თაფლი - II

„თაფლი“, რომლის მეორე ტომი ძირითადად თაფლით მკურნალობას ეხება.

ხალხურ მედიცინაში ოდითგანვე ცნობილია, რომ თაფლს აქვს სასარგებლო გავლენა ნერვულ სისტემაზე და მას ხშირად იყენებდნენ სამკურნალო დანიშნულებით.

ძველი ჩინელები, ინდოელები, ბერძნები და რომაელები თაფლს იღებდნენ დამამშვიდებლად და საძილე საშუალებად. მას შემდეგ, რაც დადგინდა თაფლის რთული ქიმიური შემადგენლობა, მისმა გამოყენებამ ზოგიერთი ნერვული დაავადების სამკურნალოდ, მეცნიერულად დასაბუთებული ხასიათი მიიღო.

ორგანიზმში მეტაბოლური პროცესებისადმი აქტიური დამოკიდებულებით, ფუტკრის თაფლი აძლიერებს ნერვულ უჯრედს. ცნობილია გლუკოზისა და ფრუქტოზის გავლენა ნერვულ სისტემაზე: ისინი აუმჯობესებენ უჯრედების კვებას, ჟანგვის პროცესებს და დეტოქსიკაციას, რის შედეგადაც ძილი ხდება მშვიდი, მცირდება გაღიზიანება, უმჯობესდება მხედველობა, ჩნდება მხნეობისა და შრომისუნარიანობის განცდა. შაქრის ამ მოქმედებას აძლიერებს თაფლის ვიტამინური და მინერალური შემცველობა. თაფლში ნატრიუმისა და კალციუმის არსებობა ხელს უწყობს ორგანიზმში იონური ბალანსის ნორმალიზებას, რის შედეგადაც უმჯობესდება ნერვული სისტემის ფუნქციები.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
მეურნეობა
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
252
ზომა:
17X23
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
ილუსტრაციის ტიპი:
ფერადი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941357572
000011232
25,00 
მარაგშია
ქულები: 25 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება