თინათინ ბერიძე - ცხოვრება ჩოგბურთის წესებით
როგორც ჩოგბურთში, ცხოვრებაშიც ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, თუმცა მიზანი, ოცნება და სიყვარული ის „წესებია", რომლებიც ორივეს უხდება და სჭირდება. „ცხოვრება ჩოგბურთის წესებით" მოულოდნელ, იდუმალი შეხვედრით დაწყებული ამბის გაგრძელებაა: ცამეტწლიანი გაურკვეველი მოლოდინის შემდეგ ერეკლე „ჩაწოდების უფლებას" იღებს და... ჩოგბურთის კორტზე არიან თეკლა და ლალე _ გოგონები დიდი მიზნებით, ოცნებებით... ცხოვრების კორტზე არიან ერეკლე, დემეტრე, ელენე და მაკა... აქვეა სიყვარული, შიში, ეჭვი, ტკივილი, განსაცდელი, იმედი... აქ სურვილებს შორის ბრძოლა და დაპირისპირებაა... აქ აღმოჩენაცაა: ყოველი დღე სიცოცხლის გაგრძელების შანსია, რომ ცხოვრების მთავარი ბრძოლა სწორედ ამ შანსის მოპოვება და... წასაგებად განწირული მატჩის შემოტრიალებაა!