ჯარედ დაიმონდი - თოფები, მიკრობები და ფოლადი

როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები? რა „საიდუმლო“ იმალება მათი უთანასწორობის მიღმა? რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით? - ეს ის კითხვებია, რომლებსაც ჯარედ დაიმონდი უპასუხებს.
ეს პოპულარულ-სამეცნიერო ტიპის ნაშრომი ისტორიისა და პრეისტორიის შესახებ მოგვითხრობთ, მაგრამ ის არა მხოლოდ აკადემიური თვალსაზრისით არის საინტერესო, არამედ თავისი მრავლისმომცველი პრაქტიკული და პოლიტიკური მნიშვნელობითაც. დაპყრობები, ეპიდემიები და გენოციდები უთანასწორო ხალხთა ურთიერთქმედების ისტორიაა – თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბება სწორედ მათი მეშვეობით მოხდა. ამ შეჯახებების გამოძახილი ამდენი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი არ გამქრალა და მსოფლიოს ზოგიერთ, ყველაზე მშფოთვარე რეგიონებში კვლავაც მძლავრად გაისმის.

„ბრწყინვალეა და უაღრესად საინტერესო... მოკლე მიმოხილვა ამ წიგნის უსაზღვრო დახვეწილობას ვერ გადმოსცემს“. ასე აფასებს წიგნს დევიდ ბრაუნი, „ვაშინგტონ პოსტ ბუქ უორლდის“ მიმომხილველი.


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
სამეცნიერო-პოპულარული
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ჯარედ დაიმონდი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ნიკა სამუშია
რედაქტორი:
მარინა ყიფშიძე
გვერდების რაოდენობა:
691
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ყდის დიზაინერი:
თინა ხუციშვილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
აკადემია
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941373817
000011456
27,90 
მარაგშია
ქულები: 28 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება