სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში


 

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში — ესაა სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. წიგნი, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემაში; სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებლებს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებასთან დაკავშირებით.

მკაფიო ენისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები — დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი და დებორა სმითი აჩვენებენ, როგორ შევქმნათ მართლაც ინკლუზიური საკლასო გარემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და პრაქტიკული სტრატეგიების მეშვეობით.

სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, დღემდე სირთულეს წარმოადგენს, ინკლუზიურ გარემოში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ჯერაც დაურწმუნებელი და მოუმზადებელია ამ ტიპის სიძნელეებთან გასამკლავებლად. წინამდებარე წიგნი მასწავლებლებს აძლევს საშუალებას მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც უახლესი კვლევებითაა დადასტურებული და პრაქტიკაში მრავალგზისაა გამოცდილი.

წიგნის სარჩევიდანვე იგებს მკითხველი, რომ სახელმძღვანელო მრავალ მნიშვნელოვან თემას ეხება და დეტალურად განიხილავს, თუ რა არის ინკლუზიური განათლება, რა განსხვავებაა ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებას შორის, ვისთვის უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და როგორია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასება-იდენტიფიკაციის პროცესი. სწორედ ამ და სხვა მრავალ პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაყრდნობილ რჩევას, იდეებს აწვდის სახელმძღვანელო ნებისმიერ მასწავლებელს.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის მუდამ მნიშვნელოვანია, რომ ვითარდებოდნენ, მზად იყვნენ კლასში არსებული ნებისმიერი სირთულის დასაძლევად. წიგნში კი სწორედ ისეთი დეტალებია ახსნილი და მაგალითებია მოყვანილი, რომლებიც ნებისმიერ მასწავლებელს აჩვენებს გზას, მიმართულებას და ხშირად პირდაპირ შესაფერის გამოსავალსაც კი სხვადასხვა სიტუაციის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ წიგნი ამერიკულ რეალობას აცნობს ქართველ მკითხველს, თანამედროვე, თუმცა კარგად გამოცდილი, შესაფერისი კვლევებით დადასტურებული მიდგომები ქართველი მკითხველისთვის საინტერესო აუცილებლად იქნება. წიგნი გამოცემულია ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წიგნის გამოცემა, რადგან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სასკოლო გარემოში ინკლუზიური განათლების მიღების შესახებ ქართულ წიგნის ბაზარზე არსებული მცირე რაოდენობის წიგნების უმეტესობა მხოლოდ სპეციალისტებისთვისაა. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში კი ის სახელმძღვანელოა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის მარტივ ენაზეა დაწერილი, აღქმადია არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის, არამედ - ყველასთვის, ვისაც სურს ინფორმაცია მიიღოს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებასთან დაკავშირებით.

ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა შთაგონების წყარო გახდება ბევრი მასწავლებლისთვის. შესაბამისი ცოდნისა და ინსტრუმენტების წყალობით, ყველა მასწავლებელს შეუძლია დადებითი ცვლილებები შეიტანოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში.


სამეცნიერო რედაქტორი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ უგუზაშვილი

მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი


გამომცემლობა:
ქარჩხაძის გამომცემლობა
ჟანრი:
სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა,
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი, დებორა სმითი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
რამაზ ხატიაშვილი
რედაქტორი:
მარიამ უგუზაშვილი
გვერდების რაოდენობა:
559
ზომა:
20x27
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
978994145288-8
11339
39,90 
მარაგშია
ქულები: 40 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება