განვლილ გზას და სულ უფრო მწვავედ გრძნობს სიცოცხლის სურვილს. დახვრეტის მოლოდინით გამოწვეული სასოწარკვეთის მომენტი მარადიულობის ტოლფასია და წარმოუდგენელ ძალასა და გამჭრიახობას ანიჭებს მას. „წყურვილი“ _ „წყურვილის შესაგრძნობად ცოცხალი უნდა იყო. ჩემი ბედი ასეთი აღმოჩნდა: მწყურვალი მოვკვდი. შესაძლოა, სწორედ ესაა მარადიული სიცოცხლე“, _ ამბობს ის, ვისი აღსასრულის შესახებაც თითქოს ყველაფერი ვიცით. და მაინც, რას ფიქრობს და განიცდის იესო მაშინ, როდესაც ჯვარცმამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. ამელი ნოტომის თამამი ფანტაზია შეგვახვედრებს სხვანაირ იესო ქრისტეს, ნამდვილ, ხორცშესხმულ ადამიანს, და გვაზიარებს მის ყველაზე ინტიმურ განცდებს.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ამელი ნოტომი
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ეკატერინე სუმბათაშვილი
გვერდების რაოდენობა:
200
ზომა:
14 X 20
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
ცხოვრება ქალების კალმით
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941358043
მოითხოვე კოდი
16,00 
მარაგშია
ქულები: 16 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება