გასაოცარი საგანძური - ეგვიპტე

ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი ფარაონების ძველ სამყაროში გადაგიყვანს, სადაც ათასობით წლის განმავლობაში ზღაპრული საგანძური იყო დამარხული. ტუტანხამონის ბრწყინვალე ნიღბითა და ნეფერტიტის დახვეწილი ქანდაკებით დაწყებული, ძვირფასეულობით, ულამაზესი ნახატებით, სამაგიდო თამაშებითა და მუმიფიცირებული კატით დამთავრებული, შთამბეჭდავი ილუსტრაციების საშუალებით ძველი ეგვიპტის გასაოცარ საგანძურს გაეცნობი.თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს. ასე რომ, შეგიძლია გაიგო მუმიფიკაციის შესახებ, გაეცნო დიდებული ფარაონებისა და დედოფლების ცხოვრებას, იხილო ყოვლისშემძლე ღმერთები და ქალღმერთები,გაშიფრო იეროგლიფები ტაძრის კედლებზე. აღმოაჩინე ძველი ეგვიპტის ყველა საოცრება ამ დიდებულ სამახსოვრო წიგნში, რომელსაც არაერთხელ მიუბრუნდები.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
ისტორია
მკითხველის ასაკი:
მოზარედებისთვის
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
გვერდების რაოდენობა:
80
ზომა:
30.5/23.5
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
ილუსტრაციის ტიპი:
ფერადი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941356551
000011256
24,95 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება