ზიგმუნდ ფროიდი - მოსე და მონოთეიზმი

ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) – ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ფროიდმა უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება.

ავტორის წიგნი „მოსე და მონოთეიზმი“, რომლის სრული სახელწოდებაა „კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია“ (Der Mann Moses und die monotheistische Religion, 1939) ფროიდის უკანასკნელი ნაშრომია, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა. ეს წიგნი არის მისი ანტირელიგური ფილოსოფიის გაგრძელება (საკმარისია, მისი კიდევ ერთი ნაშრომი გავიხსენოთ, „ილუზიის მომავალი“, სადაც „ილუზიის“ ქვეშ სწორედ რელიგია იგულისხმება) და თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ფსიქოანალიტიკური გამოცდილების გამოყენება ცალკე აღებული ერის ანალიზისთვის. 

ფროიდი ვარაუდობს, რომ ეგვიპტელი მოსეს მზის ღმერთი შერწყმულ იქნა მიდიელთა იაჰვეს, ხოლო მოსეს საქმეები მიდიელთა მღვდელმთავარს მიაწერეს, რომელსაც ასევე მოსე ერქვა. ამგვარად, მოსე კომპოზიტური, შედგენილი ფიგურაა.

ეს წიგნი, როგორც ავტორი ამბობს, არის „მინიშნება შესაძლებლობაზე იმისა, რომ მოსეს რელიგიამ ებრაელ ერზე ზემოქმედება მოახდინა, როგორც მხოლოდ თქმულებამ“ და ამ თქმულების საფუძველზე შეიძინა ამ ერმა თავისი სპეციფიკური თვისებები, თუმცა პასუხის გარეშე რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ „არ სურთ ჭეშმარიტების სახით იმის მიღება, რომ ღმერთი მოკლეს“ და როგორ შეინარჩუნეს ებრაელებმა თავისი ინდივიდუალობა დღევანდელ დღემდე.

წიგნი მრავალი მკითხველისათვის შოკისმომგვრელი იყო, ზოგი თეოლოგის შეფასების მიხედვით, „სრულიად აბსურდულიც“ კი, თუმცა მსოფლიოში პირველი მონოთეისტური რელიგიის კვალის მიგნება და ჰიპოთეტური „აღდგენა“, შემდეგ კი მისი ევოლუცია იუდაიზმად, მოგვიანებით კი ქრისტიანობად, ყურადღებას, განსჯასა და საბოლოოდ, მოქმედებას მოითხოვს. წიგნში მრავალი ისეთი იდეა და დასკვნაა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ღრმა განხილვას.

გამომცემლობა:
აქტი
ჟანრი:
ფსიქოლოგია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ზიგმუნდ ფროიდი
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ვახტანგ გორგიშელი
რედაქტორი:
დიმიტრი უჩანეიშვილი
გვერდების რაოდენობა:
170
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2022
წონა, გრ:
0.202
ISBN:
9789941820618

I. მოსე _ ეგვიპტელი .................................................................. 7

II. თუ მოსე ეგვიპტელი იყო ...................................................... 18

III. მოსე, მისი ხალხი და მონოთეისტური რელიგია

ნაწილი I. შესავალი შენიშვნა I. .................................................. 58

შესავალი შენიშვნა II. ................................................................ 61

 A. ისტორიული წინაპირობა ................................................ 63

 B. ლატენტური პერიოდი და თქმულება ............................. 72

 ჩ. ანალოგია ....................................................................... 79

 D. გამოყენება ..................................................................... 89

 E. სირთულეები ................................................................. 103

ნაწილი II. რეზიუმე და დასკვნები ............................................ 116

 A. ისრაელის ხალხი ............................................................ 117

 B. დიდი ადამიანი ............................................................... 120

 ჩ. ინტელექტუალურობის ზრდა ......................................... 125

 D. ინსტინქტის უარყოფა .................................................... 130

 E. რა არის ჭეშმარიტი რელიგიაში ..................................... 139

 F. დათრგუნულის დაბრუნება ............................................. 141

 G. ისტორიული ჭეშმარიტება ............................................. 145

 H. ისტორიული განვითარება ............................................. 150

შენიშვნები და განმარტებები .................................................. 157

000011155
20,00 
მარაგშია
ქულები: 20 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება